სპორტული საკვები დანამატების ბრიტანული ბრენდი Myprotein-ი უკვე ქართველი მომხმარებლისთვისაც ხელმისაწვდომია

access_time2017-09-14 11:01:14

კომპანია LLC Supplements-მა სპორტული საკვები დანამატების ბრიტანული ბრენდი Myprotein-ის პროდუქცია ქართველი მომხმარებლისთვისაც ხელმისაწვდომი გახადა. კომპანიაში აცხადებენ, რომ Myprotein-ი დღეს საკუთარ მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო ფასს, ხარისხსა და მრავალ ინოვაციურ პროდუქტს, რომელთა ასორტიმენტიც ყოველკვირეულად იზრდება.

 

მათივე ინფორმაციით, Myprotein-ი მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის და ჯანსაღ საკვებდანამატებს სთავაზობს, რომელთა ხარისხი დამოუკიდებელი მკვლევარი კომპანიის— Labdoor-ის მიერ არის დადასტურებული.“კომპანია  პროდუქციის წარმოებისას ასეთ შედეგს კომპანია სამი მნიშვნელოვანი პრინციპის დაცვით ახერხებს. იმ პროდუქციასთან ერთად, რომელიც სხვა საწარმოებში მზადდება და კომპანიის ბრენდით იფუთება, Myprotein-ის პროდუქციის ფართო ასორტიმენტის 80%-ზე მეტი მაინც საკუთარ საწარმოებში მზადდება“-აცხადებენ კომპანიაში.

 

LLC Supplements-ის ინფორმაციით,  ბრენდი ნამდვილად უნიკალური უპირატესობით სარგებლობს სხვა, ანალოგიური პროდუქციის მწარმოებლებთან შედარებით. კერძოდ, სხვებისგან განსხვავებით Myprotein-ი საკუთარ პროდუქციაში უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტების და დამზადების მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით მომხმარებელს საკვებდანამატების ყველაზე ფართო არჩევანს სთავაზობს.

 

„მოხარულები ვართ წარმოვადგენდეთ კომპანიას, რომელიც ქართველ მომხმარებელს ჯანსაღი და უმაღლესი ხარისხის ბრიტანული სპორტული საკვები დანამატების გასინჯვის შესაძლებლობას აძლევს. ბრენდი, რომელმაც ევროპაში პირველი ადგილი დაიკავა, უკვე საქართველოშია.“ აცხადებს LLC Supplements-ის ხელმძღვანელი, არმან ობოსიანი.

 

დღევანდელი მდგომარეობით Myprotein-ის პროდუქცია ხელმისაწვდომია სპორტულ დარბაზებში Aspria Fitness, Sakemata Fitness, My Fitness, Royal Fitness. გარდა ამისა პროდუქციის შეძენა შესაძლებელია Fitness Georgia-ს სპორტული დანამატების მაღაზიებში ან ონლაინ მარკეტ Buyers.ge-ზე. პროდუქციის ასორტიმენტი და ობიექტების ჩამონათვალი თითქმის ყოველკვირეულად იზრდება— ბოლო ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ოფიციალურ გვერდს http://fb.com/SupplementsGE.

 

 

 (R)

 

 



Bloomberg-მა 2017 წლის საუკეთესო ბიზნეს სკოლები დაასახელა

person access_time2017-11-18 12:30:40
Bloomberg ამერიკის საუკეთესო ბიზნეს სკოლების ყოველწლიურ რეიტინგს აქვეყნებს. ზედიზედ მესამე წელია სიის სათავეში Harvard ხვდება. მიმდინარე წელს რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესეს პენსილვანიის უნივერსიტეტმა და MIT -მა. რეიტინგის შედეგენისას შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენეს: კურსდამთავრებულების და სტუდენტების სამეცნიერო მიღწევები; კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებელი და მათი საშუალო ანაზღაურება. Columbia Business School-ის კურსდამთავრებულები სწავლის...

სად არის თქვენს მიერ დაანონსებული გაზრდილი ინვესტიციები ბატონო გიორგი?

person access_time2017-11-18 11:00:18
„2017 წლიდან ლარი ისე გამყარდება, რომ ეროვნულ ბანკს მიჯნის დადება მოუწევს“, — ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გიორგი გაჩეჩილაძემ 2016 წლის ნოემბერში მთავრობის ახალი შემადგენლობის პარლამენტში მოსმენისას განაცხადა . ამასთან, გიორგი გაჩეჩილაძემ მთავრობის ახალ შემადგენლობას კითხვაც დაუსვა, თუ როგორ შეძლებენ მომავალში გამყარებულ ლარზე ზღვარის დაწესებას. მაშინ „მწვანეთა პარტიის” ლიდერმა, გიორგი გაჩეჩილაძე ისიც განაცხადა, რომ მომავალ წელს...

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა

person access_time2017-11-17 18:46:40
თბილისის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე უძღვებოდა. სხდომაზე ვიცე - მერობის კანდიდატმა, ირაკლი ხმალაძემ საკრებულოს წევრებს მერის მოადგილეების, საქალაქოს სამსახურების ხელმძღვანელებისა და გამგებლების ახალი შემადგენლობა წარმოუდგინა.   დეპუტატების უმრავლესობამ ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს, მერის მოადგილეებს: მაია ბითაძეს, ირაკლი ბენდელიანს და გიგა ნიკოლეიშვილს, ასევე დედაქალაქის მთავრობას...

The New York Times – ავწიოთ ჭიქა საქართველოსთვის, რომელიც მეღვინეობის აკვანია

person access_time2017-11-17 20:30:20
ავწიოთ ჭიქა საქართველოსთვის, რომელიც მეღვინეობის აკვანი შეიძლება იყოს, – ამ სიტყვებით იწყებს The New York Times საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით, „8 000 წლის დაძველების ღვინო პრეისტორიული ხანის საქართველოდან“. გამოცემა წერს, რომ „ქვეყანა, რომელიც ევროპასა და შუა აზიას შორის, სამხრეთ კავკასიის მთების გასწვრივ გაშლილ ნაყოფიერ ველებზეა გადაჭიმული, შეიძლება იყოს იმ ადამიანების სამშობლო, რომლებმაც ჩვეულებრივი ვაზის კულტივირება შეძლეს და საფუძველი ჩაუყარეს შარდონეს,...

კობა გვენეტაძის შემდეგ პარლამენტში შესაძლოა, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელიც დაიბარონ

person access_time2017-11-18 10:00:14
ეროვნული ვალუტის ბოლოდროინდელ რყევებთან და გაუფასურებასთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს პარლამენტში იბარებენ.გვენეტაძეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში 27 ნოემბერს მოუსმენენ. რაც შეეხება ლარის კურსს, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლარი უკვე რამდენიმე პუნქტით გაუფასურდა. 18 ნოებრისთვის დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, ერთი დოლარი 2.7268 ლარი ღირს. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი...


მსგავსი სიახლეები