მეტროსადგური „უნივერსიტეტი“ პირველ მგზავრებს სავარაუდოდ ოქტომბრის დასაწყისში მიიღებს

access_time0000-00-00 00:00:00

თბილისის მეტროპოლიტენის 23-ე მეტროსადგური „უნივერსიტეტი“ პირველ მგზავრებს სავარაუდოდ ოქტომბრის დასაწყისში მიიღებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან აცნობეს.

როგორც ფონდში აცხადებენ, მეტროსადგურ „უნივერსიტეტში“ ყველა სახის სამშენებლო სამუშოები დასრულებულია და 20 სექტემბრამდე სადგური სატესტო რეჟიმში იმუშავებს. ამ მიზნით ადგილზე უცხოელი სპეციალისტები იმყოფებიან, რომლებიც ქართველ კოლეგებთან ერთად ამ პროცესში მონაწილეობენ.

ფონდის ინფორმაციით, სატესტო რეჟიმის შემდეგ ახალი მეტროსადგურის “თბილისის სატრანსპორტო კომპანიისთვის” გადაცემის პროცედურები დაიწყება. მეტროსადგურს ოთხი ამოსასვლელი ექნება და უახლესი ტექნიკით აღიჭურვება.

ფონდში აცხადებენ, რომ მეტროსადგური „უნივერსიტეტის“ ამოქმედება საბურთალოს რაიონში მიწისზედა სატრანსპორტო ნაკადებისა და საცობების შემცირებას შეუწყობს ხელს.

მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ მშენებლობა 2015 წელს დაიწყო და დაახლოებით, 84 მლნ ლარი დაიხარჯა. მშენებლობა ფაქტიურად 20 წლის განმავლობაში დაკონსერვებული იყო.

როგორც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებენ, სამუშოები აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულმა, ესპანურმა კომპანიამ „COBRA ASSIGNIA“ (კობრა ასიგნიამ) განახორციელა. მეტროსადგურის დიზაინიც ასევე ესპანურ კომპანიას ეკუთვნის.

 

ipn.ge



1 დოლარი 2,7137 ლარი - ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს

person access_time2017-11-22 17:00:05
ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, ხვალ ერთი დოლარი 2,7137 ლარი ეღირება, ერთი ევრო კი 3,1897 ლარი. 21 ნოემბერს დადგენილი კურსით, დღეს ერთი დოლარი 2,7060 ღირდა, ერთი ევრო კი 3,1766 ლარი.

ახალი „TOYOTA LAND CRUISER PRADO“ უკვე საქართველოშია ახალი სიმაღლეების დასაპყრობად

person access_time2017-11-22 15:30:34
მაღალი გამავლობის ავტომობილი „Toyota Land Cruiser Prado“ განახლდა და კიდევ უფრო გაუმჯობესდა. ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ყველგანმავალი ვიზუალურად კიდევ უფრო დაიხვეწა, ტექნიკური თვალსაზრისით კი, განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე ავიდა. სწორედ განახლებული ავტომანქანის მოდელი წარადგინა კომპანია „ტოიოტა კავვკასიამ“ ცოტა ხნის წინ შატო მუხრანის ტერიტორიაზე. აღსანიშნავია, რომ „Toyota Land Cruiser Prado“ თავის სეგმენტში ყველა დროის ერთ-ერთი უნიკალური მოდელია....

„საქართველოს ფინანსური სისტემა თავიდან ბოლომდე მორგებულია კომერციულ ბანკებზე“

person access_time2017-11-22 14:30:49
ერთდღიანი გამყარების შემდეგ ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, დღეს ერთი დოლარი 2 ლარი და 70 თეთრი ღირს, ერთი ევროს ფასი  კი 3 ლარი და 17 თეთრია. ფინანსიტი დავით კიკვიძე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“ აცხადებს, რომ მიმდინარე ეტაპზე ლარის კურსის გაუფასურების მიზეზი დიდი რაოდენობით ლარის მასაა.   „ჩემი აზრით, ამ პრობლემას იწვევს ბრუნვაში ლარის ძალიან დიდი მოცულობა. მიუხედავად...

ავტობანის რიკოთის მონაკვეთზე 3 გვირაბი და 11 ხიდი აშენდება

person access_time2017-11-22 12:00:02
ავტობანის რიკოთის მონაკვეთზე 3 გვირაბი და 11 ხიდი აშენდება. გაზაფხულზე წარდგენილ პროექტში ცვლილება შევიდა, რამაც კიდევ 1 გვირაბის გაყვანის აუცილებლობა წარმოქმნა. ჩუმათელეთსა და ხევს შორის მთავარი გვირაბი 1750 მეტრი იქნება და ის არსებული გვირაბის პარალელურად გაივლის, რაც შეეხება კიდევ 2 გვირაბს ერთი რიკოთამდე აშენდება, მეორე კი, დიდი გვირაბის შემდეგ. მათი სიგრძე 350 მ და 470 მ იქნება. გარდა გვირაბებისა, ავტობანის ყველაზე რთულ...

კონტრტერორისტული სპეცოპერაცია თბილისში (განახლებადი)

person access_time2017-11-22 16:00:14
17:01 - სპეცრაზმელი, რომელიც რამდენიმე საათის წინ ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, გარდაიცვალა.   17:00 სპეცოპერაციის ადგილიდან, სავარაუდოდ კიდევ სამი დაჭრილი გაიყვანეს.   „პირველი არხის“ ინფორმაციით, სპეცოპერაციის ზონიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამი მანქანა გამოვიდა.   ამ თემაზე ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.   ოფიციალურად დადასურებულია, რომ...


მსგავსი სიახლეები