მოაგვარებენ თუ არა მერობის კანდიდატები ე.წ. ხრუშჩოვკების პრობლემას?

access_time2017-09-14 14:00:14

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, უკვე გვესმის მერობის კანდიდატების მოსაზრებები სხვადასხვა პრობლემატურ საკითხთან დაკავშირებით. მაგალითად, რას ფიქრობენ ისინი ე.წ. ხრუშჩოვკების პრობლემაზე? ეს არის საკითხი, რაზეც საუბარი უკვე წლებია მიმდინარეობა, თუმცა დღემდე არ არის მის მოსაგვარებლად კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული.

 

„ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე ფიქრობს, რომ პირველი ნაბიჯი, რასაც ის მერად მოსვლის შემთხვევაში გადადგამს არის იმ სახლების სრული ინვენტარიზაცია, რომელიც ამ დროისთის რეაბილიტაციას საჭიროებს.

 

„სამწუხაროდ არ არის ინვენტარიზაცია გაკეთებული თუ რა რაოდენობაზეა საუბარი. ჩვენ ვიცით რომ დაახლოებით 500-ზე მეტი ხრუშჩოვკაა ქალაქში, თუმცა ავარიული სახლების სრული ინვეტარიზაცია არ გაკეთებულა და პირველი ჩვენი მიმართულება იქნება ამ ყველაფრის ინვენტარიზაცია”, - აცხადებს კალაძე.

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ზაალ უდუმაშვილს მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხის გადაჭრას, განსაზღვრულ ვადებში, ვერცერთი მერობის კანდიდატი სრულად ვერ მოახერხებს. ხრუშჩოვკების ახალი კორპუსებით ჩანაცვლებას კი, მერობის კანდიდატი უტოპიასაც უწოდებს.

 


„ის ფაქტი რომ ხრუშჩოვკების პრობლემა ასე მალე გადაიჭრება და ხრუშჩოვკები ახალი კორპუსებით ჩანაცვლდება არის უტოპია. ამას სჭირდება ბევრი წელი, დიდი მუშაობა და ძალიან დიდი ინვესტიცია. მთავარი მიმართულება ჩემი მერობის პერიოდში იქნება არა მხოლოდ ხრუშჩოვკების ჩანაცვლება არამედ ავარიული სახლების გამაგრება”, - განმარტავს უდუმაშვილი.

 

„ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატის ელენე ხოშტარიას თქმითაც, აღნიშნული პრობლემა უკვე წლებია ძალიან აქტუალურ საკითხად იქცა. ხოშტარია „ხრუშჩოვკებს“, როგორც ცალკე აღებულ პრობლემას არ გამოყოფს, ის ამ საკითხს ავარიულ სახლების პრობლემასთან აერთიანებს.

 

„ესეც არის პოპულიზმი. ჩვენ გვინახავს ჯერ კიდევ შიხიაშვილის განცხადებები, რომელიც 6 მილიონიან პროექტს გვთავაზობდა თითქოს „ხრუშჩოვკებს“ შეცლიდა. ჩვენთვის ამოცანაა მწვავე ავარიული სახლების რეაბილიტაციის პროცესის და ზოგადად უბნების რეაბილიტაციის პროცესის დაწყება”, - ამბობს ხოშტარია.

 

დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ თბილისში არსებობს ისეთი ნაგებობები, რომლებიც „ხრუშჩვკებზე“ ცუდ მდგომარეობაშია.

 

„თბილისში არის დაახლოებით 2 000-მდე ავარიული კორპუსი და 12 000 ავარიული სახლი. აქედან კონტექსტიდან ამოგლეჯვა - რომ მაინც და მაინც „ხრუშჩოვკები“ უნდა გავამაგროთ, მე ძალიან არასერიოზულად მიმაჩნია. ზოგიერთი „ხრუშჩოვკა“ კონსტრუქციულად უფრო მყარია, ვიდრე ბოლო 25 წლის განმავლობაში აშენებული კორპუსი”, - აცხადებს ელისაშვილი.

 

bm.ge



869,7 მილიონი ლარი ერთ წელიწადში - კომერციული ბანკების წმინდა მოგება რეკოდრულად გაიზარდა

person access_time2018-01-19 12:00:45
დეკემბერში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 152 563 000 ლარით გაიზარდა. შესაბამისად, 2017 წლის იანვარ-დეკემბერში ბანკების წმინდა მოგებამ 869 798 000 ლარი შეადგინა, რაც 28%-ით, 190,6 მილიონი ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2016 წლის იანვარ-დეკემბერში კომერციულმა ბანკებმა 679 101 000 ლარის წმინდა მოგება მიიღეს.     რაც შეეხება მოგების გადასახადს, საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, კომერციული ბანკებმა დეკემბერში ბიუჯეტში...

„კომერსანტის“ შეკითხვა საქართველოს პარლამენტის წევრებს!

person access_time2018-01-18 19:00:52
მედიაჰოლდინგი „კომერსანტი“ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს შეკითხვით მიმართავს. ხელისუფლებაში მეორე ვადით მოსული მმართველი პარტიის მთავარი ლოზუნგი „კეთილდღეობა და სწრაფი განვითარებაა“. ამ ფონზე კი გადახდისუუნარო მოსახლეობის რიცხვი წლიდან წლამდე მატულობს. საქართველოს მოსახლეობის 6,3% გადახდისუუნაროა. აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემებით, ბაზაში ჩანაწერების რაოდენობამ უკვე 234 ათასს გადააჭარბა, რაც თითქმის 4,7...

„ვაქცინები, რომლებიც დღეს არის საქართველოში არის მაღალხარისხიანი“ - დავით სერგეენკო ვაქცინაციაზე დამატებით განმარტებებს აკეთებს

person access_time2018-01-18 18:30:48
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ვაქცინაციასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს აკეთებს. როგორც მინისტრმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გავრცელებული ინფორმაცია, რომ იმუნიზაციის პროგრამით, სავარაუდოდ, ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი 29 ათასი ვაქცინა გაიხარჯა, სიმართლეს არ შეესაბამება. „გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. სიმართლეს არ შეესაბამება არცერთი პუნქტი. პირველი, რომ ეს პრობლემა ვრცელდებოდა მთლიანად იმუნიზაციის...

ფინელი მეცნიერები ლუდომანიის სამკურნალო სპრეის შექმნაზე მუშაობენ

person access_time2018-01-19 13:00:22
ფინეთის ჯანმრთელობის და კეთილდღეობის ინსტიტუტის მეცნიერები მუშაობენ წამალზე, რომელიც ლუდომანებს, ანუ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანებს მავნე ჩვევისგან განკურნავს. ეს იქნება ცხვირის სპრეი, რომლის აპრობირება 30-მა მოხალისემ უკვე გაიარა.   ეს არ არის ფინელი მეცნიერების პირველი მცდელობა - ადრე ისინი ცდილობდნენ ლუდომანიის მკურნალობას აბებით, თუმცა ამ იდეამ წამლის ნელი მოქმედების გამო არ გაამართლა.   „მოთამაშეები ძალიან აზარტულები არიან. სურვილი...

მსესხებლის გარდაცვალების შემთხვევაში შესაძლოა, მისი სამართალმემკვიდრე მოიძებნოს

person access_time2018-01-18 17:24:15
იმ შემთხვევაში, თუ სესხის ამღები პირი გარდაიცვალა, სესხის ამომღებ კომპანიას ამ სესხის მოთხოვნის უფლება აქვს, – განაცხადა პრობლემური აქტივების ბიუროს დირექტორმა, ლაშა ნოზაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“. „ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, გარდაცვლილი პირის სამართალმემკვიდრე მოიძებნოს, რაც სამართალდარღვევა არ არის“, – განაცხადა ლაშა ნოზაძემ. მისივე თქმით, თუ ონლაინსესხების კომპანია კონკრეტული მომხმარებლის წინააღმდეგ...


მსგავსი სიახლეები