ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში TWINNING-ის პროექტი დასრულდა

access_time2017-09-13 17:40:55

დღეს სასტუმრო ,,თბილისი მარიოტში“  ,,TWINNING" პროექტის  - ,,საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. როგორც "კომერსანტს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, პროექტის დახურვას  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოში  ევროკავშირის დელეგაციის, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციების, საავიაციო ინდუსტრიისა და სხვა პარტნიორი უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

ღონისძიებაზე მხარეებმა  პროექტის ფარგლებში განხორციელებულისაქმიანობა შეაჯამეს და  ევროკავშირის სტანდარტებთან საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის დაახლოების კუთხით მიღწეული შედეგების შესახებ პრეზენტაცია გამართეს. როგორც აღინიშნა, ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტი - "საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან" მიზნად ისახავდა ქვეყანაში მოქმედი საავიაციო კანონმდებლობის სრულყოფასა და მისი ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას, ასევე საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ხელისუფლების სტრუქტურულ და ინსტიტუციონალურ გაძლიერებას. პროექტი 2015 წლის ივნისში დაიწყო და მისი ბიუჯეტი 1,23 მილიონ ევროს შეადგენდა.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, ეს არის მნიშნელოვანი პროექტი, რადგან ის უზრუნველყოფს უსაფრთხოებასა და რეგულაციების ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების პროცესს.

 

,,ეს არის თანამშრომლობის მეორე პროექტი, რომელიც ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან განახორციელეს იმის ფონზე, რომ ავიაკომპანიების ძალიან მზარდი ნაკადი   გვაქვს.  მოგეხსენებათ, რომ 2017 წლის პირველ 7 თვეში   68%-იანი ზრდა გვაქვს. ეს მნიშვნელოვანია,  რადგანაც  აღნიშნული სტანდარტები უზრუნველყოფენ უსაფრთხოების, ახალი  ავიაკომპანიების შემოსვლის დროს მათი რეგულაციების და ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების პრინციპებს.  ჩვენ ვხდებით ერთიანი ევროპული საჰაერო სივრცის წევრები და ამისთვის ეს  აუცილებელი წინაპირობაა“ - აღნიშნა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

 

,,პროექტი 27 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ხორვატიელ და გერმანელ კოლეგებთან ერთად მასში ჩართულნი იყვნენ ავსტრიელი კოლეგები. პროექტი ეხებოდა ევროკავშირის საავიაციო მოთხოვნებთან ჩვენი მოთხოვნების  დაახლოებას, ეროვნული  ნორმატიული აქტების  მომზადებას. ძალიან ნაყოფიერი შრომის შედეგად გადმოტანილი იყო  რეგულაცია ჩვენს სამართლებრივ სივრცეში. რაც მთავარია, გაანალიზდა ის მოთხოვნები, რაც  ევროკავშირთან მიმართებაში  გვაქვს, გაიწერა  სამოქმედო გეგმა, ასევე გაანალიზდა პროცესები და დაიგეგმა შემდგომი საქმიანობისთვის  აუცილებელი ნაბიჯები,“ - განაცხადა ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენელმა ლევან კარანაძემ.

 

ავსტროკონტროლის პროექტის ლიდერის, ვილჰელმ იაგრიჩის შეფასებით,საქართველოს განვითარებისთვის  ეს ძალიან დიდი გადადგმული ნაბიჯია.

 

,,ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენთვის, საქართველოსთვის და ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვის. გვინდა ინვესტიცია  თქვენს ქვეყანაში ჩავდოთ. საქართველომ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა ავიაციის, ევროპული სტანდარტების დანერგვისა და მათი უსაფრთხოების კუთხით.  ეს ძალიან მნიშვნელოვანია არამარტო ავიაციის სექტორისთვის, არამედ განვითარების ზრდის კუთხით. ეს შედის როგორც სახელმწიფოს, ასევე საზოგადოების ინტერესებში,“ - განაცხადა ვილჰელმ იაგრიჩმა.

 

 



“პირველი იანვრიდან ხელფასს დაერქმევა ხელფასი, პრემიას - პრემია"- ირაკლი ხმალაძე

person access_time2017-11-19 12:56:41
პირველი იანვრიდან ძალაში შედის სახელფასო რეფორმა, რომლითაც წლის განმავლობაში პრემიის ოდენობა ჯამურად 10%–ს უნდა შეადგენდეს. ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში თბილისის ვიცე–მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, პირველი...

Bloomberg-მა 2017 წლის საუკეთესო ბიზნეს სკოლები დაასახელა

person access_time2017-11-18 12:30:40
Bloomberg ამერიკის საუკეთესო ბიზნეს სკოლების ყოველწლიურ რეიტინგს აქვეყნებს. ზედიზედ მესამე წელია სიის სათავეში Harvard ხვდება. მიმდინარე წელს რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესეს პენსილვანიის უნივერსიტეტმა და MIT -მა. რეიტინგის შედეგენისას შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენეს: კურსდამთავრებულების და სტუდენტების სამეცნიერო მიღწევები; კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებელი და მათი საშუალო ანაზღაურება. Columbia Business School-ის კურსდამთავრებულები სწავლის...

სად არის თქვენს მიერ დაანონსებული გაზრდილი ინვესტიციები ბატონო გიორგი?

person access_time2017-11-18 11:00:18
„2017 წლიდან ლარი ისე გამყარდება, რომ ეროვნულ ბანკს მიჯნის დადება მოუწევს“, — ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გიორგი გაჩეჩილაძემ 2016 წლის ნოემბერში მთავრობის ახალი შემადგენლობის პარლამენტში მოსმენისას განაცხადა . ამასთან, გიორგი გაჩეჩილაძემ მთავრობის ახალ შემადგენლობას კითხვაც დაუსვა, თუ როგორ შეძლებენ მომავალში გამყარებულ ლარზე ზღვარის დაწესებას. მაშინ „მწვანეთა პარტიის” ლიდერმა, გიორგი გაჩეჩილაძე ისიც განაცხადა, რომ მომავალ წელს...

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა

person access_time2017-11-17 18:46:40
თბილისის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე უძღვებოდა. სხდომაზე ვიცე - მერობის კანდიდატმა, ირაკლი ხმალაძემ საკრებულოს წევრებს მერის მოადგილეების, საქალაქოს სამსახურების ხელმძღვანელებისა და გამგებლების ახალი შემადგენლობა წარმოუდგინა.   დეპუტატების უმრავლესობამ ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს, მერის მოადგილეებს: მაია ბითაძეს, ირაკლი ბენდელიანს და გიგა ნიკოლეიშვილს, ასევე დედაქალაქის მთავრობას...

The New York Times – ავწიოთ ჭიქა საქართველოსთვის, რომელიც მეღვინეობის აკვანია

person access_time2017-11-17 20:30:20
ავწიოთ ჭიქა საქართველოსთვის, რომელიც მეღვინეობის აკვანი შეიძლება იყოს, – ამ სიტყვებით იწყებს The New York Times საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით, „8 000 წლის დაძველების ღვინო პრეისტორიული ხანის საქართველოდან“. გამოცემა წერს, რომ „ქვეყანა, რომელიც ევროპასა და შუა აზიას შორის, სამხრეთ კავკასიის მთების გასწვრივ გაშლილ ნაყოფიერ ველებზეა გადაჭიმული, შეიძლება იყოს იმ ადამიანების სამშობლო, რომლებმაც ჩვეულებრივი ვაზის კულტივირება შეძლეს და საფუძველი ჩაუყარეს შარდონეს,...


მსგავსი სიახლეები