ევროდირექტივა სათამაშოების ბაზარზეც გავრცელდება - როგორ ხვდება ბიზნესი მოსალოდნელ რეგულაციას?

access_time2017-09-14 09:00:12

საქართველოში სათამაშოების უსაფრთხოება არ მოწმდება. ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები, ინტოქსიკაცია, ალერგია - ეს ის შედეგებია, რაც უხარისხო სათამაშომ შეიძლება გამოიწვიოს, ეს კი, ჩვენთან ყურადღების მიღმა რჩება. საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით, ბაზარზე განთავსებული პროდუქციის ზედამხედველობის ვალდებულება აიღო, რომლის შესრულებასაც 2019 წლიდან აპირებს.

 

როგორც ხვდება კერძო სექტორი მთავრობის ამ გადაწყვეტილებას, ამის შესახებ „კომერსანტი“ სათამაშოების მაღაზიების წარმომადგენლებს დაუკავშირდა. როგორც აღმოჩნდა, ბიზნესსუბიექტები ბაზარზე უკონტროლო სიტუაციაზე საუბრობენ და მთვარობის მიერ გადადგმულ ნაბიჯს დროულად მიიჩნევენ.

 

სათამაშოების მაღაზია „პეპელას“ გენერალური მენეჯერი სოფო ფხაკაძე „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ კომპანიასა და ეკონომიკის სამინისტროს შორის კომუნიკაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკვე შედგა. მისი თქმით, უწყებამ სათამაშოების უსაფრთხოების ზედამხედველობის ამოქმედებაზე მუშაობა კერძო სექტორთან შეუთანხმებლად არ დაიწყო, რაც მისასალმებელია.

 

როგორც სოფო ფხაკაძე ამბობს, „პეპელას“ პროდუქცია შემოწმებულია, რადგან საქონელის ძირითადი ნაწილი ევროპიდან მოდის, მათ აქვთ სერთიფიკატები და ხარისხის ნიშნები. თუმცა, მისივე ინფორმაციით, საქათველოს საზღვარზე სათამაშოების შემოწმება არ ხდება და ბაზარზე ამ ხმრივ უკონტროლო სიტუაციაა.

 

„ხდება მხოლოდ შტრიხკოდიანი სათამაშოების და ბრენდების გადამოწმება, სხვა შემთხვევაში პროდუქცია, რომელსაც არანაირი მინიშნება არ აქვს, არ მოწმდება. არადა, ასეთი ტიპის საქონელი სჯობს საზღვარზევე დაბლოკონ. დღეს საქართველოში რთული სიტუაციაა.  ძალიან ბევრი მოქალაქეა სათამაშოების იმპორტით დაკავებული და მათგან უმრავლესობას  ისეთი პროდუქუცია შემოაქვს, რომელიც ევროპის ბაზარმა დაიწუნა. შედეგად, ასეთი ტიპის საქონელი ისეთ ქვეყნებში შეაქვთ, სადაც კონტროლი არ არსებობს“, - აცხადებს ფხაკაძე.

 


მისი განმარტებით, 2019 წლის შემდეგ, ანუ მას შემდეგ რაც  ქვეყანაში სათამაშოების ხარისხი გაკონტროლდება, ბაზარი გაიფილტრება და  გაყიდვაში მხოლოდ ხარისხიანი პროდუქცია დარჩება. ფხაკაძე აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით რთული ვითარებაა ბაზრობებზე, სადაც იაფფასიანი და უხარისხო საქონელი იყიდება. ის ამბობს, რომ აუცილებელია ამ რეგულაციაზე ეტაპობრივად გადასვლა, რადგან იმ ბიზნესსუბიექტებმა, რომლებიც დაბალი ხარისხის პროდუქციის იმპორტით არიან დაკავებულნი, ალტერნატიული გზები მოძებნონ.

 

„იაფფასიანი პროდუქცია რომ აუცილებლად უხარისხოა ამას არ ვამბობ. არის ალტერნატივები, იგივე ჩვენს ფილიალებში ბელარუსული კომპანიის პროდუქციაც იყიდება, რომელიც შედარებით შეღავათიან ფასებშია. ასეთ პროდქუციაზე უნდა გადაეწყონ ისინიც“, - აცხადებს ფხაკაძე.   

 

სათამაშოების მაღაზია „ჭიტას“ წარმომადგენელი ნინო უნგიაძე განმარტავს, რომ სათამაშოების ხარისხის კონტროლით, მოიხსნება ის ანტიპიარი, რომელიც არსებობს ხოლმე უხარისხო საქონელის იმპორტთან დაკავშირებით. ის ასევე ამბობს, რომ „ჭიტას“ ხარიხის ბევრი სერთიფიკატი აქვს, რაც მომხმარებელსთვის დამაჯერებლობის მიმცემია.

 

როგორც უნგიაძე განმარტავს, ქვეყანაში სათამაშოების უსაფრთხოების კონტროლზე ფიქრი დროულია. „ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მხარს ვუჭერთ. 2016 წელი დავუთმეთ იმას,რომ ჩვენი პროდუქციის მაღალი ხარისხი დაგვემტკიცებინა. მაშინ  „ჭიტა“ ერთადერთი კომპანია იყო, რომელმაც ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა. რეგულაციის ამოქმედებტის შემდეგ ასეთი გაუგებრობები აღარ იქნება და მაღაზიებს, რომლებსაც ხარისხიანი პროდუქცია შემოაქვთ, მომხმარებელი გაეზრდებათ“, - აცხადებს უნგიაძე.  

 

ცნობისთთვის, კომპანიას გერმანული პროდუქუცია შემოაქვს, რომელიც ჩინეთში მზადდება.

 

სანამ, 2019 წელს, სათამაშოების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა ამოქმედდება, „კომერსანტი“ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ იმ საფრთხეებს, რაც უხარისხო სათამაშოებს თან ახლავთ. ექიმი პედიატრი მაია აბულაშვილი განმარტავს, რომ ბაზარზე უხარისხო და უსაფრთხო სათამაშოების პრობლემა საკმაოდ მწვავედ დგას. მისი თქმით, უხარისხო საქონელი ძირითადად ალერგიულ რეაქციებს, ალერგიულ ბრონქიტებს, ატოპიურ დერმატიტებს, რინიტს და კონიუნქტივიტს იწვევს. აბულაშვილის თქმით, განსაკუთრებით პრობლემატურია ფუმფულა სათამაშოები. „ჯობია ერთი სათამაშო უყიდოთ ბავშვს და ძვირი მისცეთ, ვიდრე ათასი, იაფფასიანი და საწამლავი“, -აცხადებს აბულაშვილი.

 

„კომერსანტი“ უკვე წერდა, რომ ეკონომიკის სამინისტრო სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ევროდირექტივას აამოქმედებს. ბაზრის ზედამხედველობის შესახებ კანონის მიიღება 2018 წელს იგეგმება, რომელიც ინდუსტრიულ და სამომხმარებლო პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობას, მათ შორის სათამაშოების ხარისხის კონტროლსაც ითვალისწინებს. ევროდირექტივის შესაბამისად, კანონმდებლობა 2019 წლის ბოლომდე უნდა ამოქმედდეს.

 

ავტორი: სოფო ქსოვრელი 

 



ნავენახევის მღვიმე პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს (ფოტოები)

person access_time2018-01-22 19:50:56
ნავენახევის მღვიმე პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, მღვიმის ტერიტორიაზე აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, კაფეტერია და სუვენირების მაღაზია. ასევე, გამოიყო საგანმანათლებლო სივრცე, მოეწყო ტურისტული ბილიკი.   ნავენახევის მღვიმე...

ქარის და მზის ენერგიები, პროგნოზირებად მომავალში, ვერასოდეს გახდება ძირითადი ენერგიის წყარო

person access_time2018-01-22 17:30:19
 ქარის და მზის ენერგიები პროგნოზირებად მომავალში, ვერასოდეს გახდება ძირითადი ენერგიის წყარო, - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის (სემეკი) ელექტროენერგეტიკული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ზვიად გაჩეჩილაძე GBC-სთან  განახლებადი ენერგიების  პოტენციალს...

„ირანიდან გაზრდილი მოთხოვნის გამო, საექსპორტო ცხვრის ფასმა მოიმატა“

person access_time2018-01-22 16:30:07
ქართულ ცხვარს რეალიზაციის და ექსპორტზე გატანის პრობლემა აღარ აქვს. სექტორის წარმომადგენლები არანაკლებ სირთულეს   რუსეთიდან შემოსულ ცხვარში ხედავენ, რომელიც საქართველოში იკვლება და ირანში ქართული ხორცის სახელით გადის. როგორც „კომერსანტს“  „მეცხვარეთა ასოციაციის  თავმჯდომარე  ბექა გონაშვილმა განუცხადა, საქართველოდან გასული ცხვრის ქართული და რუსული ხორცი უნდა გაიმიჯნოს, რადგან ექსპორტიორი ქვეყანა შეცდომაში...

Wall Street-ის ანალიტიკოსი: ბიტკოინის ფასი 90%-ით გაუფასურდება

person access_time2018-01-22 20:30:51
Bleakley Advisory Group-ის საინვესტიციო ოფიცერი, პეტერ ბუკვარი კრიპტოსამყაროს მასიურ ვარდნას პროგნოზირებს. მისი განცხადებით, კრიპტოსამყარო მასიური საპნის ბუშტია, რომლის გასკდომის დროც ახლოვდება.   „როდესაც რაიმე ასეთი ტიპის პარაბოლას ემსგავსება, ის აუცილებლად უბრუნებდა იმ საწყისს, საიდანაც პარაბოლამ ზრდა დაიწყო,“ განაცხადა მან CNBC-სთან საუბრისას.   ბუკვარის ვარაუდით, არსებობს რეალური საფრთხე, რომ ბიტკოინის ღირებულება 90%-ით გაუფასურდება. „ნამდვილად არ...

EBRD-მა ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღება გადაავადა

person access_time2018-01-22 15:00:04
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ნენსკრაჰესის დაფინანსებისთვის $214 მილიონის სესხის გამოყოფაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების თარიღი 2017 წლის 31 იანვრამდე გადაავადა.   EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე თანხმობა 2015 წლის 12 მაისს, თბილისში გამართული EBRD-ის ფორუმის ფარგლებში განაცხადა. მას შემდეგ ბანკი პროექტის გარემოზე ზეგავლენის ტექნიკურ დეტალებს სწავლობს. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ჰესს ელექტროენერგიის...


მსგავსი სიახლეები