„ფასი უცნობია, წინასწარ შეკვეთებზე კი მოთხოვნა დიდია“ - ახალი iPhone საქართველოში, სავარაუდოდ, 20 სექტემბრიდან გამოჩნდება

access_time2017-09-13 16:30:21

 

„iPhone 8-ს, iPhone 8 Plus-სა და iPhone X-ს მომწოდებელი სავარაუდოდ, 20 სექტემბრიდან მოგვაწოდებს და მეორე დღიდან გაყიდვებს დავიწყებთ“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ iTechnic-ის მარკეტინგის მენეჯერმა ირაკლი ქირიამ განუცხადა.

 

 „20 სექტემბრის შემდეგ ველოდებით, რომ აღნიშნული მოდელები საქართველოში ჩამოვა და გაყიდვები დაიწყება. გუშინ იყო ახალი მოდელების პრეზენტაცია. შესაბამისად, მომწოდებელთან მცირე კომუნიკაცია გქვონდა, თუმცა გვპირდებიან, რომ 20 სექტემბრიდან  ან სამივე მოდელს ერთად მივიღებთ ან ეტაპობრივად. 20-ში თუ შემოვა, გაყიდვები მეორე დღიდანვე დაიწყება.  წინასაწრ ზუსტი თარიღის თქმა მაინც გვიჭირს“, - აღნიშნა ქირიამ.

 

რაც შეეხება ფასებს, მისი თქმით, iPhone-ის ახალი მოდელების ფასები ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა ქართველი მომხმარებლისთვის ოპტიმალური იქნება: „ფასზე საუბარი ჯერ ადრეა. მომწოდებელთან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს, მაგრამ ფასზე ჯერ არ შევთანხმებულვართ. ჩვენი სურვილია, რომ ფასი ოპტიმალური იყოს, რაც ეღირება იმის პროპორციული. გარკვეული ზედა ზღვარის დაწესებას არ ვაპირებთ.“

 

როგორც ირაკლი ქირია აღნიშნავს, მომხმარებელი მათ კომპანიაში დღეს დილიდან აქტიურად რეკავს და შემოტანისთანავე iPhone-ის ახალი მოდელების შეკვეთას ითხოვს. ყველაზე დიდი მოთხოვნა კი iPhone X-ზეა.

 

„წინასწარ შეკვეთებზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია. მომხმარებელი აქამდეც აქტიურობდა და ახლაც უკვე დილიდან აქტიურობს. მოთხოვნას აფიქსირებენ. არიან მომხმარებლები, რომლებიც ითხოვენ, რომ ფასის მიუხედავად, შეკვეთების დაწყებისთანავე, ახალი მოდელები პირველად მათ შეიძინონ. ყველაზე დიდი მოთხოვნა iPhone X-ზეა. თუმცა კულუარულად საუბრობენ იმაზე, რომ აღნიშნულ მოდელზე მსოფლიოში შესაძლოა დეფიციტი შეიქმნას. არ არის გამორიცხული, რომ დეფიციტი ჩვენთანაც შეიქმნას.

 

აქამდე iPhone 8-სა და iPhone 8 Plus-ზე იყო დიდი მოთხოვნა. მომხმარებლებს ამ მოდელების შეკვეთა სურდათ, რადგან ეგონათ, რომ iPhone 8 და iPhone 8 Plus იქნებოდა ის, რაც ახლა iPhone X-ია. iPhone 8-ისა და iPhone 8 Plus-ის შემთხვევაში განსაკუთრებული ცვლილებები არ განხორციელებულა. iPhone X-ია კი უფრო განსხვავებული მოდელია. ამდენად, ხალხი დაინტერესებულია და მოთხოვნაც დიდია. მისი დატენვა კაბელის გარეშეა შესაძელებელი, განბლოკვა საკუთარი სახის საშუალებით იქნება შესაძლებელი, წინა კამერას განათება აქვს, „ჰოუმ“ ღილაკი აღარ ექნება და ა.შ.“, - განაცხადა ქირიამ.

 

კალიფორნიის Apple Park-ში, გუშინ, ახალი iPhone-ის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე სმარტფონის სამი ახალი მოდელი -Phone X,  iPhone 8 და iPhone 8 Plus წარადგინეს.

 

საინტერესოა, რომ iPhone X-ის პრეზენტაცია პირველი „აიფონის“ გამოშვების თარიღს ემთხვევა.

 

„არც ერთ მოწყობილობას ჩვენს ცხოვრებაში არ მოუხდენია ისეთი გავლენა, როგორიც iPhone-ს“, - აღნიშნა Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკმა პრეზენტაციაზე.

 

ავტორი: თეონა კენჭიაშვილი

 



“პირველი იანვრიდან ხელფასს დაერქმევა ხელფასი, პრემიას - პრემია"- ირაკლი ხმალაძე

person access_time2017-11-19 12:56:41
პირველი იანვრიდან ძალაში შედის სახელფასო რეფორმა, რომლითაც წლის განმავლობაში პრემიის ოდენობა ჯამურად 10%–ს უნდა შეადგენდეს. ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში თბილისის ვიცე–მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, პირველი...

Bloomberg-მა 2017 წლის საუკეთესო ბიზნეს სკოლები დაასახელა

person access_time2017-11-18 12:30:40
Bloomberg ამერიკის საუკეთესო ბიზნეს სკოლების ყოველწლიურ რეიტინგს აქვეყნებს. ზედიზედ მესამე წელია სიის სათავეში Harvard ხვდება. მიმდინარე წელს რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესეს პენსილვანიის უნივერსიტეტმა და MIT -მა. რეიტინგის შედეგენისას შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენეს: კურსდამთავრებულების და სტუდენტების სამეცნიერო მიღწევები; კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებელი და მათი საშუალო ანაზღაურება. Columbia Business School-ის კურსდამთავრებულები სწავლის...

სად არის თქვენს მიერ დაანონსებული გაზრდილი ინვესტიციები ბატონო გიორგი?

person access_time2017-11-18 11:00:18
„2017 წლიდან ლარი ისე გამყარდება, რომ ეროვნულ ბანკს მიჯნის დადება მოუწევს“, — ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გიორგი გაჩეჩილაძემ 2016 წლის ნოემბერში მთავრობის ახალი შემადგენლობის პარლამენტში მოსმენისას განაცხადა . ამასთან, გიორგი გაჩეჩილაძემ მთავრობის ახალ შემადგენლობას კითხვაც დაუსვა, თუ როგორ შეძლებენ მომავალში გამყარებულ ლარზე ზღვარის დაწესებას. მაშინ „მწვანეთა პარტიის” ლიდერმა, გიორგი გაჩეჩილაძე ისიც განაცხადა, რომ მომავალ წელს...

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა

person access_time2017-11-17 18:46:40
თბილისის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე უძღვებოდა. სხდომაზე ვიცე - მერობის კანდიდატმა, ირაკლი ხმალაძემ საკრებულოს წევრებს მერის მოადგილეების, საქალაქოს სამსახურების ხელმძღვანელებისა და გამგებლების ახალი შემადგენლობა წარმოუდგინა.   დეპუტატების უმრავლესობამ ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს, მერის მოადგილეებს: მაია ბითაძეს, ირაკლი ბენდელიანს და გიგა ნიკოლეიშვილს, ასევე დედაქალაქის მთავრობას...

The New York Times – ავწიოთ ჭიქა საქართველოსთვის, რომელიც მეღვინეობის აკვანია

person access_time2017-11-17 20:30:20
ავწიოთ ჭიქა საქართველოსთვის, რომელიც მეღვინეობის აკვანი შეიძლება იყოს, – ამ სიტყვებით იწყებს The New York Times საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით, „8 000 წლის დაძველების ღვინო პრეისტორიული ხანის საქართველოდან“. გამოცემა წერს, რომ „ქვეყანა, რომელიც ევროპასა და შუა აზიას შორის, სამხრეთ კავკასიის მთების გასწვრივ გაშლილ ნაყოფიერ ველებზეა გადაჭიმული, შეიძლება იყოს იმ ადამიანების სამშობლო, რომლებმაც ჩვეულებრივი ვაზის კულტივირება შეძლეს და საფუძველი ჩაუყარეს შარდონეს,...


მსგავსი სიახლეები