ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და სოლიდარობის ფონდს შორის მემორანდუმი გაფორმდა

access_time2017-09-13 15:36:27

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და საქართველოს სოლიდარობის ფონდს შორის ნებაყოფლობითი დონაციის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.  დოკუმენტს ხელი მოაწერეს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, ლევან გამყრელიძემ და საქართველოს სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, სოფიო კაკალიაშვილი-ძაგნიძემ.

 

მემორანდუმის ფარგლებში, საგამოძიებო სამსახური უზრუნველყოფს თანამშრომლების მიერ ყოველთვიურად,  ხელფასიდან გარკვეული თანხის მობილიზებას  და საქართველოს სოლიდარობის ფონდში გადარიცხვას.

 

როგორც საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, ლევან გამყრელიძემ აღნიშნა, საქართველოს სოლიდარობის ფონდი ნამდვილად მნიშვნელოვან და კეთილ საქმეს აკეთებს. საგამოძიებო სამსახური სიამოვნებით უერთდება საქველმოქმედო პროექტს, რომელიც  ონკოლოგიური დაავადებების მქონე  ბავშვებისა  და მოზარდებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

 

შეხვედრაზე, საქართველოს სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, სოფიო კაკალიაშვილი-ძაგნიძემ საგამოძიებო სამსახურს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სამსახურის თანამშრომლებს ფონდის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

 

პრეზენტაციაზე სოფიო კაკალიაშვილი-ძაგნიძემ აღნიშნა, რომ ფონდმა, დაარსებიდან დღემდე ქვეყნის მასშტაბით 702 საჯარო უწყების, 72 ორგანიზაციის, მათ შორის 58 კერძო კომპანიის მხარდაჭერით, 11 მილიონ ლარზე მეტი თანხის მობილიზება და სიმსივნით დაავადებული 427 ბავშვისა და 21 წლის ასაკის ჩათვლით ახალგაზრდის მკურნალობის ხარჯების დაფინანსება დაამტკიცა.  მათ შორის 173 ბავშვისა და ახალგაზრდის სამედიცინო მომსახურება საქართველოში დაფინანსდა, ხოლო 254  შემთხვევაში დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაფინანსება დამტკიცდა როგორც საქართველოში, ასევე ავსტრიის, გერმანიის, ესპანეთის, თურქეთის, იაპონიის, ისრაელის, იტალიის, საფრანგეთის და აშშ-ს კლინიკებში.

 

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, სოლიდარობის ფონდის შექმნიდან დღემდე საქართველოში ონკოლოგიური დაავადების მქონე არცერთი ბავშვი და ახალგაზრდა უსახსრობის გამო არ დაღუპულა. ეს ისტორიული შედეგია, რომელიც  ათიათასობით  მოქალაქის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი და  ამ  შედეგის  შენარჩუნებისთვის,  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანისა თუ ორგანიზაციის მხარდაჭერა.

 

პრეზენტაციას ესწრებოდა საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე იგა ზაალიშვილი, რომელმაც  ფონდის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ფონდმა შეძლო სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები კეთილი საქმის ირგვლივ გაეერთიანებინა, რასაც ნამდვილად მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვა. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებიც ჩაერთვებიან პროცესში და  შეიტანენ საკუთარ წვლილს ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების მკურნალობისთვის საჭირო თანხების მობილიზებაში.

 

 

 



Bloomberg-მა 2017 წლის საუკეთესო ბიზნეს სკოლები დაასახელა

person access_time2017-11-18 12:30:40
Bloomberg ამერიკის საუკეთესო ბიზნეს სკოლების ყოველწლიურ რეიტინგს აქვეყნებს. ზედიზედ მესამე წელია სიის სათავეში Harvard ხვდება. მიმდინარე წელს რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესეს პენსილვანიის უნივერსიტეტმა და MIT -მა. რეიტინგის შედეგენისას შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენეს: კურსდამთავრებულების და სტუდენტების სამეცნიერო მიღწევები; კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებელი და მათი საშუალო ანაზღაურება. Columbia Business School-ის კურსდამთავრებულები სწავლის...

სად არის თქვენს მიერ დაანონსებული გაზრდილი ინვესტიციები ბატონო გიორგი?

person access_time2017-11-18 11:00:18
„2017 წლიდან ლარი ისე გამყარდება, რომ ეროვნულ ბანკს მიჯნის დადება მოუწევს“, — ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გიორგი გაჩეჩილაძემ 2016 წლის ნოემბერში მთავრობის ახალი შემადგენლობის პარლამენტში მოსმენისას განაცხადა . ამასთან, გიორგი გაჩეჩილაძემ მთავრობის ახალ შემადგენლობას კითხვაც დაუსვა, თუ როგორ შეძლებენ მომავალში გამყარებულ ლარზე ზღვარის დაწესებას. მაშინ „მწვანეთა პარტიის” ლიდერმა, გიორგი გაჩეჩილაძე ისიც განაცხადა, რომ მომავალ წელს...

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა

person access_time2017-11-17 18:46:40
თბილისის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე უძღვებოდა. სხდომაზე ვიცე - მერობის კანდიდატმა, ირაკლი ხმალაძემ საკრებულოს წევრებს მერის მოადგილეების, საქალაქოს სამსახურების ხელმძღვანელებისა და გამგებლების ახალი შემადგენლობა წარმოუდგინა.   დეპუტატების უმრავლესობამ ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს, მერის მოადგილეებს: მაია ბითაძეს, ირაკლი ბენდელიანს და გიგა ნიკოლეიშვილს, ასევე დედაქალაქის მთავრობას...

The New York Times – ავწიოთ ჭიქა საქართველოსთვის, რომელიც მეღვინეობის აკვანია

person access_time2017-11-17 20:30:20
ავწიოთ ჭიქა საქართველოსთვის, რომელიც მეღვინეობის აკვანი შეიძლება იყოს, – ამ სიტყვებით იწყებს The New York Times საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით, „8 000 წლის დაძველების ღვინო პრეისტორიული ხანის საქართველოდან“. გამოცემა წერს, რომ „ქვეყანა, რომელიც ევროპასა და შუა აზიას შორის, სამხრეთ კავკასიის მთების გასწვრივ გაშლილ ნაყოფიერ ველებზეა გადაჭიმული, შეიძლება იყოს იმ ადამიანების სამშობლო, რომლებმაც ჩვეულებრივი ვაზის კულტივირება შეძლეს და საფუძველი ჩაუყარეს შარდონეს,...

კობა გვენეტაძის შემდეგ პარლამენტში შესაძლოა, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელიც დაიბარონ

person access_time2017-11-18 10:00:14
ეროვნული ვალუტის ბოლოდროინდელ რყევებთან და გაუფასურებასთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს პარლამენტში იბარებენ.გვენეტაძეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში 27 ნოემბერს მოუსმენენ. რაც შეეხება ლარის კურსს, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლარი უკვე რამდენიმე პუნქტით გაუფასურდა. 18 ნოებრისთვის დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, ერთი დოლარი 2.7268 ლარი ღირს. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი...


მსგავსი სიახლეები