სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას რეფერალური სტატუსის მიღება აქვს დაგეგმილი

access_time2017-09-13 12:03:51

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის წარმომადგენლები ესპანეთისა და დიდი ბრიტანეთის საცნობარო ლაბორატორიებს ეწვივნენ და ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

 

ვიზიტის მიზანი იყო იმ პრაქტიკული ინფორმაციის მოგროვება, რომელიც  მომავალში  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას საშუალებას მისცემს  დამატებითი - რეფერალური ფუნქცია შეითავსოს. რეფერალურია ლაბორატორია, რომელსაც ენიჭება კვლევის შედეგების დამადასტურებლის ფუნქცია.

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში შესაძლებელი იქნება გარკვეულ მაჩვენებლებზე სადაო შედეგების გადამოწმება. საქართველოში მსგავსი ინსტანციის ჩამოყალიბების შედეგად, ფერმერებისთვის ხელსაყრელი გარემო შეიქმნება.

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის თანახმად, რომელიც 2015-2020 წლებზეა გაწერილი, ეროვნულ რეფერალურ ცენტრად სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია უნდა ჩამოყალიბდეს: ეს იქნება ლაბორატორიული კვლევების სფეროში ქვეყნის ყველაზე მაღალი ინსტანცია და კვლევების შედეგების თაობაზე დავების შემთხვევაში მისი დასკვნა საბოლოო იქნება. რეფერალურ ცენტრად ჩამოყალიბება კი სხვადასხვა პროცედურების გავლას მოითხოვს.

 

„რეფერალური სტატუსის მისაღებად, ჩვენი ლაბორატორიის ხარისხის მართვის სპეციალისტებს მუშაობა უკვე დაწყებული აქვთ. ევროპელი კოლეგების გამოცდილების გაზიარება კი, აღნიშნული პროცესის განხორციელებას უფრო მეტად დააჩქარებს.“ - აცხადებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დირექტორი, ირაკლი გულედანი.

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია INIA - სა (The Spanish National Institute for Agriculture and Food Research and Technology) და Pirbright-ის  (Institute  in England) ინსტიტუტებთან წლების მანძილზე თანამშრომლობს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის სპეციალისტები პროფესიული კომპეტენციის ტესტირებას სწორედ ამ ინსტისტიტუტებში გადიან.

 

 



1 დოლარი 2,7137 ლარი - ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს

person access_time2017-11-22 17:00:05
ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, ხვალ ერთი დოლარი 2,7137 ლარი ეღირება, ერთი ევრო კი 3,1897 ლარი. 21 ნოემბერს დადგენილი კურსით, დღეს ერთი დოლარი 2,7060 ღირდა, ერთი ევრო კი 3,1766 ლარი.

ახალი „TOYOTA LAND CRUISER PRADO“ უკვე საქართველოშია ახალი სიმაღლეების დასაპყრობად

person access_time2017-11-22 15:30:34
მაღალი გამავლობის ავტომობილი „Toyota Land Cruiser Prado“ განახლდა და კიდევ უფრო გაუმჯობესდა. ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ყველგანმავალი ვიზუალურად კიდევ უფრო დაიხვეწა, ტექნიკური თვალსაზრისით კი, განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე ავიდა. სწორედ განახლებული ავტომანქანის მოდელი წარადგინა კომპანია „ტოიოტა კავვკასიამ“ ცოტა ხნის წინ შატო მუხრანის ტერიტორიაზე. აღსანიშნავია, რომ „Toyota Land Cruiser Prado“ თავის სეგმენტში ყველა დროის ერთ-ერთი უნიკალური მოდელია....

„საქართველოს ფინანსური სისტემა თავიდან ბოლომდე მორგებულია კომერციულ ბანკებზე“

person access_time2017-11-22 14:30:49
ერთდღიანი გამყარების შემდეგ ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, დღეს ერთი დოლარი 2 ლარი და 70 თეთრი ღირს, ერთი ევროს ფასი  კი 3 ლარი და 17 თეთრია. ფინანსიტი დავით კიკვიძე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“ აცხადებს, რომ მიმდინარე ეტაპზე ლარის კურსის გაუფასურების მიზეზი დიდი რაოდენობით ლარის მასაა.   „ჩემი აზრით, ამ პრობლემას იწვევს ბრუნვაში ლარის ძალიან დიდი მოცულობა. მიუხედავად...

ავტობანის რიკოთის მონაკვეთზე 3 გვირაბი და 11 ხიდი აშენდება

person access_time2017-11-22 12:00:02
ავტობანის რიკოთის მონაკვეთზე 3 გვირაბი და 11 ხიდი აშენდება. გაზაფხულზე წარდგენილ პროექტში ცვლილება შევიდა, რამაც კიდევ 1 გვირაბის გაყვანის აუცილებლობა წარმოქმნა. ჩუმათელეთსა და ხევს შორის მთავარი გვირაბი 1750 მეტრი იქნება და ის არსებული გვირაბის პარალელურად გაივლის, რაც შეეხება კიდევ 2 გვირაბს ერთი რიკოთამდე აშენდება, მეორე კი, დიდი გვირაბის შემდეგ. მათი სიგრძე 350 მ და 470 მ იქნება. გარდა გვირაბებისა, ავტობანის ყველაზე რთულ...

კონტრტერორისტული სპეცოპერაცია თბილისში (განახლებადი)

person access_time2017-11-22 16:00:14
17:00 სპეცოპერაციის ადგილიდან, სავარაუდოდ კიდევ სამი დაჭრილი გაიყვანეს.   „პირველი არხის“ ინფორმაციით, სპეცოპერაციის ზონიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამი მანქანა გამოვიდა.   ამ თემაზე ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.   ოფიციალურად დადასურებულია, რომ სპეცოპერაციის დროს ერთი სპეცრაზმელი დაიჭრა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიემა.   16:41 მეხანძრე-მაშველებმა...


მსგავსი სიახლეები