მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩატარება 2018 წლის პირველი ნახევრიდან დაიწყება

access_time2017-09-13 11:40:43

მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩატარება 2018 წლის პირველი ნახევრიდან დაიწყება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში განუცხადეს, პროექტირების სამუშაო დასრულებულია და ამ ეტაპზე განხორციელებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.



„ევროდირექტივით აღებული ვალდებულების იმპლემენტაციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო აქტიურად მუშაობს მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის რეალურ პირობებში ჩატარების პროექტზე. დეტალურად იქნა შესწავლილი, როგორც ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება, ისე სხვა განვითარებული ქვეყნების პრაქტიკა. გამოცდილების გაზიარების მიზნით, აქტიურად ვთანამშრომლობთ ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან. ამ ეტაპზე პროექტირების სამუშაო დასრულებულია და მიმდინარეობს განხორციელებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები. მართვის მოწმობის სახეცვლილი გამოცდა 2018 წლის პირველი ნახევრიდან ამოქმედდება“, - განაცხადეს მომსახურების სააგენტოში.

 

შეგახსენებთ, რომ რუსთავის საკრებულომ ქალაქის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებების პრაქტიკული მართვის სწავლებისათვის ნებადართული გზების ნუსხა ივნისში დაამტკიცა.

 

საკრებულოს გადაწყვეტილებით, სატრანსპორტო საშუალებების პრაქტიკული მართვის სწავლებისთვის და მართვის მოწმობის ასაღებად საჭირო პრაქტიკული გამოცდის ჩასაბარებლად, რუსთავში შემდეგ ქუჩები განისაზღვრა: თბილისის, ცურტაველის, სპორტის, სუმგაითელ მეტალურგების ქუჩა, დუმბაძის, მესხიშვილის, ლეონიძის, ტაშკენტის, ფალიაშვილის, კლდიაშვილის, ჩერკასკის, ქუთაისის, ფიროსმანის, მოდებაძის, აღმაშენებლის (მოდებაძის ქუჩიდან ახალ ხიდამდე), ლომოურის, მესხიშვილის ქუჩიდან აღმაშენებლის ქუჩის გადაკვეთამდე (მე-12მკრ-ის და მე-16 მკრ-ის შორის მდებრე გზა), დონეცკელ მეტალურგთა, მელიქიშვილის, სანაპიროს, გიორგი ნიკოლაძისა და მშენებელთა ქუჩიდან გაგარინის ქუჩის გადასახვევამდე, ჭავჭავაძის ქუჩა, თავგორაშვილის ქუჩა, ჟიული შარტავას გამზირი, მეგობრობის გამზირი, მერაბ კოსტავას გამზირი #20-მდე (ცენტრალური გზა ქალაქის შემოსასვლელიდან მერიის ადმინისტრაციულ შენობამდე).

 

ასევე განსაზღვრულია იმ მისამართების ნუსხა, სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს-დაიხაზოს გზები და გაკეთდეს სპეციალური საგზაო ნიშნები. რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის დავით მაღლაკელიძის განცხადებით, ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის სამ მილიონ ლარზე მეტია საჭირო, რუსთავის მუნიციპალიტეტს კი აღნიშნული თანხის მოცულობის პროექტის განხორციელების შესაძლებლობა არ აქვს, რისთვისაც შესაბამის უწყებასთან აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს.

 

ipn.ge



Bloomberg-მა 2017 წლის საუკეთესო ბიზნეს სკოლები დაასახელა

person access_time2017-11-18 12:30:40
Bloomberg ამერიკის საუკეთესო ბიზნეს სკოლების ყოველწლიურ რეიტინგს აქვეყნებს. ზედიზედ მესამე წელია სიის სათავეში Harvard ხვდება. მიმდინარე წელს რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესეს პენსილვანიის უნივერსიტეტმა და MIT -მა. რეიტინგის შედეგენისას შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენეს: კურსდამთავრებულების და სტუდენტების სამეცნიერო მიღწევები; კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებელი და მათი საშუალო ანაზღაურება. Columbia Business School-ის კურსდამთავრებულები სწავლის...

სად არის თქვენს მიერ დაანონსებული გაზრდილი ინვესტიციები ბატონო გიორგი?

person access_time2017-11-18 11:00:18
„2017 წლიდან ლარი ისე გამყარდება, რომ ეროვნულ ბანკს მიჯნის დადება მოუწევს“, — ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გიორგი გაჩეჩილაძემ 2016 წლის ნოემბერში მთავრობის ახალი შემადგენლობის პარლამენტში მოსმენისას განაცხადა . ამასთან, გიორგი გაჩეჩილაძემ მთავრობის ახალ შემადგენლობას კითხვაც დაუსვა, თუ როგორ შეძლებენ მომავალში გამყარებულ ლარზე ზღვარის დაწესებას. მაშინ „მწვანეთა პარტიის” ლიდერმა, გიორგი გაჩეჩილაძე ისიც განაცხადა, რომ მომავალ წელს...

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა

person access_time2017-11-17 18:46:40
თბილისის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე უძღვებოდა. სხდომაზე ვიცე - მერობის კანდიდატმა, ირაკლი ხმალაძემ საკრებულოს წევრებს მერის მოადგილეების, საქალაქოს სამსახურების ხელმძღვანელებისა და გამგებლების ახალი შემადგენლობა წარმოუდგინა.   დეპუტატების უმრავლესობამ ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს, მერის მოადგილეებს: მაია ბითაძეს, ირაკლი ბენდელიანს და გიგა ნიკოლეიშვილს, ასევე დედაქალაქის მთავრობას...

The New York Times – ავწიოთ ჭიქა საქართველოსთვის, რომელიც მეღვინეობის აკვანია

person access_time2017-11-17 20:30:20
ავწიოთ ჭიქა საქართველოსთვის, რომელიც მეღვინეობის აკვანი შეიძლება იყოს, – ამ სიტყვებით იწყებს The New York Times საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით, „8 000 წლის დაძველების ღვინო პრეისტორიული ხანის საქართველოდან“. გამოცემა წერს, რომ „ქვეყანა, რომელიც ევროპასა და შუა აზიას შორის, სამხრეთ კავკასიის მთების გასწვრივ გაშლილ ნაყოფიერ ველებზეა გადაჭიმული, შეიძლება იყოს იმ ადამიანების სამშობლო, რომლებმაც ჩვეულებრივი ვაზის კულტივირება შეძლეს და საფუძველი ჩაუყარეს შარდონეს,...

კობა გვენეტაძის შემდეგ პარლამენტში შესაძლოა, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელიც დაიბარონ

person access_time2017-11-18 10:00:14
ეროვნული ვალუტის ბოლოდროინდელ რყევებთან და გაუფასურებასთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს პარლამენტში იბარებენ.გვენეტაძეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში 27 ნოემბერს მოუსმენენ. რაც შეეხება ლარის კურსს, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლარი უკვე რამდენიმე პუნქტით გაუფასურდა. 18 ნოებრისთვის დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, ერთი დოლარი 2.7268 ლარი ღირს. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი...


მსგავსი სიახლეები