2019 წლის ბოლოდან სათამაშოების უსაფრთხოებას კანონი დაარეგულირებს

access_time2017-09-13 12:30:58

ეკონომიკის სამინისტრო სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ევროდირექტივის ამოქმებას გეგმავს. სამინისტროს სავაჭრო მოლაპარაკებებისა და DCFTA- ის კოორდინაციის სამმართველოს ხელმძღვანელმა გიორგი ჩიტაძემ „კომერსანტთან“ განაცხადა, რომ 2018 წელს უწყება ბაზრის ზედამხედველობის შესახებ კანონს მიიღებს.  მისი შეფასებით, ინდუსტრიულ და სამომხმარებლო  პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობის სისტემა ასევე მოიცავს და  სათამაშოებზე ზედამხედველობასაც. 

 

 გიორგი ჩიტაძის განმარტებით, ბაზრის ზედამხედველობის სისტემის ჩამოყალიბებისთვის კანონმდებლობის პირველად ვერსიაზე მუშაობა უკვე დასრულებულია. 

 

„ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, სათამაშოების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ქართული კანონმდებლობა ევროპისას უნდა დაუახლოვდეს. ევროდირექტივის შესაბამისად, კანონმდებლობა 2019 წლის ბოლომდე უნდა ამოქმედდეს. ეს იქნება ტექნიკური რეგლამენტი.“, -აღნიშნავს ჩიტაძემ. 

 

მისივე თქმით, ევროდირექტივა განსაზღვრავს, თუ როგორი პროდუქტი შეიძლება ჩაითვალოს უსაფრთხოდ და ადგენს პარამეტრებს, თუ რას უნდა აკმაყოფილებდეს ნივთი. 

 

„ეს პარამეტრები სხვადასხვა პროდუქტზე სხვადასხვაა. რიგ შემთხვევაში შეიძლება იყოს საღებავის შემცველობა, რიგ შემთხვევაში დეტალებად დაშლის რაოდენობა, ასევე რამდენად დაცულია, რომ ელექტროშოკი არ გამოიწვიოს და ა.შ.“, - განაცხადა ჩიტაძემ. 

 

როგორც ცნობილია, საქართველოს მიერ გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებება, DCFTA (ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება) სხვა საკითხებთან ერთად, გულისხხმობს როგორც საქონლით, ისე მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციას. გარდა ამისა, DCFTA მოიცავს ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხთა ფართო სპექტრს (მაგ.: სურსათის უვნებლობა, კონკურენციის პოლიტიკა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, ფინანსური მომსახურება და სხვა) და ითვალისწინებს ვაჭრობასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის ეტაპობრივ დაახლოებას ევროკავშირის კანონმდებლობასთან. 

 

ავტორი: სოფო ქსოვრელი  

 

 

 

 



“ყოჩაღ მთავრობა და ეროვნული ბანკი: კვლავ შემოაგდო ლარის გაუფასურების ცრუ ვერსია და თუთიყუშებივით ერთ ხმაში აიყოლია ყველა”

person access_time2017-11-19 15:29:31
...

“პირველი იანვრიდან ხელფასს დაერქმევა ხელფასი, პრემიას - პრემია"- ირაკლი ხმალაძე

person access_time2017-11-19 12:56:41
პირველი იანვრიდან ძალაში შედის სახელფასო რეფორმა, რომლითაც წლის განმავლობაში პრემიის ოდენობა ჯამურად 10%–ს უნდა შეადგენდეს. ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში თბილისის ვიცე–მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, პირველი...

Bloomberg-მა 2017 წლის საუკეთესო ბიზნეს სკოლები დაასახელა

person access_time2017-11-18 12:30:40
Bloomberg ამერიკის საუკეთესო ბიზნეს სკოლების ყოველწლიურ რეიტინგს აქვეყნებს. ზედიზედ მესამე წელია სიის სათავეში Harvard ხვდება. მიმდინარე წელს რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესეს პენსილვანიის უნივერსიტეტმა და MIT -მა. რეიტინგის შედეგენისას შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენეს: კურსდამთავრებულების და სტუდენტების სამეცნიერო მიღწევები; კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებელი და მათი საშუალო ანაზღაურება. Columbia Business School-ის კურსდამთავრებულები სწავლის...

სად არის თქვენს მიერ დაანონსებული გაზრდილი ინვესტიციები ბატონო გიორგი?

person access_time2017-11-18 11:00:18
„2017 წლიდან ლარი ისე გამყარდება, რომ ეროვნულ ბანკს მიჯნის დადება მოუწევს“, — ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გიორგი გაჩეჩილაძემ 2016 წლის ნოემბერში მთავრობის ახალი შემადგენლობის პარლამენტში მოსმენისას განაცხადა . ამასთან, გიორგი გაჩეჩილაძემ მთავრობის ახალ შემადგენლობას კითხვაც დაუსვა, თუ როგორ შეძლებენ მომავალში გამყარებულ ლარზე ზღვარის დაწესებას. მაშინ „მწვანეთა პარტიის” ლიდერმა, გიორგი გაჩეჩილაძე ისიც განაცხადა, რომ მომავალ წელს...

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა

person access_time2017-11-17 18:46:40
თბილისის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე უძღვებოდა. სხდომაზე ვიცე - მერობის კანდიდატმა, ირაკლი ხმალაძემ საკრებულოს წევრებს მერის მოადგილეების, საქალაქოს სამსახურების ხელმძღვანელებისა და გამგებლების ახალი შემადგენლობა წარმოუდგინა.   დეპუტატების უმრავლესობამ ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს, მერის მოადგილეებს: მაია ბითაძეს, ირაკლი ბენდელიანს და გიგა ნიკოლეიშვილს, ასევე დედაქალაქის მთავრობას...


მსგავსი სიახლეები