ტურისტებმა საქართველოში 1.86 მილიარდი დოლარი დახარჯეს

access_time2017-09-13 11:00:43

2017 წლის რვა თვეში საქართველოში 5 მილიონი უცხოელი ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2016 წელთან შედარებით 18.9%-ით მეტია. ამ პერიოდში ყველაზე მეტი, ერთი მილიონი ვიზიტორი აგვისტოში შემოვიდა. ეროვნული ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან  ირკვევა, რომ აგვისტოში ტურისტებმა $391 მილიონი დოლარი დახარჯეს, რაც წინა წელთან შედარებით 31%-ით მეტია. იანვარ-აგვისტოში კი უცხოელი ტურისტების დანახრჯი $1.86 მილიარდი დოლარია. 

 

ქვეყნების რეიტინგი ვიზიტორთა რაოდენობის მიხედვით ასე გამოიყურება:

 

  • აზერბაიჯანი - 1.14 მილიონი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 10%
  • სომხეთი - 1.1 მილიონი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 16%
  • რუსეთი - 955 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 34%
  • თურქეთი - 813 ათასი ვიზიტორი, კლება წინა წელთან 6%
  • ირანი - 220 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 141%
  • უკრაინა - 135 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 15%
  • ისრაელი - 84 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 39%
  • საუდის არაბეთი - 46 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 196%
  • ყაზახეთი - 42 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 16.7%
  • პოლონეთი - 37 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 20%

 

რამდენი იყო ამ ვიზიტორებიდან ტურისტი

 

ამ 5 მილიონი ადამიანიდან საქართველოში 24 საათზე მეტხანს 2.4 მილიონი ვიზიტორი დარჩა, ეს კი წინა წელთან შედარებით 29%-ით მეტია. საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით, ტურისტებად სწორედ ის ვიზიტორები უნდა ჩაითვალნონ, ვინც ქვეყანაში 24 საათზე მეტი ხნით რჩებიან და ქვეყნის მომსახურების სექტორს (რესტორნები, სასტუმროები და ა.შ.) იყენებენ.

 

სასტუმროების სტატისტიკა

 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2016 წლისთვის ბოლოსთვის 1.7 ათასი სასტუმროა რეგისტრირებული, ამ სატსუმროებში არსებული საწოლების რაოდენობა კი 57 ათასია. რეგიონების მიხედვით, თბილისი ლიდერობს, მასში 14.8 ათასი საწოლი ადგილია, აჭარის სასტუმროებში კი 11.6 ათასი საწოლია.

 

ტურიზმის სტატისტიკა წლების მიხედვით:

 

2007-დან 2013 წლის ჩათვლით საქართველოში შემოსული უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის ზრდა საშუალოდ 30%-ს შეადგენდა, აქედან ყველაზე მაღალი - 56%-იანი ზრდა 2012 წელს იყო. 2013 წელს ზრდამ 21% შეადგინა, 2014 წელს კი სავიზო რეგულაციების დაწესების გამო ტურისტული ნაკადის ზრდის ტემპი დამუხრუჭდა და მან მხოლოდ 2.3% შეადგინა. ზრდის ტემპი მცირედით გაუმჯობესდა 2015 წელს და ის 7% გახდა. 2016 წელს კი ზრდა 7.6% იყო.

 

წყარო: tabula.ge



“ყოჩაღ მთავრობა და ეროვნული ბანკი: კვლავ შემოაგდო ლარის გაუფასურების ცრუ ვერსია და თუთიყუშებივით ერთ ხმაში აიყოლია ყველა”

person access_time2017-11-19 15:29:31
...

“პირველი იანვრიდან ხელფასს დაერქმევა ხელფასი, პრემიას - პრემია"- ირაკლი ხმალაძე

person access_time2017-11-19 12:56:41
პირველი იანვრიდან ძალაში შედის სახელფასო რეფორმა, რომლითაც წლის განმავლობაში პრემიის ოდენობა ჯამურად 10%–ს უნდა შეადგენდეს. ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში თბილისის ვიცე–მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, პირველი...

Bloomberg-მა 2017 წლის საუკეთესო ბიზნეს სკოლები დაასახელა

person access_time2017-11-18 12:30:40
Bloomberg ამერიკის საუკეთესო ბიზნეს სკოლების ყოველწლიურ რეიტინგს აქვეყნებს. ზედიზედ მესამე წელია სიის სათავეში Harvard ხვდება. მიმდინარე წელს რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესეს პენსილვანიის უნივერსიტეტმა და MIT -მა. რეიტინგის შედეგენისას შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენეს: კურსდამთავრებულების და სტუდენტების სამეცნიერო მიღწევები; კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებელი და მათი საშუალო ანაზღაურება. Columbia Business School-ის კურსდამთავრებულები სწავლის...

სად არის თქვენს მიერ დაანონსებული გაზრდილი ინვესტიციები ბატონო გიორგი?

person access_time2017-11-18 11:00:18
„2017 წლიდან ლარი ისე გამყარდება, რომ ეროვნულ ბანკს მიჯნის დადება მოუწევს“, — ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გიორგი გაჩეჩილაძემ 2016 წლის ნოემბერში მთავრობის ახალი შემადგენლობის პარლამენტში მოსმენისას განაცხადა . ამასთან, გიორგი გაჩეჩილაძემ მთავრობის ახალ შემადგენლობას კითხვაც დაუსვა, თუ როგორ შეძლებენ მომავალში გამყარებულ ლარზე ზღვარის დაწესებას. მაშინ „მწვანეთა პარტიის” ლიდერმა, გიორგი გაჩეჩილაძე ისიც განაცხადა, რომ მომავალ წელს...

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა

person access_time2017-11-17 18:46:40
თბილისის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე უძღვებოდა. სხდომაზე ვიცე - მერობის კანდიდატმა, ირაკლი ხმალაძემ საკრებულოს წევრებს მერის მოადგილეების, საქალაქოს სამსახურების ხელმძღვანელებისა და გამგებლების ახალი შემადგენლობა წარმოუდგინა.   დეპუტატების უმრავლესობამ ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს, მერის მოადგილეებს: მაია ბითაძეს, ირაკლი ბენდელიანს და გიგა ნიკოლეიშვილს, ასევე დედაქალაქის მთავრობას...


მსგავსი სიახლეები