კახა კალაძე: „თბილისის რაიონებში მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსები აშენდება“

access_time2017-09-12 23:22:10

თბილისის რაიონებში მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსები აშენდება, რომელიც ყველა თაობისთვის ხელმისაწვდომი იქნება - ამის შესახებ დღეს, ნაძალადევის მოსახლეობასთან შეხვედრაზე, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ხელი შეეწყოს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

 

 

თბილისის მერობის კანდიდატის განცხადებით, მისთვის ასევე პრიორიტეტული იქნება სკოლამდელი განათლება და ამ მიზნით მერია ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობას განაგრძობს.

 

 


„2012 წლის შემდეგ, რაც ჩვენ გავაუქმეთ ბაღის გადასახადი, საბავშვო ბაღებში შემსვლელი ბავშვების რიცხვი, საბედნიეროდ, ყოველწლიურად იზრდება. თბილისის მერია ამ მატებას მომზადებული უნდა შეხვდეს. მომავალი 4 წლის განმავლობაში საბავშვო ბაღების მშენებლობა გაგრძელდება,“ - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

კალაძის განმარტებით, საზოგადოება სპეციალური ვებგვერდის საშუალებით შეძლებს გააკონტროლოს მერი, მერია და იმ პროექტების განხორციელების პროცესი, რომელიც მისი დაპირებით თბილისში განხორციელდება.

 

 

ნაძალადევის მოსახლეობას თბილისის მერობის კანდიდატთან ერთად, პარლამენტარები - არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე და მიხეილ ყაველაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი მიხეილ ამაშუკელი შეხვდნენ და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ. შეხვედრები ოთხი სხვადასხვა ქუჩის მოსახლეობასთან გაიმართა.

 



„კრიპტოვალუტა ციფრული აქტივების ერთიანობაა“ - ქართული კომპანია კრიპტოვალუტაზე, რისკებსა და სამუშაო მექანიზმზე

person access_time2018-01-16 19:30:34
კრიპტოვალუტა ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი სიტყვაა ფულით დაინტერესებული ადამიანებისთვის, განსაკუთრებით ბოლო თვეების მანძილზე. თემის აქტუალობამ კრიპტოექსპერტებისა და კონსულტანტების აუცილებლობა განაპირობა, ხოლო მაინინგი აქტიურად მოექცა საზოგადოების ინტერესის არეალში. ამ ყველაფრის პარალელურად, კრიპტოვალუტის გარშემო არის უამრავი კითხვა, რომელთაგან ხშირად დასმულ კითხვებს Bitforx-ის მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი, ნიკა ცოტნიაშვილი პასუხობს. — რა მექანიზმით...

ავტოიმპორტიორები VS „სიტროენ ჯორჯია“ - კომპანიები სარჩელის დაუშვებლად ცნობას ითხოვენ

person access_time2018-01-16 18:30:22
6  ბრენდული ავტომწარმოებლის ოფიციალური წარმომადგენლები საქართველოში კონკურენციის სააგენტოს განცხადებით მიმართავენ და „სიტროენ ჯორჯიას“ სარჩელის დაუშვებლად ცნობას თხოვენ. განცხადებას ხელს „ჰიუნდაი ავტო საქართველო“, ჯითი მოტორსი, „სტრადა მოტორსი“, „იბერია ავტო“, „კია მოტორს ჯორჯია“ და „ფრანს ავტო“ აწერს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „სიტროენ ჯორჯიას“ მიერ კონკურენციის სააგენტოში შეტანილი სარჩელი იმის შესახებ, რომ ტენდერებს მხოლოდ ხელისუფლების...

მთავრობის 620-გვერდიანი დადგენილება ცუდი ენით არის ნათარგმნი და მისი გაგება რთულია

person access_time2018-01-16 14:30:35
2017 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში ტექნიკური რეგლამენტი - „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები“ ამოქმედდა. მთავრობის 620-გვერდიან დადგენილებაში საუბარია უსაფრთხოების მისაღწევად საჭირო მინიმალურ მოთხოვნებზე, როგორიცაა გასასვლელების სათანადოდ დაპროექტება, ხანძრისა თუ სხვა საფრთხეებისგან დაცვა, კიბეებისა თუ ლიფტების შესაბამისი წესების დაცვით მოწყობა და ა.შ. თუმცა, რეგლამენტის ამოქმედებიდან ერთი წლის შემდეგ დეველოპერები მშენებლობის ნებართვების „გაჭედვასა“ და უძრავი...

JTI: „თამბაქოს მოხმარების შემცირების 20%-იანი მაჩვენებელი რეალურ ვითარებას არ ასახავს“

person access_time2018-01-16 17:30:41
თამბაქოს მოხმარების 20%-ზე მეტად შემცირებაზე გაჟღერებული მაჩვენებელი ბაზარზე არსებულ რეალურ ვითარებას არ ასახავს, - აცხადებს Japan Tobacco International (JTI) -ის მარეგულირებელ საკითხთა მენეჯერი კავკასიის რეგიონში, ივა ხასია და გაზრდილ კონტრაბანდაზე მიუთითებს. ივა ხასია ამბობს, რომ დიდი ოდენობით, უკანონოდ შემოტანილი თამბაქო არსად აღირიცხება, თუმცა მომხმარებლამდე აღწევს, რაც მას უფრო იაფად სიგარეტის შეძენის შესაძლებლობას აძლევს. განსაკუთრებით...

2 თვეში გადახდისუუნარო მოსახლეობის რაოდენობა 4,7 ათასით გაიზარდა

person access_time2018-01-16 13:30:29
...


მსგავსი სიახლეები