„გურიაში არის სოფლები, სადაც 20-30 წელი არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ განხორციელებულა“

access_time2017-09-13 09:00:00

გურიის ახალი გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, რომელიც თანამდებობაზე 23 აგვისტოს დაინიშნა, რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე „კომერსანტთან“ საუბრობს. როგორც გუბერნატორი ამბობს, რეგიონის თითქმის ყველა ქალაქში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მერაბ ჭანუყვაძე რეგიონში არსებულ რამდენიმე მნიშვნელოვან პრობლემასაც ასახელებს. 

 

ახლადდანიშნული გუბერნატორი აცხადებს, რომ ამ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, გურიის რეგიონში ტურიზმის განვითარება პრიორიტეტული მიმართულება იქნება. მისივე თქმით, მაქსიმალურად გამოყენებული და ათვისებული იქნება ის პოტენციალი, რომელიც რეგიონს აქვს, ეს კი ტურიზმის განვითარების საფუძველი გახდება. მათ შორის საუბარია ბახმაროზე, გომისთაზე, შეკვეთილზე, გრიგოლეთსა და ურეკზე. როგორც გუბერნატორი განმარტავს, არსებობს 2-3 წელზე გაწერილი გეგმა, რომლის ფარგლებში დაგეგმილია გურიის ყველა კურორტის განვითარება, მათ შორის ამ კურორტებზე საკომუნიკაციო ქსელების მშენებლობაც.

 

გომისთაზე დღემდე არ არის ელექტროენერგია. გეგმის ფარგლებში, დაგეგმილია ქსელის მონტაჟი. გარდა ამისა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს სამშენებლო კომპანიებთან, რომლებსაც გომისთაზე რამდენიმე სასტუმროს მშენებლობის ინტერესი აქვთ. პირველ ეტაპზე, ადგილობრივმა გუბერნიამ უნდა შექმნას საკმარისი ინფრასტრუქტურა და კომუნიკაციები, რომლის შემდეგაც უკვე მოხდება ინვესტორებთან კურორტის განვითარების პროექტის შეთავაზება“, - აცხადებს ჭანუყვაძე.

 

როგორც გუბერნატორი აცხადებს, რეგიონში უკვე მუშაობს ინვესტორთა 4 ჯგუფი. მათ შორის არიან გერმანელები, ავსტრიელები. ჭანუყვაძის მტკიცებით, კურორტ გომისთაზე გერმანიის 25 კაციანი ჯგუფია ჩამოსული, რომლებიც კურორტის პოტენციალს სწავლობენ. „ისინი მოიწვევენ არაერთი ქვეყნიდან სტუდენტებს, რომლებიც ტურისტულ მარშრუტებს გაეცნობიან“, - აცხადებს ჭანუყვაძე.

 

გურიის ახალი გუბერნატორი რეგიონის კიდევ ერთ კურორტზე - ბახმაროს განვითარებაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მისი განვითარება ლოგიკურ დასასრულამდე საკმაოდ მოკლე დროში უნდა მივიდეს. მისი ინფორმაციით, ბახმარო მნიშვნელოვანი და სავიზიტო ბარათია რეგიონისთვის. მისივე თქმით, კურორტის განვითარების მიზნით, კომპლექსური ღონისძიებები უკვე დასახულია, განაშენიანების გეგმაც შემუშავებულია. თუმცა, მისივე განმარტებით, კურორტის განვითარება ინფრასტრუქტურის გარეშე წარმოუდგენელია.

 

ჭანუყვაძის თქმით, ამ მიმართულებით გურიის გუბერნატორის ადმინისტრაცია ელექტროსადენების და საკომუნიკაციო სისტემების მშენებლობას უახლოეს პერიოდში დაასრულებს.

 


გუბერნატორი ასევე ამბობს, რომ კურორტის განვითარებით გერმანელ ინვესტორთა ჯგუფია დაინტერესებული, რომელიც კონკრეტული ტერიტორიების იჯარით აღებას გეგმავს, სადაც კოტეჯები დაიდგმება.

 

„ეკონომიკის სამინისტროსთან მოლაპარაკებები აქვთ და ჩვენც ხელს ვუწყობთ ამაში. უახლოეს მომავალში ველოდებით დადასტურებას, რომ ამ ტერიტორიას იჯარით აიღებენ და ამ პროექტს განახორციელებენ“, - აცხადებს ჭანუყვაძე.

 

რაც შეეხება შეკვეთილს, გურიის გუბერნატორის ინფორმაციით, იქაც ახალი სასტუმროების მშენებლობაა დაგემილი. თუმცა, პირველ რიგში მოხდება შიდა გზების და ტროტუარების მოწესრიგება. ჭანუყვაძის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში გამოცხადდება ტენდერი იმისათვის, რომ აღნიშნული პრობლემები მოგვარდეს.

 

როგორც ჭანუყვაძე აცხადებს, წელს ურეკმა ტურისტების უპრეცედენტოდ გაზრდილ რაოდენობას უმასპინძლა და მათი რიცხვი სამომავლოდ კიდევ გაიზრდება. გუბერნატორი ურეკში წელს არსებულ პრობლემებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ საკურორტო სეზონის პარალელურად, მიმდინარე სამშენებლო-ინფრასტრუქტურული სამუშაოები გარკვეულ უხერხულობებს ქმნიდა, თუმცა, სხვანაირად წარმოუდგენელი იყო.  

 

გურიის ახალი გუბერნატორი პირობას დებს, რომ ურეკი, შეკვეთილი და გრიგოლეთი უახლოეს მომავალში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრი გახდება.

 

ჭანუყვაძემ „კომერსანტს“ რეგიონში არსებულ პრობლემებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ რეგიონში ყველაზე პრობლემური შიდა გზების და წყალომარაგების სისტემების არარსებობაა. მისი მტკიცებით, სამომავლოდ, ყველა ეს პრობლემა მოგვარდება, რაც მსხვილი პროექტების განხორციელების საფუძველი გახდება.

 

„აქტიურად ვთანამშრომლობთ მუნიციპალური განვითარების ფონდთან, რადგან საკუთარი შემოსავლებით ფაქტობრივად წარმოუდგენელია მსხვილი პროექტების განხორციელება. არის სოფლები, სადაც 20-30 წელიწადია არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ განხორციელებულა. შესაბამისად, ამ მიმართულებით ვმუშაობთ. ბევრი რამე გაკეთებულია, თუმცა, პრობლემები რჩება, რომელიც მომავალი 4 წლის განმავლობაში მოგვარდება“, - აცხადებს ჭანუყვაძე.

 

 ავტორი: სოფო ქსოვრელი 

 

 

 



ნავენახევის მღვიმე პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს (ფოტოები)

person access_time2018-01-22 19:50:56
ნავენახევის მღვიმე პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, მღვიმის ტერიტორიაზე აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, კაფეტერია და სუვენირების მაღაზია. ასევე, გამოიყო საგანმანათლებლო სივრცე, მოეწყო ტურისტული ბილიკი.   ნავენახევის მღვიმე...

ქარის და მზის ენერგიები, პროგნოზირებად მომავალში, ვერასოდეს გახდება ძირითადი ენერგიის წყარო

person access_time2018-01-22 17:30:19
 ქარის და მზის ენერგიები პროგნოზირებად მომავალში, ვერასოდეს გახდება ძირითადი ენერგიის წყარო, - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის (სემეკი) ელექტროენერგეტიკული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ზვიად გაჩეჩილაძე GBC-სთან  განახლებადი ენერგიების  პოტენციალს...

„ირანიდან გაზრდილი მოთხოვნის გამო, საექსპორტო ცხვრის ფასმა მოიმატა“

person access_time2018-01-22 16:30:07
ქართულ ცხვარს რეალიზაციის და ექსპორტზე გატანის პრობლემა აღარ აქვს. სექტორის წარმომადგენლები არანაკლებ სირთულეს   რუსეთიდან შემოსულ ცხვარში ხედავენ, რომელიც საქართველოში იკვლება და ირანში ქართული ხორცის სახელით გადის. როგორც „კომერსანტს“  „მეცხვარეთა ასოციაციის  თავმჯდომარე  ბექა გონაშვილმა განუცხადა, საქართველოდან გასული ცხვრის ქართული და რუსული ხორცი უნდა გაიმიჯნოს, რადგან ექსპორტიორი ქვეყანა შეცდომაში...

Wall Street-ის ანალიტიკოსი: ბიტკოინის ფასი 90%-ით გაუფასურდება

person access_time2018-01-22 20:30:51
Bleakley Advisory Group-ის საინვესტიციო ოფიცერი, პეტერ ბუკვარი კრიპტოსამყაროს მასიურ ვარდნას პროგნოზირებს. მისი განცხადებით, კრიპტოსამყარო მასიური საპნის ბუშტია, რომლის გასკდომის დროც ახლოვდება.   „როდესაც რაიმე ასეთი ტიპის პარაბოლას ემსგავსება, ის აუცილებლად უბრუნებდა იმ საწყისს, საიდანაც პარაბოლამ ზრდა დაიწყო,“ განაცხადა მან CNBC-სთან საუბრისას.   ბუკვარის ვარაუდით, არსებობს რეალური საფრთხე, რომ ბიტკოინის ღირებულება 90%-ით გაუფასურდება. „ნამდვილად არ...

EBRD-მა ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღება გადაავადა

person access_time2018-01-22 15:00:04
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ნენსკრაჰესის დაფინანსებისთვის $214 მილიონის სესხის გამოყოფაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების თარიღი 2017 წლის 31 იანვრამდე გადაავადა.   EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე თანხმობა 2015 წლის 12 მაისს, თბილისში გამართული EBRD-ის ფორუმის ფარგლებში განაცხადა. მას შემდეგ ბანკი პროექტის გარემოზე ზეგავლენის ტექნიკურ დეტალებს სწავლობს. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ჰესს ელექტროენერგიის...


მსგავსი სიახლეები