გიორგი ვაშაძე ბილ გეითსთან და ელონ მასკთან თანამშრომლობას აპირებს

access_time2017-09-12 18:00:00

„თბილისი ევროპული სტანდარტების ქალაქი იქნება. ჩვენ ისეთ გზებს  არ ჩავიბარებთ, ახლა პეკინზე რომ კეთდება, არამედ ისეთს, რომელსაც მეორედ გაკეთება არ სჭირდება“, - ამის შესახებ „ახალი საქართველო“ თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი ვაშაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა.

 

ვაშაძემ მერად არჩევის შემთხვევაში იმ ცვლილებებს აანონსებს, რომელსაც მისი გუნდი დედაქალაქში განახორციელებს. მისი თქმით, ძველი ქალაქი 15 ბუნებრივ ზონად დაიყოფა და ყველაფერი ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით გაკეთდება.

 

„ელექტროტაქსების პროექტი  დამუშავებელი გვაქვს. თბილისში ყველა ტაქსი ელექტრო უნდა იყოს. რაც შეეხება გამწვანებას, ექვსი ინოვაციური პროექტი გვაქვს. მაგალითად, 25 ათასი დოლარი ჯდება ის, რომ გაჩერებებზე გამწვანების ინსტალაცია გაკეთდეს. ეს ინოვაცია  გერმანიაში გამოიგონეს. ეს ინსტალაცია, 185 ხის რესურსს უტოლდება. ვაპირებთ, რომ მწვანე ზოლები ძალიან ბევრი შევქმნათ. ქალაქში ტრანსპორტისა და გამწვანების საკითხი რომ დალაგდეს, ევროპული სტანდარტი უნდა დავნერგოთ. თბილისი ევროპული სტანდარტების ქალაქი იქნება. ჩვენ ისეთ გზებს კი არ ჩავიბარებთ, ახლა პეკინზე რომ აკეთებენ, არამედ ისეთს, რომელსაც მეორედ გაკეთება არ სჭირდება. მერად გახდომის შემთხვევაში, ძველ ქალაქს 15 ბუნებრივ ზონად დავყოფ და ყველაფერს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით გავაკეთებ”, - აღნიშნა ვაშაძემ.

 

ვაშაძის თქმით, მისი გუნდი თბილისის განვითარების ფარგლებში, Microsoft-ის დამაარსებელთან, ბილ გეითსთან და Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელთან ელონ მასკთან აქტიურად ითანამშრომლებს.


 

„30 მილიონის დახარჯვას ვაპირებ განათლების სფეროში. კერძოდ, საშუალო სკოლებისა და საბავშვო ბაღების პედაგოგებში ინვესტიციას ჩავდებ. ამ მიმართულებით, ვაპირებთ, რომ ბილ გეითსის ფონდთან პირდაპირი თანამშრომლობა გვქონდეს, რათა ჩვენი მასწავლებლების კვალიფიკცია გაიზარდოს. ასევე, ელონ მასკთან თანამშრომლობას ვაპირებთ, რომ ბლოკჩეინ ქალაქი ავაშენოთ და პირველი მზის ენერგიაზე მომუშავე ქალაქი იყოს სწორედ საქართველოში. ბლოკჩეინ ქალაქი ლილოს ტეროტიროაზე გაშენდება. განვითარება მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გვექნება. სინამდვილეში დღეს ასეთი სიტუაციაა - ერთი ადამიანი სამსახურს რომ კარგავს, მეორეს უხარია, იქნებ მე დავიწყო მის ადგილას მუშაობაო. ჩვენი ეკონომიკა არის ჩაკეტილი“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

ამასთან, მერობის კანდიდატმა ისიც აღნიშნა, რომ თბილისში გარეუბნები აღარ იქნება და ყველა უბანს თავისი ცენტრი ექნება, რაც ტურისტს მიიზიდავს - „თბილისში გარეუბანი აღარ იქნება. ყველა უბანს თავისი ცენტრი, განვითარების სტრატეგია უნდა ჰქონდეს. მაგალითად, ვაზისუბანში ღვინის და ვაზის უბანი უნდა გაშენდეს. მოსკოვის პროსპექტის სახელის შეცვლის იდეაც გვაქვს. უბნებში თემატურად საქართველოს ისტორიას გავაცოცხლებთ. თბილისში რომ ჩამოვა ადამიანი, მას მხოლოდ შარდენის ქუჩა კი არ ექნება მოსანახულებელი, არამედ სხვადასხვა უბნებიც“.

 

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდება. „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძეა, „ნაციონალური მოძრაობის“ ზაალ უდუმაშვილი, „ევროპული საქართველოს“ ელენე ხოშტარია, „პატრიოტთა ალიანსის“ ირმა ინაშვილი. ასევე დავით უსუფაშვილის „შენების მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატია თენგიზ შერგელაშვილი, დამოუკიდებლად კი, არჩევნებში მონაწილეობს უპარტიო ალეკო ელისაშვილი.

 

 

 



ნავენახევის მღვიმე პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს (ფოტოები)

person access_time2018-01-22 19:50:56
ნავენახევის მღვიმე პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, მღვიმის ტერიტორიაზე აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, კაფეტერია და სუვენირების მაღაზია. ასევე, გამოიყო საგანმანათლებლო სივრცე, მოეწყო ტურისტული ბილიკი.   ნავენახევის მღვიმე...

ქარის და მზის ენერგიები, პროგნოზირებად მომავალში, ვერასოდეს გახდება ძირითადი ენერგიის წყარო

person access_time2018-01-22 17:30:19
 ქარის და მზის ენერგიები პროგნოზირებად მომავალში, ვერასოდეს გახდება ძირითადი ენერგიის წყარო, - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის (სემეკი) ელექტროენერგეტიკული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ზვიად გაჩეჩილაძე GBC-სთან  განახლებადი ენერგიების  პოტენციალს...

„ირანიდან გაზრდილი მოთხოვნის გამო, საექსპორტო ცხვრის ფასმა მოიმატა“

person access_time2018-01-22 16:30:07
ქართულ ცხვარს რეალიზაციის და ექსპორტზე გატანის პრობლემა აღარ აქვს. სექტორის წარმომადგენლები არანაკლებ სირთულეს   რუსეთიდან შემოსულ ცხვარში ხედავენ, რომელიც საქართველოში იკვლება და ირანში ქართული ხორცის სახელით გადის. როგორც „კომერსანტს“  „მეცხვარეთა ასოციაციის  თავმჯდომარე  ბექა გონაშვილმა განუცხადა, საქართველოდან გასული ცხვრის ქართული და რუსული ხორცი უნდა გაიმიჯნოს, რადგან ექსპორტიორი ქვეყანა შეცდომაში...

Wall Street-ის ანალიტიკოსი: ბიტკოინის ფასი 90%-ით გაუფასურდება

person access_time2018-01-22 20:30:51
Bleakley Advisory Group-ის საინვესტიციო ოფიცერი, პეტერ ბუკვარი კრიპტოსამყაროს მასიურ ვარდნას პროგნოზირებს. მისი განცხადებით, კრიპტოსამყარო მასიური საპნის ბუშტია, რომლის გასკდომის დროც ახლოვდება.   „როდესაც რაიმე ასეთი ტიპის პარაბოლას ემსგავსება, ის აუცილებლად უბრუნებდა იმ საწყისს, საიდანაც პარაბოლამ ზრდა დაიწყო,“ განაცხადა მან CNBC-სთან საუბრისას.   ბუკვარის ვარაუდით, არსებობს რეალური საფრთხე, რომ ბიტკოინის ღირებულება 90%-ით გაუფასურდება. „ნამდვილად არ...

EBRD-მა ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღება გადაავადა

person access_time2018-01-22 15:00:04
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ნენსკრაჰესის დაფინანსებისთვის $214 მილიონის სესხის გამოყოფაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების თარიღი 2017 წლის 31 იანვრამდე გადაავადა.   EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე თანხმობა 2015 წლის 12 მაისს, თბილისში გამართული EBRD-ის ფორუმის ფარგლებში განაცხადა. მას შემდეგ ბანკი პროექტის გარემოზე ზეგავლენის ტექნიკურ დეტალებს სწავლობს. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ჰესს ელექტროენერგიის...


მსგავსი სიახლეები