აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები ავიაციის გამოყენებით გრძელდება

access_time2017-09-12 15:35:42

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაში ავიაცია ჩაერთვება. ავიაციის მეშვეობით  სამეგრელოს  და გურიის რეგიონებში   20 ათასამდე   ჰექტარი ფართობის   სასოფლო- სამეურნეო მასივების დამუშავებაა დაგეგმილი. 

 

ხვალ, 13 სექტემბერს, 11 საათზე დაიწყება სოფელ ანჟელის ტერიტორიაზე არსებული დიდი მასივების შეწამვლა. ღონისძიებები საავიაციო შეწამვლითი სამუშაოების წესების სრული დაცვით ჩატარდება. ავიაციით შეწამვლითი სამუშაოების  განხორცილებისას, აუცილებელია  უსაფრთხოების შესაბამისი ზომების დაცვა, რის შესახებაც საინფორმაციო საშუალებებით და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მეშვეობით წინასწარ მოხდება მოსახლეობის ინფორმირება. მოსახლეობა უნდა  მოერიდოს და მოარიდოს პირუტყვი იმ ტერიტორიას, სადაც ქიმიური წამლობა მიმდინარეობს.

 

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები იმ სტრატეგიის შესაბამისად ტარდება, რომელიც უცხოელი  ექსპერტების ჩართულობით მომზადდა. სამოქმედო გეგმის თანახმად, სოფლის  მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო ქიმიურ წამლობას საკარმიდამო ნაკვეთებსა და  დასახლებული პუნქტების მიმდებარედ  არსებულ ნარგავებში   ივნისიდან ატარებს. თუმცა მას შემდეგ, რაც მონიტორინგის შედეგებით,  მავნებლის პოპულაციის ზრდა    დიდ მასივებში  აღინიშნა, სადაც შესაძლებელია საავიაციო წამლობის ჩატარება, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის  სტრატეგიის შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ავიაციის გამოყენება.


 

პარალელურად, იქ სადაც საავიაციო სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია,  მავნებლის წინააღმდეგ  შეწამვლითი ღონისძიებები, რეგიონებში მობილიზებული სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური ტექნიკით,  სამანქანე აგრეგატებით  გაგრძელდება.

 

ამ დროისთვის მავნებლის საწინააღმდეგოდ 83 ათასამდე ჰექტარი ფართობია დამუშავებული.

 



მერია „სითი პარკს“ სიურპრიზს უმზადებს

person access_time2018-02-19 08:50:27
დაახლოებით ერთ თვეში,თბილისის მერია „სითი პარკთან“ დაკავშირებით ახალ დეტალებს გაასაჯაროებს. „კომერსანტის“ მცდელობის მიუხედავად, მერიაში სიახლის დაკონკრეტებისაგან თავი შეიკავეს.  „ახლა „სითი პარკთან“ დაკავშირებით  გარკვეული მუშაობა მიმდინარეობს, სამუშაო პროცესია, ამიტომ წინასწარ ვერ გეტყვით დეტალებს. დაახლოებით ერთ თვეში საზოგადოებას შევატყობინებთ ახალ ინფორმაციას“, - განაცხადეს მერიაში. „კომერსანტი“ დამატებითი ინფორმაციისათვის „სითი პარკს“...

„ბიტკოინი: იყავი საკუთარი თავის ბანკი“ – უქმნის, თუ არა კრიპტოვალუტა ბანკებს საფრთხეს?

person access_time2018-02-18 20:00:02
“Bitcoin: Be your own bank“...

გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.   „ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“-...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....


მსგავსი სიახლეები