მთავარი გვერდი

ბიბლუსი: მოკვლევა დაადგენს სუვენირი “საქართველოს რუკა” ხარვეზიანია თუ სპეციალურად დაამზადეს

person access_time2017-09-12 14:40:35

Facebook-ზე გავრცელდა სუვენირი “საქართველოს რუკის” ფოტოები, რომელზეც აფხაზეთი დატანილი არ არის, რასაც საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა. სოციალურ ქსელში წერენ, რომ სუვენირი მაღაზიათა ქსელში “ბიბლუსი” იყიდება.

 

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას FB-ის საკუთარ გვერდზე ეხმიანება “ბიბლუსი”:

 

“რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში იყიდება სუვენირი – საქართველოს რუკა, რომელზეც აფხაზეთი არ არის დატანილი.

 

გვინდა იცოდეთ, რომ ბიბლუსს მსგავსი სუვენირი არ შეუძენია, ჩვენ ქსელში შემოვიტანეთ რა თქმა უნდა ისეთი, რომელზეც ჩვენი სამშობლო სრულად არის დატანილი. თუმცა როგორც გაირკვა მომწოდებელმა, რომელმაც აღნიშნული პროდუქცია მოგვაწოდა, შემოგვაპარა რამდენიმე ცალი ხარვეზიანი. აღნიშნული ინფორმაცია გადავამოწმეთ სრულად ქსელში და წუნდებული სუვენირი რამდენიმე ცალი მხოლოდ ერთ კონკრეტულ ფილიალში დაფიქსირდა.

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი იურისტები მიმართავენ სამართალდამცავ ორგანოებს, რათა გამოიძიონ ეს ფაქტი.

 

საქართველო ჩვენთვის იყო, არის და იქნება ყოველთვის აფხაზეთით და რა თქმა უნდა, არასოდეს შევეგუებით ჩვენს სამშობლოს ამ უნიკალური ტერიტორიის გარეშე”, – ნათქვამია “ბიბლუსის” განცხადებაში.

 

/

 

ესეთ სუვენირებს ვყიდით ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში. ფოტო, რომელიც სოციალურ მედიაში გავრცელდა, აღმოჩნდა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ფილიალში.
ეს კონკრეტული სუვენირი ხარვეზიანია თუ სპეციალურად გამიზნულად იქნა დამზადებული და შერეული მომწოდებლის მიერ, ამას მოკვლევა დაადგენს. აღნიშნულ ფაქტზე უკვე აქტიურად მუშაობენ ჩვენი იურისტები.


რაც შეეხება მომწოდებლის ვინაობას, ეს გახლავთ - ი/მ ელმირა მუსაევი. როგორც აღვნიშნეთ ამ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია მოკვლევა, კომპანიას ექნება მკაცრი რეაგირება და მიიღებს ყველა საჭირო ზომას პასუხისმგებელი პირის მიმართ. საჭირო დოკუმენტაცია გადაეცემა შესაბამის სამსახურებს – აღნიშნულია “ბიბლუსის” განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება.


სასტუმროების საფასო პოლიტიკა საქართველოში

person access_time2017-09-24 17:00:14
რომელი ქვეყნებიდან სტუმრობენ საერთაშორისო ვიზიტორები საქართველოს, რა მიზნით ჩამოდიან ტურისტები ქვეყანაში და რა ტემპით ვითარდება საქართველოში სასტუმრო ბიზნესი, - თემების მიმოხილვით გადაცემაში ’’საქმიანი დილა“ Cushman & Wakefield Georgia-ს რეგიონალური დირექტორი ნინო რუხაძე საუბრობს.  -ქალბატონო ნინო, დღესდღეობით საქართველოში როგორც საერთაშორისო, ისე ქართული ბრენდების სასტუმროების მშენებლობის ბუმია, როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა და რატომ...

გაზრდილი ექსპორტის მიუხედავად ყურძნის ფასი ისევ დაბალია

person access_time2017-09-24 15:00:07
იმის მიუხედავად, ქართული ოცნების დამფუძნებელი ჯერ კიდევ 2012 წელს აცხადებდა, რომ ყურძნის ფასი არ შეიძლება იყოს 1 ლარზე ნაკლები, დღემდე რქაწითელსა და მწვანეს ფერმერები 70–80 თეთრზე ძვირად ვერ ყიდიან. ამასთან, წელს რთველი ისე მიმდინარეობს, რომ მთავრობა სახელმწიფო სუბსიდიას აღარ გასცემს.   თამარ დიღმელაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს.   “ხვალ უნდა დავკრიფო მწვანე,  რქაწითელი და საფერავი. “კახურმა ტრადიციულმა...

რამდენად დამაკმაყოფილებელია საწვავის ხარისხი საქართველოში

person access_time2017-09-23 15:00:18
მიმდინარე წელს გარემოს დაცვის სამინისტრომ საწვავის ხარისხი 14 ავტოგასამართ სადგურზე შეამოწმა. ამის შესახებ PALITRANEWS-ს მთავარმა სახელმწიფო ინსპექტორმა ნელი კორკოტაძემ განუცხადა.მისი თქმით, შემოწმებულ ობიექტებზე ხარისხობრივი ნორმების დარღვევის ფაქტი არ გამოვლენილა. „წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 14 ავტოგასამართ სადგურზე შემოწმდა საწვავის ხარისხი. საუბარია, როგორც ბრენდირებულ ისე არაბრენდირებულ გასამართ სადგურებზე. შემოწმება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით განხორციელდა...

დავით საგანელიძე: ``ვცდილობთ, ჩინელი ინვესტორები ორი დიდი პროექტით დავაინტერესოთ``

person access_time2017-09-23 13:00:55
მილიარდ ნახევრიანი ქვეყანა, რომლის ეკონომიკა ძალიან მზარდია, ორი ქვეყნის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ჩინეთს აძლევს იმის შანსს, რომ საქართველოს სავაჭრო პარტნიორების სამეულში კიდევ უფრო წინ წაიწიოს , - ამის შესახებ საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ ჩინეთის ქალაქ შანხაიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომლებიც მედიატურის ფარგლებში ჩინეთის 4 ქალაქში იმყოფებოდნენ. როგორც დავით საგანელიძემ აღნიშნა, ჩინეთში 3 ქართული დელეგაცია იყო. პირველი დელეგაცია...

პეკინში ვარაუდობენ, რომ 2017 წელს საქართველოდან ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტი 10 მილიონ ბოთლს გადააჭარბებს

person access_time2017-09-23 11:00:27
პეკინში, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ცენტრში ვარაუდობენ, რომ 2017 წელს საქართველოდან ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტი 10 მილიონ ბოთლს გადააჭარბებს. საქართველოში ჩინეთის საელჩოს, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, და საერთაშოროსო მედიაჰოლდინგის საქართველოს წარმომადგენლობის Gbtimes Georgia-ს ორგანიზებით გამართული მედიატურის ფარგლებში, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში არსებულ ქართული ღვინის პოპულარიზაციის ცენტრს ქართველი ჟურნალისტები ესტუმრნენ. ჩინეთის საკვებისა და ფერმენტული...

მადრიდი VS ბარსელონა - რას დაკარგავს კატალონია ესპანეთის შემადგენლობიდან გასვლით?

person access_time2017-09-24 12:00:00
კატალონიის მთავრობა საკუთარ გეგმებზე უარს არ ამბობს და კვლავ დამოუკიდებლობაზე აცხადებს პრეტენზიაც. მეტიც, მიუხედავად ოფიციალური მადრიდის მკაცრი პოზიციისა, კატალონია 1–ელ ოქტომბერს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას გეგემავს. მანამდე კი, 20 სექტემბერს ესპანეთის პოლიციამ დააპატიმრა 14 კატალონიელი მაღალჩინოსანი - მათ შორის რეგიონის ფინანსთა მინისტრი ჯოსე მარია ჟოვე. მათ უკანონი რეფერენდუმის ორგანიზებაში მონაწილეობა ედებათ ბრალად - ესპანეთის კონსტიტუციის თანახმად,...

Forbes 1918 წელს: ყველაზე მდიდარი ადამიანების პირველი სია

person access_time2017-09-23 12:00:30
Forbes-მა ამერიკის ყველაზე მდიდარი ადამიანების ყოველწლიური სიის გამოქვეყნება 1982 წელს დაიწყო, თუმცა პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების შესახებ მონაცემებს გამოცემა 1918 წლიდან „აგროვებს“. Forbes-ის მდიდარი ადამიანების პირველი სია თავად გამოცემის დამფუძნებელმა ბერტი ჩარლზმა შეადგინა და მასში 30 ამერიკელი ბიზნესმენი შედიოდა. რეიტინგი ამერიკის „წამყვანი ბანკირების“ გამოკითხვის შედეგად შედგა.    სიის პირველ ადგილს ჯონ როკფელერი იკავებს. მსოფლიოს...

მსოფლიოს 10 უნივერსიტეტი დასაქმების ყველაზე მაღალი პერსპექტივით

person access_time2017-09-24 10:00:03
Quacquarelli Symonds (QS) ყოველწლიურ რეიტინგს აქვეყნებს, იმ უნივერსიტეტების შესახებ, რომლის კურსდამთავრებულებსაც დასაქმების და კარიერული ზრდის ყველაზე მაღალი შანსი აქვთ.   დასაქმების შესაძლებლობას ორგანიზაცია 5 კრიტერიუმით აფასებს: დასაქმებულის რეპუტაცია - აღნიშნული კრიტერიუმი დასაქმებულების შეფასებას მოიცავს, იმის შესახებ, თუ რომელი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები არიან საუკეთესო თანამშრომლები.   კურსდამთავრებულთა...

„ალტერსოქსი“ – ქართული სტარტაპი საზღვრებს გარეთ – „ქართულ ბაზარზე კონკურენტი არ გვყავს“

person access_time2017-09-23 10:00:06
ქართველი ცოლ-ქმრის ორიგინალური იდეის წარმატება ქვეყნის საზღვრებს გასცდა, „ალტერსოქსი“, რომელმაც 1 წლის განმავლობაში საქართველოში 7 ფილიალი გახსნა, უკვე ამერიკისა და გერმანიის ბაზარზეც იყიდება. კომპანიის დამფუძნებელი ნინა მენთეშაშვილი „კომერსანტს“ სტარტაპებისთვის შექმნილ გარემოზე, ეკონომიკურ მდგომარებასა და მომავალ გეგმებზე ესაუბრა.     –რა იყო „ალტერსოქსის“ შექნის...

მარტვილის კანიონი, დაშბაშის ჩანჩქერი – ადგილები, რომელებიც ტურისტებისთვის აღმოჩენად იქცა

person access_time2017-09-22 19:00:23
ჯერ კიდევ 10 წლის წინ საქართველოს ამ ულამაზეს ადგილებს ძალიან ცოტა მნახველი ჰყავდა, ახლა კი ამ ადგილებს უამრავი ადგილობრივი და უცხოელი ტურისტი სტუმრობს. როგორც საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარემ - ნატო კვაჭანტირაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ეს ადგილები აღმოჩენად იქცა არა მარტო უცხოელი, არამედ ქართველი ტურისტებისთვისაც. მარტვილის კანიონი პირველ რიგში უნდა გამოვყოთ, რადგან წელს მას უამრავი მნახველი...

მსგავსი სიახლეები