მთავარი გვერდი

ღვინის საწარმოები მზად არიან სეტყვისგან დაზიანებული ყურძენი შეუფერხებლად გადაამუშაონ

person access_time2017-09-12 12:00:30

კახეთის რეგიონში არსებული ღვინის კომპანიები მზად არიან მოსახლეობისგან შეუფერხებლად მიიღონ და გადაამუშაონ სეტყვისგან დაზიანებული ყურძენი. ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, რთველი-2017-ის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა, გიორგი სამანიშვილმა განაცხადა.
 
 
„სეტყვამ კახეთის რეგიონში მნიშვნელოვნად დააზიანა სხვადასხვა სოფლის ვენახები. როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის ღვინის საწარმოები მზად არის მევენახეებისგან მიიღოს და გადაამუშაოს ნ სეტყვისგან დაზიანებული ყურძენი. რთველის პროცესი გრძელდება შეუფერხებლად და მთლიანობაში 77 ღვინის საწარმო უკვე ჩართულია ყურძნის გადამუშავების პროცესში", - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.
 
 
11 სექტემბერს, საღამოს მოსულმა სეტყვამ სხვადასხვა ხარისხით დააზიანა თელავის მუნიციპალიტეტის სოფლები კურდღელაური, კონდოლი, ნასამხრალი, შალაური, ყვარელში - მთისძირი, ლაგოდეხში სოფლები არეშფერონი, ვარდისუბანი, ბაისუბანი, ცოდნისკარი, გიორგეთი, ასევე ქალაქ ახმეტის კუთვნილი ვენახები.
 
 
12 სექტემბრის 11.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 21,7 ათასი ტონა ყურძენი. მევენახეებმა ყურძნის რეალიზაციის შედეგად, შემოსავლების სახით უკვე 21,7 მლნ ლარი მიიღეს.
 
 
ყურძნის დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელმა 3,1 ათას ტონას მიაღწია, რაც ნიშნავს, რომ რთველი კახეთის რეგიონში აქტიურ ფაზაშია. ამ ეტაპისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 142 ღვინის კომპანია.
 
 
გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: ყვარელი - 8,1  ათასი ტონა, სიღნაღი - 4,7 ათასი ტონა, თელავი - 2,9 ათასი ტონა, გურჯაანი - 2,6 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 1,8 ათასი ტონა, ახმეტა -  667 ტონა, ლაგოდეხი - 407 ტონა და საგარეჯო -  256 ტონა.
 
 
მთლიანი გადამუშავებული ყურძნიდან 8,4 ათასი ტონა რქაწითელი, 10,8 ათასი ტონა საფერავი, 961 ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
 
 
მეღვინეობის დარგის არსებული მდგომარეობის (ღვინის ექსპორტის ზრდა, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია, გაფართოებული ღვინის საწარმოები, იაფი აგროკრედიტებისა და აგროდაზღვევის განვითარებული სისტემა) და ყურძნის შესყიდვაზე კერძო სექტორის მხრიდან მოთხოვნილების ზრდის  გათვალისწინებით, კახეთის რეგიონში 2017 წლის რთველზე ყურძენზე სუბსიდია აღარ გაიცემა. ამასთან ერთად, ბრენდის წარმოების განვითარების ხელშესაწყობად, ღვინის კომპანიები, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით რქაწითელსა და კახური მწვანის ჯიშის 1 კგ ყურძენს არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდიან, სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით 35 თეთრს მიიღებენ.
 
 
რთველთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს  შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501.
 
 
რთველის მიმდინარეობის ინფორმაცია განთავსდება ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდებზე:  http://georgianwine.gov.ge და http://rtveli2017.gov.ge.


სასტუმროების საფასო პოლიტიკა საქართველოში

person access_time2017-09-24 17:00:14
რომელი ქვეყნებიდან სტუმრობენ საერთაშორისო ვიზიტორები საქართველოს, რა მიზნით ჩამოდიან ტურისტები ქვეყანაში და რა ტემპით ვითარდება საქართველოში სასტუმრო ბიზნესი, - თემების მიმოხილვით გადაცემაში ’’საქმიანი დილა“ Cushman & Wakefield Georgia-ს რეგიონალური დირექტორი ნინო რუხაძე საუბრობს.  -ქალბატონო ნინო, დღესდღეობით საქართველოში როგორც საერთაშორისო, ისე ქართული ბრენდების სასტუმროების მშენებლობის ბუმია, როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა და რატომ...

გაზრდილი ექსპორტის მიუხედავად ყურძნის ფასი ისევ დაბალია

person access_time2017-09-24 15:00:07
იმის მიუხედავად, ქართული ოცნების დამფუძნებელი ჯერ კიდევ 2012 წელს აცხადებდა, რომ ყურძნის ფასი არ შეიძლება იყოს 1 ლარზე ნაკლები, დღემდე რქაწითელსა და მწვანეს ფერმერები 70–80 თეთრზე ძვირად ვერ ყიდიან. ამასთან, წელს რთველი ისე მიმდინარეობს, რომ მთავრობა სახელმწიფო სუბსიდიას აღარ გასცემს.   თამარ დიღმელაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს.   “ხვალ უნდა დავკრიფო მწვანე,  რქაწითელი და საფერავი. “კახურმა ტრადიციულმა...

რამდენად დამაკმაყოფილებელია საწვავის ხარისხი საქართველოში

person access_time2017-09-23 15:00:18
მიმდინარე წელს გარემოს დაცვის სამინისტრომ საწვავის ხარისხი 14 ავტოგასამართ სადგურზე შეამოწმა. ამის შესახებ PALITRANEWS-ს მთავარმა სახელმწიფო ინსპექტორმა ნელი კორკოტაძემ განუცხადა.მისი თქმით, შემოწმებულ ობიექტებზე ხარისხობრივი ნორმების დარღვევის ფაქტი არ გამოვლენილა. „წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 14 ავტოგასამართ სადგურზე შემოწმდა საწვავის ხარისხი. საუბარია, როგორც ბრენდირებულ ისე არაბრენდირებულ გასამართ სადგურებზე. შემოწმება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით განხორციელდა...

დავით საგანელიძე: ``ვცდილობთ, ჩინელი ინვესტორები ორი დიდი პროექტით დავაინტერესოთ``

person access_time2017-09-23 13:00:55
მილიარდ ნახევრიანი ქვეყანა, რომლის ეკონომიკა ძალიან მზარდია, ორი ქვეყნის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ჩინეთს აძლევს იმის შანსს, რომ საქართველოს სავაჭრო პარტნიორების სამეულში კიდევ უფრო წინ წაიწიოს , - ამის შესახებ საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ ჩინეთის ქალაქ შანხაიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომლებიც მედიატურის ფარგლებში ჩინეთის 4 ქალაქში იმყოფებოდნენ. როგორც დავით საგანელიძემ აღნიშნა, ჩინეთში 3 ქართული დელეგაცია იყო. პირველი დელეგაცია...

პეკინში ვარაუდობენ, რომ 2017 წელს საქართველოდან ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტი 10 მილიონ ბოთლს გადააჭარბებს

person access_time2017-09-23 11:00:27
პეკინში, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ცენტრში ვარაუდობენ, რომ 2017 წელს საქართველოდან ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტი 10 მილიონ ბოთლს გადააჭარბებს. საქართველოში ჩინეთის საელჩოს, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, და საერთაშოროსო მედიაჰოლდინგის საქართველოს წარმომადგენლობის Gbtimes Georgia-ს ორგანიზებით გამართული მედიატურის ფარგლებში, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში არსებულ ქართული ღვინის პოპულარიზაციის ცენტრს ქართველი ჟურნალისტები ესტუმრნენ. ჩინეთის საკვებისა და ფერმენტული...

მადრიდი VS ბარსელონა - რას დაკარგავს კატალონია ესპანეთის შემადგენლობიდან გასვლით?

person access_time2017-09-24 12:00:00
კატალონიის მთავრობა საკუთარ გეგმებზე უარს არ ამბობს და კვლავ დამოუკიდებლობაზე აცხადებს პრეტენზიაც. მეტიც, მიუხედავად ოფიციალური მადრიდის მკაცრი პოზიციისა, კატალონია 1–ელ ოქტომბერს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას გეგემავს. მანამდე კი, 20 სექტემბერს ესპანეთის პოლიციამ დააპატიმრა 14 კატალონიელი მაღალჩინოსანი - მათ შორის რეგიონის ფინანსთა მინისტრი ჯოსე მარია ჟოვე. მათ უკანონი რეფერენდუმის ორგანიზებაში მონაწილეობა ედებათ ბრალად - ესპანეთის კონსტიტუციის თანახმად,...

Forbes 1918 წელს: ყველაზე მდიდარი ადამიანების პირველი სია

person access_time2017-09-23 12:00:30
Forbes-მა ამერიკის ყველაზე მდიდარი ადამიანების ყოველწლიური სიის გამოქვეყნება 1982 წელს დაიწყო, თუმცა პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების შესახებ მონაცემებს გამოცემა 1918 წლიდან „აგროვებს“. Forbes-ის მდიდარი ადამიანების პირველი სია თავად გამოცემის დამფუძნებელმა ბერტი ჩარლზმა შეადგინა და მასში 30 ამერიკელი ბიზნესმენი შედიოდა. რეიტინგი ამერიკის „წამყვანი ბანკირების“ გამოკითხვის შედეგად შედგა.    სიის პირველ ადგილს ჯონ როკფელერი იკავებს. მსოფლიოს...

მსოფლიოს 10 უნივერსიტეტი დასაქმების ყველაზე მაღალი პერსპექტივით

person access_time2017-09-24 10:00:03
Quacquarelli Symonds (QS) ყოველწლიურ რეიტინგს აქვეყნებს, იმ უნივერსიტეტების შესახებ, რომლის კურსდამთავრებულებსაც დასაქმების და კარიერული ზრდის ყველაზე მაღალი შანსი აქვთ.   დასაქმების შესაძლებლობას ორგანიზაცია 5 კრიტერიუმით აფასებს: დასაქმებულის რეპუტაცია - აღნიშნული კრიტერიუმი დასაქმებულების შეფასებას მოიცავს, იმის შესახებ, თუ რომელი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები არიან საუკეთესო თანამშრომლები.   კურსდამთავრებულთა...

„ალტერსოქსი“ – ქართული სტარტაპი საზღვრებს გარეთ – „ქართულ ბაზარზე კონკურენტი არ გვყავს“

person access_time2017-09-23 10:00:06
ქართველი ცოლ-ქმრის ორიგინალური იდეის წარმატება ქვეყნის საზღვრებს გასცდა, „ალტერსოქსი“, რომელმაც 1 წლის განმავლობაში საქართველოში 7 ფილიალი გახსნა, უკვე ამერიკისა და გერმანიის ბაზარზეც იყიდება. კომპანიის დამფუძნებელი ნინა მენთეშაშვილი „კომერსანტს“ სტარტაპებისთვის შექმნილ გარემოზე, ეკონომიკურ მდგომარებასა და მომავალ გეგმებზე ესაუბრა.     –რა იყო „ალტერსოქსის“ შექნის...

მარტვილის კანიონი, დაშბაშის ჩანჩქერი – ადგილები, რომელებიც ტურისტებისთვის აღმოჩენად იქცა

person access_time2017-09-22 19:00:23
ჯერ კიდევ 10 წლის წინ საქართველოს ამ ულამაზეს ადგილებს ძალიან ცოტა მნახველი ჰყავდა, ახლა კი ამ ადგილებს უამრავი ადგილობრივი და უცხოელი ტურისტი სტუმრობს. როგორც საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარემ - ნატო კვაჭანტირაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ეს ადგილები აღმოჩენად იქცა არა მარტო უცხოელი, არამედ ქართველი ტურისტებისთვისაც. მარტვილის კანიონი პირველ რიგში უნდა გამოვყოთ, რადგან წელს მას უამრავი მნახველი...

მსგავსი სიახლეები