„კრიპტროვალუტების რეგულირება უნდა ხდებოდეს რბილად, მკვეთრი მოძრაობების გარეშე, იმისთვის რომ არ შეიქმნას ახალი „საპნის ბუშტები“, - აცხადებს „სბერბანკის“ პრეზიდენტი გერმან გრეფი.
„მე ვფიქრობ, რომ არაა საჭირო მკვეთრი მოძრაობები, უბრალოდ ძალიან ფრთხილად უნდა შევისწავლოთ რა ხდება, იმისთვის რომ მომავალში არავითარ შემთხვევაში არ შეიქმნას მორიგი „საპნის ბუშტები“ რომლებსაც შეუძლია დიდი მომავლის მქონე ტექნოლოგიის დისკრედიტაცია“ - განაცხადა მან.
მისი თქმით, ცალსახაა, რომ ეს ტექნოლოგია საჭიროებს რეგულირებას. „თუმცა ეს უნდა გაკეთდეს ძალან ფრთხილად, იმისთვის რომ არ განადგურდეს უაღრესად პერსტექტიული ტექნოლოგია, ალბათ 10 წლის შემდეგ ჩვენ უკვე ვილაპარაკებთ ბლოკჩეინის ეკონომიკაზე, და ეს იქნება ეკონომიკის შენების სრულიად განსხვავებული პრინციპი“, - მიაჩნია გერმან გრეფს.
ბანკირი აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში ინტერესი კრიპტოვალუტების მიმართ რუსეთში აშკარად გაზრდილია, და ეს კარგი ნიშანია.
„ძნელია დღეს ილაპარაკო კრიპტორუბლის პერსპექტივებზე, თუმცა, ბოლო პერიოდში რუსეთში აშკარად შეიმჩნევა კრიპტოვალუტებისადმი ინტერესის ზრდა, და ეს - კარგი ნიშანია. ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ დაიკავა სწორი პოზიცია - იმოქმედოს არა აკრძალვებით, არამედ რბილი რეგულირებით. ასეთია ცენტრალური ბანკის პოზიცია“, - ამბობს გრეფი.
წყარო: ria.ru