ცნობილი ავტობრენდები ფრანკფურტის ავტოშოუზე უახლეს მოდელებს წარადგენენ

access_time2017-09-11 19:00:20

ცნობილი ავტობრენდები ფრანკფურტის ავტოშოუზე უახლეს მანქანებს წარადგენენ.

 

ფრანკფურტის ავტოშოუ სტარტს 12 სექტემბერს აიღებს. ღონისძიება გერმანიის საავტომობილო ინდუსტრიაში ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად არის შეფასებული და ის ადგილობრივი ავტომწარმოებლებისთვის უმნიშვნელოვანეს პლატფორმას წარმოადგენს, როგორებიცაა: BMW, Volkswagen, Mercedes, Audi და Porsche.

 

ზემოთაღნიშნულ უდიდეს ავტომწარმოებლებს გერმანიის ეკონომიკაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვთ. თუმცა მათ არც ისე კარგი პერიოდი უდგათ, რაც გამონაბოლქვის ტესტის გაყალბებასთან დაკავშირებულ სკანდალთან არის დაკავშირებული. ამასთან, თანდათანობით მსოფლიო დიზელსა და ბენზინზე მომუშავე ავტომობილებზე უარს ამბობს.

 

ფრანკფურტის ავტოშოუ დაახლოებით 250 000 ადამიანს იზიდავს. ბილეთის შეძენა ინტერნეტის საშუალებით €12-ად არის შესაძლებელი, თუმცა ადგილზე ყიდვის შემთხვევაში, მსურველებს უფრო მეტის გადახდა მოუწევთ. 7 წლამდე ბავშვებს შენობაში შესვლა უფასოდ შეუძლიათ.

 

The Telegraph გვთავაზობს ავტომობილების ჩამონათვალს, რომელსაც ფრანკფურტის ავტოშოუზე უნდა ველოდოთ:

 

1.ბრიტანული ავტომობილები

 

ავტოშოუზე Jaguar-ი ორ ავტომობილს წარადგენს: ჯიპის ტიპის E-Pace-სა და თავის პირველ ელექტრომობილს, I-Pace-ს. ეს უკანასკნელი გაყიდვაში 2018 წლიდან ჩაეშვება.

 

 width=634

 

Land Rover-ი  ახალი Discovery SVX-ით წარსდგება. სავარაუდოდ, კომპანია მომხმარებელს off-road-ის სრულიად ახალ გამოცდილებას შესთავაზებს.

 

ფრანკფურტში წარმოდგენილი იქნება Bentley-იც, რომელიც Continental GT-ის წარადგენს. მოსალოდნელია, რომ ავტომობილი ჰიბრიდულ ძრავზე მუშაობს.

 

 

width=634

 

ჯიპის სტილის ავტომობილს წარადგენს Vauxhall-იც, რომელსაც ახალი მფლობელი, ფრანგული Peugeot-ი ჰყავს. ავტომობილი კონკურენციას ისეთ ავტომობილებს გაუწევს, როგორებიც Nissan Qashqai, Seat Ateca, Volkswagen Tiguan, Peugeot 3008 და სხვები არიან.

 

width=640

 

 

საინტერესოა, რომ Mini ფრანკფურტში ელექტრომობილს, Mini Cooper-ს წარადგენს, რომლის შეძენაც 2019 წლიდან იქნება შესაძლებელი.


 

2. იაპონური ბრენდები 

 

როდის იფიქრეთ ბოლოს Subaru-ზე? იაპონური ავტომობილი 4 წამყვანი თვლითა და ყველგანმავალი თვისებით არის ცნობილი, თუმცა უკანასკნელ წლებში იგი მივიწყებულ იქნა. ფრანკფურტში Subaru ახალ Impreza-ს წარადგენს.

 

Honda წელს ცნობილი ჯიპის, CR-V-ის ჰიბრიდულ ვერსიას წარადგენს. ავტომობილს 1.5 ლიტრიანი ძრავა აქვს, რომელიც 128 ცხენისძალიანი სიმძლავრით არის აღჭურვილი.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ავტოშოუზე უახლეს Suzuki Sport-საც ვიხილავთ.

 

 

3. კორეული ბრენდები

 

Hyundai მომხმარებლებს ახალ i30-ს სთავაზობს, რომელიც 271 ცხენისძალიანი ძრავით არის აღჭურვილი.

 

width=675

 

ამასთან,  Hyundai ახალ Kona-საც წარადგენს - ავტომობილი, რომელიც Kia Stonic-ს საკმაოდ წააგავს, რომელსაც ავტოშოუზე ასევე ვიხილავთ.

 

4. გერმანული ბრენდები

 

ავტობანზე მიუნხენიდან ფრანფურტამდე 400 კილომეტრია, რაც ახალი, 600 ცხენისძალიანი BMW M5-სთვის ბევრი სულაც არ უნდა იყოს. ავტოშოუზე ასევე ახალ X3-საც ვიხილავთ, თუმცა რაც ყველაზე საინტერესოა, კომპანია X7-ის კონცეფციის პრეზენტაციასაც გამართავს.

 

width=684

 

გამონაბოლქვის გაყალბებასთან დაკავშირებით სკანდალში გახვეული Volkswagen-ი რეპუტაციის აღდგენას ცდილობს. კომპანია ახალ Polo-ს წარადგენს, რომელიც Seat Ibiza-ს წააგავს.

 

width=691

 

Audi მდიდრული სალონის მქონე A8-ს წარადგენს. მისი ღირებულება დაახლოებით 110,000 ევროდან დაიწყება.

 

width=694

 

სავარაუდოდ ყურადღების ეპიცენტრში იქნება Mercedes-Benz-ი, რომელიც ელექტრომობილებს წარადგენს. ავტოშოუზე ვიხილავთ ახალ G კლასის ჯიპს, S კლასის კუპესა და კაბრიოლეტს.

 

Porsche მესამე თაობის Cayenne-ს წარადგენს, რომელიც ბაზარზე პირველად 2002 წელს გამოჩნდა. უფრო მსუბუქი და კომფორტული ჯიპის ღირებულება სავარაუდოდ 61,000 ევროდან დაიწყება. ავტომობილი 335 ცხენისძალიანი, 6-ცილინდრიანი ძრავით არის აღჭურვილი.

 

width=694

 

5. სხვა ევროპული ავტობრენდები

 

კაბრიოლეტების მოყვარულებს Ferrari ახალ Portofino-ს სთავაზობს. 3,9 ლიტრიანი, 8-ცილინდრიანი ძრავით, ავტომობილი 0-100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 3.5 წამში ახერხებს.

 

width=697

 

ესპანური Seat-ი ფრანკფურტში ახალი ჯიპით წარსდგება, რომელიც ახალ Arona-ს წარადგენს.

 

width=699

 

დაბოლოს, Renault-ი მომხმარებელს ახალ Megane RS-ს სთავაზობს, რომელიც Telegraph-ის მიხედვით, 300 ცხენისძალიანი ძრავით არის აღჭურვილი. კომპანია დებს პირობას, რომ 2030 წლისთვის Renault-ი თვითმავალ ელექტრომობილს გამოუშვებს.

 

 

წყარო: The Telegraph

 

 



მერია „სითი პარკს“ სიურპრიზს უმზადებს

person access_time2018-02-19 08:50:27
დაახლოებით ერთ თვეში,თბილისის მერია „სითი პარკთან“ დაკავშირებით ახალ დეტალებს გაასაჯაროებს. „კომერსანტის“ მცდელობის მიუხედავად, მერიაში სიახლის დაკონკრეტებისაგან თავი შეიკავეს.  „ახლა „სითი პარკთან“ დაკავშირებით  გარკვეული მუშაობა მიმდინარეობს, სამუშაო პროცესია, ამიტომ წინასწარ ვერ გეტყვით დეტალებს. დაახლოებით ერთ თვეში საზოგადოებას შევატყობინებთ ახალ ინფორმაციას“, - განაცხადეს მერიაში. „კომერსანტი“ დამატებითი ინფორმაციისათვის „სითი პარკს“...

„ბიტკოინი: იყავი საკუთარი თავის ბანკი“ – უქმნის, თუ არა კრიპტოვალუტა ბანკებს საფრთხეს?

person access_time2018-02-18 20:00:02
“Bitcoin: Be your own bank“...

გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.   „ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“-...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....


მსგავსი სიახლეები