აჭარა ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

access_time2017-09-12 10:00:00

24-30 სექტემბერს აჭარა ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალი, რომელიც რეგიონში 2012 წლიდან ტარდება ხელს უწყობს აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმის განვითარებას, ადგილობრივების ეკონომიკურ კეთილდღეობასა და გადამფრენ მტაცებელ ფრინველთა კონსერვაციას.

 

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი მიიჩნევს, რომ ფრინველებზე დაკვირვება ტურიზმის ერთ-ერთი მიმართულებაა და ამ მიმართულებით სხვადასხვა ფესტივალების ჩატარება კონკრეტული სეგმენტის გარდა სოფლად ტურიზმის განვითარებასაც განაპირობებს.

 

 

„ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი 2012 წლიდან იმართება, რაც ამ მიმართულებით საკმაოდ მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. აღნიშნული ღონისძიება თავის თავში მოიცავს არამხოლოდ ტურიზმს, ასევე საგანმანათლებლო საქმიანობასაც. მსოფლიოში ბევრი ადგილი არ არის, საიდანაც ფრინველებზე დაკვირვება ხდება და ერთ-ერთი ასეთი ადგილი კი აჭარაში გვაქვს, რაც ჩვენი რეგიონისთვის  ძალიან მნიშვნელოვანია.

 

 

მინდა გითხრათ, რომ ამ მხრივ ვიზიტორების დინამიკა საკმაოდ მზარდია. მაგალითად, მხოლოდ 2016 წელს, მხოლოდ ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალის ფარგლებში, 1500 ღამისთევა გვქონდა და ის მეცნიერები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამ მიმართულებით აჭარაში ჩამოდიან.  ჩვენს კი ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მის განვითარებას ხელი შევუწყოთ რეკლამირებით, სხვადასხვა მარკეტინგული არხების გამოყენებით ინფორმაციის გავრცელებას, რომ ჩვენთან ასეთი რამ ხდება.  ფრინველებზე დაკვირვება არ არის მხოლოდ ტურიზმი და წელსაც ამ ფესტივალის ფარგლებში გაიმართება არაერთი სამეცნიერო კონფერენცია,  რომელიც აჭარაში ფრინველებზე დაკვირვებას მიეძღვნება.

 

 

თუ რეგიონში ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმი კიდევ უფრო განვითარდება, ეს კიდევ უფრო წაახალისებს და განავითარებს სოფლად ტურიზმს. ფრინველზე დაკვირვება ხდება აჭარაში განთავსებული პლატფორმებიდან. ეს პლატფორმები კი თავისთავად სოფლებშია შექმნილი და შესაბამისად ღამისთევა ხდება მიმდებარე სოფლებში.


 

 

მოსახლეობისთვის ეს არის კონკრეტული შემოსავალი და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ტურისტები, ვიზიტორები, მეცნიერები კმაყოფილები იყვნენ და ასევე კმაყოფილნი წავიდნენ და ისევ დაბრუნების სურვილი გაუჩნდეთ. ჩვენ ჩვენის მხრივ მაქსიმალურად ვცდილობთ სასტუმრო სახლების პერსონალის გადამზადებას სემინარებისა და ტრენინგების საშუალებით, რათა ისინი კარგად დახვდნენ ტურისტს“, აცხადებს სულხან ღლონტი.

 

 

უკვე ცნობილია, ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი გასვლით ლექციებსა და პრეზენტაციებში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი სპეციალისტები, აჭარაში მოქმედი ტურისტული სააგენტოები, სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები.

 

 

ღონისძიება ასევე ითვალისწინებს გასართობ, შემეცნებით ექსკურსიებს ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე, როგორებიცაა კოლხეთის ნაციონალურ პარკი, ჭოროხის დელტა, სოფელი ჩაისუბანი, სოფელი სახალვაშო, ბათუმის ზღვისპირა პარკი და ნავსადგური.

 

 

აღნიშნული ფესტივალისთვის დეპარტამენტმა მოაწყო სათვალთვალო პლატფორმა და თავშესაფრის ინფრასტრუქტურა სოფელ შუამთაში. დეპარტამენტი ასევე ხელს უწყობს იმ საოჯახო სახლების განვითარებას, რომლებიც ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვან სოფლებში მდებარეობს. ტურიზმის ამ სახეობას კი, რომელიც აჭარაში ფეხს იდგამს პოპულარიზაციას უწევს როგორც შიდა ასევე უცხოურ ბაზრებზე ბროშურებისა და სარეკლამო ვიდეო რგოლების შესაბამის თემატურ ვებ-გვერდებსა და სოციალურ მედიაში გავრცელებით.  

 

 

ფესტივალი რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მხარდაჭერით 2012 წლიდან იმართება. 

 

 

GHN.GE

 

 

 



ნავენახევის მღვიმე პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს (ფოტოები)

person access_time2018-01-22 19:50:56
ნავენახევის მღვიმე პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, მღვიმის ტერიტორიაზე აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, კაფეტერია და სუვენირების მაღაზია. ასევე, გამოიყო საგანმანათლებლო სივრცე, მოეწყო ტურისტული ბილიკი.   ნავენახევის მღვიმე...

ქარის და მზის ენერგიები, პროგნოზირებად მომავალში, ვერასოდეს გახდება ძირითადი ენერგიის წყარო

person access_time2018-01-22 17:30:19
 ქარის და მზის ენერგიები პროგნოზირებად მომავალში, ვერასოდეს გახდება ძირითადი ენერგიის წყარო, - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის (სემეკი) ელექტროენერგეტიკული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ზვიად გაჩეჩილაძე GBC-სთან  განახლებადი ენერგიების  პოტენციალს...

„ირანიდან გაზრდილი მოთხოვნის გამო, საექსპორტო ცხვრის ფასმა მოიმატა“

person access_time2018-01-22 16:30:07
ქართულ ცხვარს რეალიზაციის და ექსპორტზე გატანის პრობლემა აღარ აქვს. სექტორის წარმომადგენლები არანაკლებ სირთულეს   რუსეთიდან შემოსულ ცხვარში ხედავენ, რომელიც საქართველოში იკვლება და ირანში ქართული ხორცის სახელით გადის. როგორც „კომერსანტს“  „მეცხვარეთა ასოციაციის  თავმჯდომარე  ბექა გონაშვილმა განუცხადა, საქართველოდან გასული ცხვრის ქართული და რუსული ხორცი უნდა გაიმიჯნოს, რადგან ექსპორტიორი ქვეყანა შეცდომაში...

Wall Street-ის ანალიტიკოსი: ბიტკოინის ფასი 90%-ით გაუფასურდება

person access_time2018-01-22 20:30:51
Bleakley Advisory Group-ის საინვესტიციო ოფიცერი, პეტერ ბუკვარი კრიპტოსამყაროს მასიურ ვარდნას პროგნოზირებს. მისი განცხადებით, კრიპტოსამყარო მასიური საპნის ბუშტია, რომლის გასკდომის დროც ახლოვდება.   „როდესაც რაიმე ასეთი ტიპის პარაბოლას ემსგავსება, ის აუცილებლად უბრუნებდა იმ საწყისს, საიდანაც პარაბოლამ ზრდა დაიწყო,“ განაცხადა მან CNBC-სთან საუბრისას.   ბუკვარის ვარაუდით, არსებობს რეალური საფრთხე, რომ ბიტკოინის ღირებულება 90%-ით გაუფასურდება. „ნამდვილად არ...

EBRD-მა ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღება გადაავადა

person access_time2018-01-22 15:00:04
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ნენსკრაჰესის დაფინანსებისთვის $214 მილიონის სესხის გამოყოფაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების თარიღი 2017 წლის 31 იანვრამდე გადაავადა.   EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე თანხმობა 2015 წლის 12 მაისს, თბილისში გამართული EBRD-ის ფორუმის ფარგლებში განაცხადა. მას შემდეგ ბანკი პროექტის გარემოზე ზეგავლენის ტექნიკურ დეტალებს სწავლობს. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ჰესს ელექტროენერგიის...


მსგავსი სიახლეები