უნდა გახდეს თუ არა პეკინის გამზირი ცალმხრივი? - თბილისის მერობის კანდიდატების მოსაზრებები

უნდა გახდეს თუ არა პეკინის გამზირი ცალმხრივი? - თბილისის მერობის კანდიდატების მოსაზრებები

access_time2017-09-12 11:00:00

2017 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად სხვადასხვა პარტიები უკვე აქვეყნებენ საარჩევნო პროგრამებს, რომელთა საშუალებითაც მოსახლეობას აცნობენ იმ ძირითად საკითხებს, რაც თბილისის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია. მერობის იმ კანდიდატებისგან, რომლებმაც უკვე აქტიურად დაიწყეს საარჩევნო კამპანიების განხორციელება, საქმის კურსი შეეცადა მოესმინა პოზიცია პეკინის ქუჩის ცალმხრივად დატოვების შესახებ. 

 

ქართული ოცნების კანდიდატის კახი კალაძის განცადებით, აღნიშნული საკითხი განხილვის პროცესშია და მასზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. 

 

საინტერესო იქნება , - უნდა დავაკვირდეთ ეს გადაწყვეტილება თუ განტვირთავს მოძრაობას. როგორც საუბრობენ მოძრაობა განიტვირთება მას შემდეგ რაც ის ცალმხრივი გახდება. საკითხზე თბილისის მერია უკვე მუშაობს და დაველოდოთ შედეგებს, - ამბობს კახა კალაძე.

 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი განმარტავს, რომ პეკინის ქუჩის გაცალმხრივება ვერ მოაგვარებს საცობების პრობლემას. მისივე თქმით, სწორედ ამ ცვლილებამ, შესაძლოა ქუჩის მეტი დატვირთვა გამოიწვიოს. 



რას მოგვიტანს ეს საბოლოოდ არავის უთქვამს. ასე ხელაღებით ქუჩებზე მოძრაობების ცვლილება დედაქალაქს ქაოსის მეტს არაფერს მოუტანს, - ამბობს უდუმაშვილი. 



ევროპული საქართველოს კანდიდატის ელენე ხოშტარიას მოსაზრებით, პეკინის ქუჩა უნდა იყოს დატვირთული ფართო საფეხმავლო ბილიკებითა და გადასასვლელი ზებრებით: 



პეკინის ქუჩა თუკი ცალმხრივი დარჩება, მასზე მოიმატებს მანქანის ტარების სიჩქარე, რაც გაზრდის საფრთხეებს ადამიანებისთვის. გარდა ამისა ეს გადაწყვეტილება ძალიან ცუდად იმოქმედებს მცირე ბიზნესზე, რომელიც პეკინზეა განვითარებული. ეს ქუჩა უნდა იყოს სავსე ზებრებით, უნდა იყოს ფართო ბორდიურები, იმისთვის რომ ადამიანებმა ფეხით შეძლონ გადაადგილება, - განმარტავს ხოშტარია. 


 

მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი კი აღნიშნულ გადაწყვეტილებას ძველ ურბანისტულ ფილოსოფიად მოიხსენიებს, რომელიც საცობების პრობლემას ვერ მოაგვარებს. 



ეს არის გზა არსაით, თუ პეკინს გავხდით ცალმხრივს - აუცილებლად გადაიტვირთება. პირველი ერთი თვე შეიძლება მარტივად ვიაროთ, ვიქნებით კმაყოფილი მაგრამ აუცილებლად გადაიტვირთება, შეუძლებელია რომ არ გადაიტვირთოს, - აცხადებს ელისაშვილი. 

 

 

BM.GE

 

 

 



„აგარის შაქარი“ იმპორტირებულთან შედარებით კონკურენტუნარიანი იქნება

„აგარის შაქარი“  იმპორტირებულთან შედარებით კონკურენტუნარიანი იქნება
person access_time2018-04-25 16:20:44
„აგარის შაქრის“ მიერ წარმოებული პროდუქცია კონკურენტუნარიანი იქნება“- ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბარში საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.მისი ინფორმაციით, როგორც კომპანიის, ისე მთავრობის მხრიდან არის საკმაოდ ბევრი საკითხი, რომლის დარეგულირებაც  ერთობლიობაში  წარმოებულ პროდუქციას კონკურენტუნარიანს გახდის.    როგორც ცნობილია, შემუშავდა მხარდაჭერის პაკეტი, რომლის  დახმ ...

„საქართველო „მას-ტურიზმისგან“ არ უნდა დაზარალდეს“ - როგორ უნდა მოიზიდოს ქვეყანამ მაღალბიუჯეტიანი ტურისტები

„საქართველო „მას-ტურიზმისგან“ არ უნდა დაზარალდეს“ - როგორ უნდა მოიზიდოს ქვეყანამ მაღალბიუჯეტიანი ტურისტები
person access_time2018-04-25 15:37:40
საქართველოში ტურისტების რაოდენობა იზრდება, თუმცა მათი უმეტესობა დაბალბიუჯეტიანია. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას შემომყვან ტურ-ოპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ია თაბაგარმა განაცხადა, დაბალბიუჯეტიანი ტურისტები ძირითადად აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან, ინდოეთიდან და არაბული ქვეყნებიდან ჩამოდიან.მისი თქმით, დაბალბიუჯეტიანი ტურისტები მაღალბიუჯეტიანებს კვლავ სჭარბობენ, როგორც თითქმის ყველა სხვა ქვეყანაში. „დაბალბიუჯეტიანი ტურისტები კვლავ...

„კომერსანტის“ ექსკლუზივი - დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი კონსტანტინე სულამანიძე თანამდებობას ტოვებს

„კომერსანტის“ ექსკლუზივი - დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი კონსტანტინე სულამანიძე თანამდებობას ტოვებს
person access_time2018-04-25 13:13:15
დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი კონსტანტინე სულამანიძე თანამდებობას ტოვებს. აღნიშნული ინფორმაცია „კომერსანტს“  ექსკლუზიურად თავად სულამანიძემ დაუდასტურა და განუცხადა, რომ  წასვლაზე განცხადება უკვე დაწერა, დაკავებულ თანამდებობას  კი ოფიციალურად  1 მაისიდან დატოვებს.   კითხვაზე, რა მიზეზით დატოვა  მან  დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის თანამდებობა და სად გააგრძელებს საქმიანობას, სულამანიძე აღნიშნავს, რომ...

Bloomberg-ზე 14:00 საათისთვის 1 დოლარი 2,4825 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ზე 14:00 საათისთვის 1 დოლარი 2,4825 ლარად ივაჭრება
person access_time2018-04-25 14:15:00
ეროვნული ვალუტა ბოლო რამდენიმე  დღის განმავლობაში უფასურდება. Bloomberg-ის ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში 1 აშშ დოლარი 14:00 საათისთვის 2,4825 ლარად ივაჭრება. საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის ოფიციალურ გაცვლით კურსს აშშ-ის და ევროს მიმართ 17:00 საათისთვის გამოაქვეყნებს. 24 აპრილს განსაზღვრული კურსით, ერთი დოლარის ღირებულებამ 2.4791 ლარი შეადგინა. არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა...

Top-მენეჯერებისგან განსხვავებით, საბანკო სექტორში დასაქმებულთა 99%-ს დაბალი ხელფასი აქვს

Top-მენეჯერებისგან განსხვავებით, საბანკო სექტორში დასაქმებულთა 99%-ს დაბალი ხელფასი აქვს
person access_time2018-04-25 11:35:00
  „ჩემი დამოკიდებულება ბანკებთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიის შესახებ: ქვეყნის საფინანასო ბაზრზე ჩამოყალიბდა მონოპოლიური მდგომარეობა (ძირითადად, ბოლო 5 წელიწადში) და შეიზღუდა კონკურენცია. წარმოიქმნა ოთხბანკიანობის პერიოდი. ხელისუფლების ან ხელისუფლებასთან ჩახუტებული 4 ბანკი არის ქართუ, ლიბერთი, ტბს, საქართველოს ბანკი. ეს მთელი საბანკო სისტემის 85 პროცენტზე მეტია. დანარჩენი ბანკები ვერ უწევენ მათ კონკურენციას. ვტბ საერთაშორისო სანქციებშია მოქცეული, როგორც რუსული...


მსგავსი სიახლეები