რკალი უკეთესია - ახალი ეტაპი ტელევიზორების ტექნოლოგიურ განვითარებაში

access_time2017-09-12 10:10:00

ალბათ, ბევრს  გსმენიათ  ტელევიზორების  ტექნოლოგიური ტერმინების შესახებ, რომლებიც ბოლო წლებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა. მაგრამ რა ვიცით იმ ფუნქციონალურობისა და უპირატესობების შესახებ, რომლებსაც გვთავაზობენ პლაზმური, LCD, LED, 3D და  Curved ტელევიზორები? 

 

Curved TV-ის (ტელევიზორი რკალისებური ეკრანით, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია) მთავარი უპირატესობა გამოსახულების უკეთესი და მოხერხებული აღქმაა.  რკალისებური ეკრანი გამოსახულებას მაქსიმალურად მკვეთრს ხდის, ხოლო ეკრანის სიმრგვალე ტელევიზორის ყურებისას ამცირებს თვალების მოძრაობას და დაძაბვას, რაც კიდევ უფრო მეტად იცავს თვალს გადაღლისაგან. აღნიშნულთან დაკავშირებით კვლევაც კი ჩატარდა. მონაწილეებს შორის, რომლებიც რკალისებურ ეკრანს უყურებდნენ, მხოლოდ მცირე ნაწილი უჩიოდა თვალების გადაღლას და მხედველობის გაბუნდოვნებას (ინფორმაციის წყარო: ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მიერ ჩატარებული ბრტყელი და რკალისებული ეკრანების შედარების  კვლევა).

 

აქვე დავამატებთ, რომ ტელევიზორების  ტექნოლოგიური ევოლუციის ბოლო ტენდენციების გათვალისწინებით, Curved ტელევიზორები სრულყოფილებას მატებენ ინტერიერს და  თანამედროვე ხელოვნების კონცეფციას ქმნიან.

 

ახლა კი, დავუბრუნდეთ წარსულს და თვალი გადავავლოთ ტელევიზორების ტექნოლოგიური ევოლუციის გზას:

 


წარსულის ელექტრონულ-სხივური ტელევიზორების შემდეგ გამოჩნდა პლაზმური ტელევიზორები, რომლებმაც სრულიად შეცვალეს წარმოდგენა აღნიშნულ ტექნოლოგიაზე. ახალი ტრენდების მიუხედავად, პლაზმური ტელევიზორები დღესაც არ კარგავენ აქტუალურობას.  თუმცა მათ აქვთ ერთი მნიშვნელოვანი მინუსი -  ეს ტელევიზორები არ არიან საიმედონი და პიქსელების ამოწვის შედეგად კარგავენ განათების უნარს.

 

LCD ტელევიზორების განათებას ფლუორესცენტური და ლიუმინესცენტური ნათურები ასრულებდნენ, რომლებმაც უახლოეს წარსულში ტექნოლოგიური ინოვაცია შექმნეს.. მათ მთავარ უპირატესობას წარმოადგენდა ის, რომ ისინი თავის წინამორბედებისგან განსხვავებით გაცილებით ნაკლებ ზიანს აყენებდნენ მხედველობას.  

 

შედარებით თხელი  LED ტელევიზორები წარმოადგენენ თხევად-კრისტალურ ტექნოლოგიას (LCD), რომლებშიც ქვედა განათებისთვის გამოიყენება შუქ-დიოდები. მწარმოებლების თქმით, შუქ-დიოდების გამოყენებით იზრდება გამოსახულების სიკაშკაშე, კონტრასტულობა და სიმკვეთრე. ეს კი, თავის მხრივ, გამოსახულების აღქმას გაცილებით კომფორტულს და მოსახერხებელს ხდის, ამასთან 40%-მდე  ამცირებს ელექტროენერგიის მოხმარებას.  

 

3D ტელევიზორებს სტერეოსკოპული გამოსახულების შესაქმნელად ერთდროულად რამდენიმე დისპლეის გამოყენებით  შეუძლიათ  3D რეჟიმში მუშაობა, ამით კი გამოსახულებას კიდევ უფრო  შთამბეჭდავს ხდიან. სრულყოფილი 3D გამოსახულების მისაღებად საჭირო ხდება 3D სათვალის გამოყენება. თუმცა ეს არ არის იდეალური გადაწყვეტილება.

 

ევოლუციას, რომლის შედეგადაც შეიქმნა Curved TV-ის  კონცეფცია, დამაჯერებელი ნაბიჯებით შემოჰყავს მომავალი ჩვენს სახლებში.

 

Curved TV - რკალი უკეთესია



მერია „სითი პარკს“ სიურპრიზს უმზადებს

person access_time2018-02-19 08:50:27
დაახლოებით ერთ თვეში,თბილისის მერია „სითი პარკთან“ დაკავშირებით ახალ დეტალებს გაასაჯაროებს. „კომერსანტის“ მცდელობის მიუხედავად, მერიაში სიახლის დაკონკრეტებისაგან თავი შეიკავეს.  „ახლა „სითი პარკთან“ დაკავშირებით  გარკვეული მუშაობა მიმდინარეობს, სამუშაო პროცესია, ამიტომ წინასწარ ვერ გეტყვით დეტალებს. დაახლოებით ერთ თვეში საზოგადოებას შევატყობინებთ ახალ ინფორმაციას“, - განაცხადეს მერიაში. „კომერსანტი“ დამატებითი ინფორმაციისათვის „სითი პარკს“...

„ბიტკოინი: იყავი საკუთარი თავის ბანკი“ – უქმნის, თუ არა კრიპტოვალუტა ბანკებს საფრთხეს?

person access_time2018-02-18 20:00:02
“Bitcoin: Be your own bank“...

გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.   „ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“-...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....


მსგავსი სიახლეები