„ქართული კომპანიები დიდ პროექტებში საერთაშორისო მოთხოვნებს მთლიანად ვერ აკმაყოფილებენ“

„ქართული კომპანიები დიდ პროექტებში საერთაშორისო მოთხოვნებს მთლიანად ვერ აკმაყოფილებენ“

access_time2017-09-11 15:30:29

„ქართულ საპროექტო-სამშენებლო კომპანიებს მცირე პროექტებში მონაწილეობის პრობლემა არ აქვთ, თუმცა დიდ პროექტებში საერთაშორისო სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ“, - აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე „კომერსანტთან“ ინტერვიუში. მისი თქმით, საპროექტო-სამშენებლო სამუშაობის 60%-ში, რაც ქვეყანაში ხორციელდება, ქართული კომპანიები არიან ჩართულები და ინფრასტრუქტურული პროექტებიდან თანხის 60% ქვეყანაში რჩება.

 

- ბატონო გიორგი, ქვეყნის მასშტაბით, სამშენებლო-საპროექტო სამუშაოებში ქართული კომპანიები მონაწილეობენ უცხოური კომპანიების გვერდით. რატომ ვერ ხერხდება, რომ ერთ კონკრეტულ პროექტზე მხოლოდ ქართულმა კომპანიამ იმუშაოს და თანხები ქვეყანაში დარჩეს?

 

- სამწუხაროდ, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დაფინანსებული პროექტების მოთხოვნებს ქართული კომპანიები მთლიანად ვერ აკმაყოფილებენ. თუმცა ის პოლიტიკა, რასაც ბოლო პერიოდში საქართველოს მთავრობა ატარებს, მათ საშუალებას აძლევს, რომ ყველა პროექტში მაქსიმალურად დატვირთულები იყვნენ. ეს ეხება საპროექტო სამუშაოებსაც და სამშენებლოსაც. თითქმის ყველგან, დაახლოებით 80%-ში ქართველი კომპანიები არიან დაკავებულები. მცირე პროექტებზე ქართულ კომპანიებს პრობლემა არ აქვთ, რადგან მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებენ.

 

თანხების დატოვებას რაც შეეხება, ჩვენი გათვლებით ინფრასტრუქტურული პროექტებიდან თანხის 60% საქართველოში რჩება. დანარჩენი არის ის მასალები და საწვავი, რაც იმპორტზე გადის. ასე რომ, ინფრასტრუქტურულ პროექტებში პოზიტიური ბალანსი გვაქვს.

 

- რა არის მთავარი პრობლემა, რის გამოც ქართული კომპანიები საერთაშორისო სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ, ხომ არ არის საუბარი დაბალ ხარისხზე?


 

- მთავარი პრობლემა არის გამოცდილების მხრივ. ქართული კომპანიები უკვე აგროვებენ გამოცდილებას. ერთადერთი პრობლემა არის ის, რომ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილონ და ამასაც ეტაპობრივად იმაღლებენ. იმედია, როდესაც შესაბამის გამოცდილებას დააგროვებენ, დამოუკიდებლად  ერთ კონკრეტულ პროექტზე მუშაობას უკვე თავადაც შეძლებენ. დაბალ ხარისხზე საუბარი გამორიცხულია. ყველა პროექტის მონიტორინგი და ზედამხედველობა ხდება ძალიან გამოცდილი უცხოური ინჟინრების მეთვალყურეობით. თუ მისაღები არ იქნება ხარისხი, დამკვეთი შესრულებულ სამუშაოს არ მიიღებს. ქართველმა ქვეკონტრაქტორებმა, რომლებიც საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობენ, უკვე დიდი გამოცდილება მიიღეს და ხარისხიც დადეს. თუნდაც ჩქაროსნული მაგისტრალის მაგალითზე ეს კარგად ჩანს. ხარისხი ყოველ წელს მატულობს.

 

-  რაც შეეხება ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზას, რომელიც რიკოთის გვირაბამდე მისასვლელი მონაკვეთია, რომლის მშენებლობაც იწყება,  უკვე ცნობილია, რომ სამუშაოებს იტალიური კომპანია „ასტალდი“ შეასრულებს. რომელმა კომპანიებმა შეასრულეს დაპროექტების სამუშაოებები და რამდენად გამოცდილები არიან მსგავს პროექტებში მონაწილეობით?

 

- პროექტირება ქართული კომპანიის „ტრანს პროექტი“ და კორეული კომპანიის „პინგვა“ მიერ მოხდა. ეს საერთაშორისო გამოცდილების თანამედროვე კომპანიაა. რაც შეეხება სამშენებლო სამუშაოებს, ორ ლოტად არის გაყოფილი. ერთ ლოტს, როგორც მოგეხსენებათ, საკმაოდ გამოცდილი და მსხვილი კომპანია „ასტალდი“ შეასრულებს, მეორე ლოტზე ტენდერი კი ჩინურმა კომპანია „სპინო ჰიდრომ“ მოიგო, რომელიც საქართველოში მსგავს პროექტებზე უკვე მუშაობს და ქობულეთის შემოვლითი გზის ორი ლოტი ააშენა. ასევე, გრიგოლეთის მიმართულების მეორე ლოტზეც ეს კომპანია მუშაობს. ტენდერი დაახლოებით წელიწადისა და რვა თვის წინ გამოცხადდა. იყო წინა საკვალიფიკაციო პერიოდი. სატენდერო პროცესი მსოფლიო ბანკის მონიტორინგის ქვეშ მიმდინარეობდა და გამარჯვებულად ის ორი კომპანია გამოცხადდა, რომლებსაც ყველაზე დაბალი ფასები ჰქონდათ დაფიქსირებული. იმედი გვაქვს, სამუშაოები ხარისხიანად და დაგეგმილ ვადებში შესრულდება. 

 

_ როგორც აღნიშნეთ, ქართულმა კომპანიამ მხოლოდ დაპროექტებაში მიიღო მონაწილეობა, სამშენებლო სამუშაოებს კი უცხოური კომპანიები შეასრულებენ. ქართული კომპანიები სამუშაოებში რატომ არ ერთვებიან?

 

- ორივე მხარე, ჩინურიც და იტალიურიც მოლაპარაკებებს აწარმოებენ ქართველ სამშენებლებლო კომპანიებთან. იმედი გვაქვს, რომ აღნიშნულ პროექტს ორი თვის შემდეგ ქართული ქვეკონტრაქტორები ეყოლება. ზოგადად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რადგან ამ მონაკვეთის საშუალებით, ჩრდილოეთიდან გვერდს ავუვლით ხაშურს, სურამს, ჩუმათელეთს და გამოვალთ რიკოთის გვირაბთან. ჩვენი ვარაუდით, მშენებლობა 2020 წელს დასრულდება.

 

ავტორი: თეონა კენჭიაშვილი



„აგარის შაქარი“ იმპორტირებულთან შედარებით კონკურენტუნარიანი იქნება

„აგარის შაქარი“  იმპორტირებულთან შედარებით კონკურენტუნარიანი იქნება
person access_time2018-04-25 16:20:44
„აგარის შაქრის“ მიერ წარმოებული პროდუქცია კონკურენტუნარიანი იქნება“- ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბარში საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.მისი ინფორმაციით, როგორც კომპანიის, ისე მთავრობის მხრიდან არის საკმაოდ ბევრი საკითხი, რომლის დარეგულირებაც  ერთობლიობაში  წარმოებულ პროდუქციას კონკურენტუნარიანს გახდის.    როგორც ცნობილია, შემუშავდა მხარდაჭერის პაკეტი, რომლის  დახმ ...

„საქართველო „მას-ტურიზმისგან“ არ უნდა დაზარალდეს“ - როგორ უნდა მოიზიდოს ქვეყანამ მაღალბიუჯეტიანი ტურისტები

„საქართველო „მას-ტურიზმისგან“ არ უნდა დაზარალდეს“ - როგორ უნდა მოიზიდოს ქვეყანამ მაღალბიუჯეტიანი ტურისტები
person access_time2018-04-25 15:37:40
საქართველოში ტურისტების რაოდენობა იზრდება, თუმცა მათი უმეტესობა დაბალბიუჯეტიანია. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას შემომყვან ტურ-ოპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ია თაბაგარმა განაცხადა, დაბალბიუჯეტიანი ტურისტები ძირითადად აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან, ინდოეთიდან და არაბული ქვეყნებიდან ჩამოდიან.მისი თქმით, დაბალბიუჯეტიანი ტურისტები მაღალბიუჯეტიანებს კვლავ სჭარბობენ, როგორც თითქმის ყველა სხვა ქვეყანაში. „დაბალბიუჯეტიანი ტურისტები კვლავ...

„კომერსანტის“ ექსკლუზივი - დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი კონსტანტინე სულამანიძე თანამდებობას ტოვებს

„კომერსანტის“ ექსკლუზივი - დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი კონსტანტინე სულამანიძე თანამდებობას ტოვებს
person access_time2018-04-25 13:13:15
დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი კონსტანტინე სულამანიძე თანამდებობას ტოვებს. აღნიშნული ინფორმაცია „კომერსანტს“  ექსკლუზიურად თავად სულამანიძემ დაუდასტურა და განუცხადა, რომ  წასვლაზე განცხადება უკვე დაწერა, დაკავებულ თანამდებობას  კი ოფიციალურად  1 მაისიდან დატოვებს.   კითხვაზე, რა მიზეზით დატოვა  მან  დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის თანამდებობა და სად გააგრძელებს საქმიანობას, სულამანიძე აღნიშნავს, რომ...

Bloomberg-ზე 14:00 საათისთვის 1 დოლარი 2,4825 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ზე 14:00 საათისთვის 1 დოლარი 2,4825 ლარად ივაჭრება
person access_time2018-04-25 14:15:00
ეროვნული ვალუტა ბოლო რამდენიმე  დღის განმავლობაში უფასურდება. Bloomberg-ის ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში 1 აშშ დოლარი 14:00 საათისთვის 2,4825 ლარად ივაჭრება. საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის ოფიციალურ გაცვლით კურსს აშშ-ის და ევროს მიმართ 17:00 საათისთვის გამოაქვეყნებს. 24 აპრილს განსაზღვრული კურსით, ერთი დოლარის ღირებულებამ 2.4791 ლარი შეადგინა. არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა...

Top-მენეჯერებისგან განსხვავებით, საბანკო სექტორში დასაქმებულთა 99%-ს დაბალი ხელფასი აქვს

Top-მენეჯერებისგან განსხვავებით, საბანკო სექტორში დასაქმებულთა 99%-ს დაბალი ხელფასი აქვს
person access_time2018-04-25 11:35:00
  „ჩემი დამოკიდებულება ბანკებთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიის შესახებ: ქვეყნის საფინანასო ბაზრზე ჩამოყალიბდა მონოპოლიური მდგომარეობა (ძირითადად, ბოლო 5 წელიწადში) და შეიზღუდა კონკურენცია. წარმოიქმნა ოთხბანკიანობის პერიოდი. ხელისუფლების ან ხელისუფლებასთან ჩახუტებული 4 ბანკი არის ქართუ, ლიბერთი, ტბს, საქართველოს ბანკი. ეს მთელი საბანკო სისტემის 85 პროცენტზე მეტია. დანარჩენი ბანკები ვერ უწევენ მათ კონკურენციას. ვტბ საერთაშორისო სანქციებშია მოქცეული, როგორც რუსული...


მსგავსი სიახლეები