პრემიერ–მინისტრი IMF-ის დელეგაციას შეხვდა

access_time2017-09-11 14:36:40

საქართველოში მიმდინარე რეფორმები, ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგრამა იყო პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF)ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის ჯიჰად აზურის დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემები.

 


პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის როგორც ფინანსური, ისე ტექნიკური მხარდაჭერის მნიშვნელობას, რაც სწრაფი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას და ქვეყნის სოციალურ განვითარებას ისახავს მიზნად.

 


ყურადღება დაეთმო ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას, ფისკალურ და სტრუქტურულ რეფორმებს, ასევე - საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციებს.

 



პრემიერ-მინისტრმა დეტალურად ისაუბრა მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის მიმდინარეობის შესახებ, რომელიც ეკონომიკური რეფორმების ბლოკს, განათლების სისტემის რეფორმას, ქვეყნის სივრცით მოწყობას და მმართველობის რეფორმას მოიცავს. გიორგი კვირიკაშვილი მიესალმა იმ ფაქტს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგრამა ორიენტირებულია საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულ მიმართულებებზე და მდგრადი ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერაზე.

 



შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა კაპიტალის ბაზრისა და საპენსიო რეფორმაზე. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საპენსიო რეფორმა, გეგმის მიხედვით, 2018 წლის მესამე კვარტლიდან ამოქმედდება, ამჟამად კი მზადდება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, ასევე ხორციელდება საჭირო ინსტიტუციური და ტექნიკური უზრუნველყოფა.

 


შეხვედრას საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF)მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეჰშო, საქართველოს პირველი ვიცე- პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები - არჩილ მესტვირიშვილი და მურთაზ კიკორია დაესწრნენ.

 

 

 

 

 



Bloomberg-მა 2017 წლის საუკეთესო ბიზნეს სკოლები დაასახელა

person access_time2017-11-18 12:30:40
Bloomberg ამერიკის საუკეთესო ბიზნეს სკოლების ყოველწლიურ რეიტინგს აქვეყნებს. ზედიზედ მესამე წელია სიის სათავეში Harvard ხვდება. მიმდინარე წელს რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესეს პენსილვანიის უნივერსიტეტმა და MIT -მა. რეიტინგის შედეგენისას შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენეს: კურსდამთავრებულების და სტუდენტების სამეცნიერო მიღწევები; კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებელი და მათი საშუალო ანაზღაურება. Columbia Business School-ის კურსდამთავრებულები სწავლის...

სად არის თქვენს მიერ დაანონსებული გაზრდილი ინვესტიციები ბატონო გიორგი?

person access_time2017-11-18 11:00:18
„2017 წლიდან ლარი ისე გამყარდება, რომ ეროვნულ ბანკს მიჯნის დადება მოუწევს“, — ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გიორგი გაჩეჩილაძემ 2016 წლის ნოემბერში მთავრობის ახალი შემადგენლობის პარლამენტში მოსმენისას განაცხადა . ამასთან, გიორგი გაჩეჩილაძემ მთავრობის ახალ შემადგენლობას კითხვაც დაუსვა, თუ როგორ შეძლებენ მომავალში გამყარებულ ლარზე ზღვარის დაწესებას. მაშინ „მწვანეთა პარტიის” ლიდერმა, გიორგი გაჩეჩილაძე ისიც განაცხადა, რომ მომავალ წელს...

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა

person access_time2017-11-17 18:46:40
თბილისის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე უძღვებოდა. სხდომაზე ვიცე - მერობის კანდიდატმა, ირაკლი ხმალაძემ საკრებულოს წევრებს მერის მოადგილეების, საქალაქოს სამსახურების ხელმძღვანელებისა და გამგებლების ახალი შემადგენლობა წარმოუდგინა.   დეპუტატების უმრავლესობამ ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს, მერის მოადგილეებს: მაია ბითაძეს, ირაკლი ბენდელიანს და გიგა ნიკოლეიშვილს, ასევე დედაქალაქის მთავრობას...

The New York Times – ავწიოთ ჭიქა საქართველოსთვის, რომელიც მეღვინეობის აკვანია

person access_time2017-11-17 20:30:20
ავწიოთ ჭიქა საქართველოსთვის, რომელიც მეღვინეობის აკვანი შეიძლება იყოს, – ამ სიტყვებით იწყებს The New York Times საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით, „8 000 წლის დაძველების ღვინო პრეისტორიული ხანის საქართველოდან“. გამოცემა წერს, რომ „ქვეყანა, რომელიც ევროპასა და შუა აზიას შორის, სამხრეთ კავკასიის მთების გასწვრივ გაშლილ ნაყოფიერ ველებზეა გადაჭიმული, შეიძლება იყოს იმ ადამიანების სამშობლო, რომლებმაც ჩვეულებრივი ვაზის კულტივირება შეძლეს და საფუძველი ჩაუყარეს შარდონეს,...

კობა გვენეტაძის შემდეგ პარლამენტში შესაძლოა, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელიც დაიბარონ

person access_time2017-11-18 10:00:14
ეროვნული ვალუტის ბოლოდროინდელ რყევებთან და გაუფასურებასთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს პარლამენტში იბარებენ.გვენეტაძეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში 27 ნოემბერს მოუსმენენ. რაც შეეხება ლარის კურსს, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლარი უკვე რამდენიმე პუნქტით გაუფასურდა. 18 ნოებრისთვის დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, ერთი დოლარი 2.7268 ლარი ღირს. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი...


მსგავსი სიახლეები