ზარალების ყველაზე კარგი გადამხდელი TOP 5 ქართული სადაზღვევო კომპანია

access_time2017-09-13 15:00:11

„კომერსანტი“ აგრძელებს ქართული სადაზღვევო ბაზრის 2017 წლის 6 თვის მონაცემების ანალიზს და ამჯერად სადაზღვევო ზარალების ყველაზე მსხვილ გადამხდელ სადაზღვევო კომპანიებს წარმოგიდგენთ. ლოგიკურია, რომ სადაზღვევო ზარალების ანაზღაურების თვალსაზრისით ლიდერი სადაზღვევო კომპანიების ხუთეული იგივეა, რაც ბაზრის ლიდერი ხუთეული. თუმცა, გათვალისწინებულია, რომ შემოსავლისა და ზარალის შემდეგი შედარებები გაკეთებულია წლიური მოზიდული პრემიისა და ნახევარი წლის გაცხადებული ზარალების მიხედვით.

 

  1. ჯი პი აი ჰოლდინგი – 22,52 %
  2. იმედი L – 19,49 %
  3. ალდაგი – 15,87 %
  4. პსპ დაზღვევა – 14,68 %
  5. არდი დაზღვევა – 7,69 %

 

მეტიც, ერთი შეხედვით, შემოსავლებისა და ზარალების მაჩვენებლები ერთამენთთან ახლოსაა, მაგრამ რაც განსხვავებაა, ის უფრო მეტის მაჩვენებელია. მაგალითად: ის, რომ იმედი L-ისა და პსპ დაზღვევის წილი ზარალში საგრძნობლად მეტია წილთან შემოსავალში, მიანიშნებს, რომ მათ ჯერჯერობით საკმაოდ ზარალიანი, ხოლო ალდაგს, ჯი პი აი ჰოლდინგსა და არდი დაზღვევას – სტაბილური საფინანსო წელი უდგათ. სხვათა შორის, ზუსტად ამ სურათს მივიღებთ, თუ ზარალის ყველაზე მსხვილ გადამხდელთა ხუთეულს შევადგენთ კონკრეტული კომპანიის საკუთარ შემოსავალსა და საკუთარ ზარალებს შორის პროპორციის მიხედვით:

 

  1. იმედი L – 75,16 %
  2. პსპ დაზღვევა – 62,85 %
  3. ჯი პი აი ჰოლდინგი – 40,85 %
  4. ალდაგი – 37,23 %
  5. არდი დაზღვევა – 36,52 %.

 

საბანკო გარანტიები:

 

ვინაიდან ამ ბოლო წლებში იმატა სახელმწიფო ტენდერებთან და ამის შედეგად, საბანკო გარანტიებთან დაკავშირებით მწვავე დისკუსიებმა, დამატებით საინტერესოა სადაზღვევო ბაზარზე არსებული სტატისტიკა ამ მიმართულებითაც.

 

ნახევარი წლის მთლიან შემოსავალში (სადაზღვევო ბაზრის წილი დაახ. 1,5-2,25 %, რაც არის 3,7 მლნ. ლარი) ლიდერობს და ბაზარს პრაქტიკულად ინაწილებს შემდეგი 3 კომპანია:

 

  1. ალდაგი – 38,30 %
  2. არდი დაზღვევა – 26,96 %
  3. ჯი პი აი ჰოლდინგი – 19,39 %

 

ხოლო საბანკო გარანტიების ზარალების გადახდის (ფაქტობრივი) მიმართულებით პირველი სამეულის ლიდერობა შემდეგნაირია:

  1. არდი დაზღვევა – 61,09 %
  2. ჯი პი აი ჰოლდინგი – 20,08 %
  3. ალდაგი – 18,04 %

 

ამავე დროს, საბანკო გარანტიების მიმართულებით კონკრეტული კომპანიის გარანტიებიდან საკუთარ შემოსავალსა და გარანტიებში საკუთარ ზარალებს შორის პროპორციის მიხედვით ხუთეული შემდეგნაირია:

 

  1. არდი დაზღვევა – 149,97 %, ხოლო გადაზღვევის გამოყენების შემდეგ – 36,93 %
  2. ჯი პი აი ჰოლდინგი – 68,52 %, ხოლო გადაზღვევის გამოყენების შემდეგ – 13,70 %
  3. ალდაგი – 31,86 %, ხოლო გადაზღვევის გამოყენების შემდეგ – 25,99 %

 

შესაბამისად, საბანკო გარანტიები სადაზღვევო ბაზრის საკმაოდ მცირე, მაგრამ გადაზღვევის წყალობით მართვადი და შედარებით რენტაბელური წილია.

 

სახეობა

ვალდებულებათა დაზღვევა (საბანკო გარანტიები)

ბაზრის წილი

1,5-2,25 % (3,7 მლნ. ლარი)

 

წილი შემოსავალში

წილი ზარალში

თანაფარდობა შემოსავალსა და ზარალს შორის (გადაზღვევამდე)

თანაფარდობა შემოსავალსა და ზარალს შორის (გადაზღვევის შემდეგ)

არდი დაზღვევა

26,96 %

61,09 %

149,97 %

36,93 %

ალდაგი

38,30 %

18,04 %

31,86 %

25,99 %

ჯი პი აი ჰოლდინგი

19,39 %

20,08 %

68,52 %

13,70 %



“პირველი იანვრიდან ხელფასს დაერქმევა ხელფასი, პრემიას - პრემია"- ირაკლი ხმალაძე

person access_time2017-11-19 12:56:41
პირველი იანვრიდან ძალაში შედის სახელფასო რეფორმა, რომლითაც წლის განმავლობაში პრემიის ოდენობა ჯამურად 10%–ს უნდა შეადგენდეს. ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში თბილისის ვიცე–მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, პირველი...

Bloomberg-მა 2017 წლის საუკეთესო ბიზნეს სკოლები დაასახელა

person access_time2017-11-18 12:30:40
Bloomberg ამერიკის საუკეთესო ბიზნეს სკოლების ყოველწლიურ რეიტინგს აქვეყნებს. ზედიზედ მესამე წელია სიის სათავეში Harvard ხვდება. მიმდინარე წელს რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესეს პენსილვანიის უნივერსიტეტმა და MIT -მა. რეიტინგის შედეგენისას შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენეს: კურსდამთავრებულების და სტუდენტების სამეცნიერო მიღწევები; კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებელი და მათი საშუალო ანაზღაურება. Columbia Business School-ის კურსდამთავრებულები სწავლის...

სად არის თქვენს მიერ დაანონსებული გაზრდილი ინვესტიციები ბატონო გიორგი?

person access_time2017-11-18 11:00:18
„2017 წლიდან ლარი ისე გამყარდება, რომ ეროვნულ ბანკს მიჯნის დადება მოუწევს“, — ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გიორგი გაჩეჩილაძემ 2016 წლის ნოემბერში მთავრობის ახალი შემადგენლობის პარლამენტში მოსმენისას განაცხადა . ამასთან, გიორგი გაჩეჩილაძემ მთავრობის ახალ შემადგენლობას კითხვაც დაუსვა, თუ როგორ შეძლებენ მომავალში გამყარებულ ლარზე ზღვარის დაწესებას. მაშინ „მწვანეთა პარტიის” ლიდერმა, გიორგი გაჩეჩილაძე ისიც განაცხადა, რომ მომავალ წელს...

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა

person access_time2017-11-17 18:46:40
თბილისის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე უძღვებოდა. სხდომაზე ვიცე - მერობის კანდიდატმა, ირაკლი ხმალაძემ საკრებულოს წევრებს მერის მოადგილეების, საქალაქოს სამსახურების ხელმძღვანელებისა და გამგებლების ახალი შემადგენლობა წარმოუდგინა.   დეპუტატების უმრავლესობამ ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს, მერის მოადგილეებს: მაია ბითაძეს, ირაკლი ბენდელიანს და გიგა ნიკოლეიშვილს, ასევე დედაქალაქის მთავრობას...

The New York Times – ავწიოთ ჭიქა საქართველოსთვის, რომელიც მეღვინეობის აკვანია

person access_time2017-11-17 20:30:20
ავწიოთ ჭიქა საქართველოსთვის, რომელიც მეღვინეობის აკვანი შეიძლება იყოს, – ამ სიტყვებით იწყებს The New York Times საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით, „8 000 წლის დაძველების ღვინო პრეისტორიული ხანის საქართველოდან“. გამოცემა წერს, რომ „ქვეყანა, რომელიც ევროპასა და შუა აზიას შორის, სამხრეთ კავკასიის მთების გასწვრივ გაშლილ ნაყოფიერ ველებზეა გადაჭიმული, შეიძლება იყოს იმ ადამიანების სამშობლო, რომლებმაც ჩვეულებრივი ვაზის კულტივირება შეძლეს და საფუძველი ჩაუყარეს შარდონეს,...


მსგავსი სიახლეები