სააკაშვილის „შამათი“ - „ძალაუფლებისთვის ბრძოლის დროს, სააკაშვილის მომხრეები სახელმწიფოს ანადგურებენ“

access_time2017-09-11 10:47:44

რა ხდება უკრაინაში სადაც საქართველოს ექსპრეზიდენტი გუშინ ჩავიდა, რა გეგმები აქვს მიხეილ სააკაშვილს და როგორ აფასებენ ამ სიტუაციას ქართველი ექსპერტები?

 

მიხეილ სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების მიერ უკრაინის საზღვრის გარღვევის ფაქტზე ლვოვის პოლიციამ გამოძიება დაიწყო. ინფორმაცია უკრაინის პოლიციის ვებგვერდზეა გამოქვეყნდა. გამოძიება სახელმწიფო საზღვარზე პირების უკანონოდ გადაყვანის მუხლითაა დაწყებული, რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. 
უკრაინის პოლიციის ინფორმაციით, საზღვარზე მასობრივი არეულობის შედეგად პოლიციის 11 თანამშრომელია დაშავებული. 

 

საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ოლქის გუბერნატორმა, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა ჩამორთმეული აქვს, ათეულობით მხარდამჭერთან ერთად გუშინ, პოლონეთი-უკრაინის საზღვრის „შეგინის“ გამშვებ პუნქტთან კორდონები გაარღვია და უკრაინის ტერიტორიაზე საპასპორტო შემოწმების გარეშე შევიდა. როგორც უკრაინის სასაზღვრო სამსახურში განმარტავენ, მესაზღვრეებს ბრძანება ჰქონდათ, არ გამოეყენებინათ ძალა.

 

რაც ეხება სამომავლო გეგმებს, მიხეილ სააკაშვილი ამ თემაზე დღეს ისაუბრებს. თუმცა უკვე ცნობილია, რომ ის მომხრეებთან ერთად კიევისკენ გაემგზავრება.

 

„ძალაუფლებისთვის ბრძოლის დროს, სააკაშვილის მომხრეები სახელმწიფოს ანადგურებენ“, - წერს „ფეისბუქის“ პირად გვერდზე უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო. 

 

ლუცენკოს განცხადებით, მთავრობის ქმედებების კანონიერების შესახებ დავის გადაწყვეტა მხოლოდ სასამართლოშია შესაძლებელი. „ასე დაიბრუნა ივანიშვილმა პასპორტი, რომელიც მას სააკაშვილმა გაუუქმა“, - ამბობს უკრაინის გენერალური პროკურორი. „ძალისმიერი გზა ქმნის პრეცედენტს ზახარჩენკოსთვის, იანუკოვიჩისთვის, კლიმენკოსთვის და ყველასთვის, ვინც ათას მხარდამჭერს შეაგროვებს“, - წერს უკრაინელი მაღალჩინოსანი. 

 

მისივე თქმით, კანონი მოითხოვს, დადგეს ყველა იმ პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ვინც საზღვრის უკანონო კვეთის ორგანიზებაში მონაწილეობდა, ხელმძღვანელობდა ან რჩევებით ხელს უწყობდა ამ ქმედებებს. „ეს ასეც იქნება. ასევე სათანადოდ იქნება შეფასებული სახელმწიფო ინსტიტუციების ქმედებები“, - განმარტავს ლუცენკო.

 

მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას თბილისში ექსპერტები ეხმაურებიან. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ გუშინ განვითარებული მოვლენების შედეგად, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური რეიტინგი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

 

„ბიზნესმენი ბატონი პოროშენკო უფრო უარეს მდგომარეობაში ჩავარდა, ვიდრე პოლიტიკოსი სააკაშვილი. სააკაშვილმა მოახერხა საკუთარი პიროვნების აღზევება. მიხეილმა პრაქტიკულად შამათი გაუკეთა უკრაინის ხელისუფლებას, რის გამოც მის უკან დგას ევროპული ორგანიზაციების დიდი რაოდენობა“, - ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტის სოსო ცისკარიშვილის ამ კომენტარს „რუსთავი 2“ ავრცელებს.

 

მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე საუბრობს საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე პრეზიდენტიც. ბათუ ქუთელია ამბობს, რომ მომხდარი უკრაინაში დემოკრატიის განვითარებაზე მოახდენს გავლენას.

 

„პოლიტიკური ოპონენტების განდევნა პოლიტიკური სპექტრიდან, ცუდად მთავრდება დემოკრატიული სახელმწიფოებისათვის და ის, რომ სააკაშვილი დაბრუნდა უკრაინაში, უკრაინული პოლიტიკური პროცესებისთვის არის გაცილებით უფრო ჯანსაღი “, - აცხადებს ბათუ ქუთელია.

 

 



1 დოლარი 2,7137 ლარი - ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს

person access_time2017-11-22 17:00:05
ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, ხვალ ერთი დოლარი 2,7137 ლარი ეღირება, ერთი ევრო კი 3,1897 ლარი. 21 ნოემბერს დადგენილი კურსით, დღეს ერთი დოლარი 2,7060 ღირდა, ერთი ევრო კი 3,1766 ლარი.

ახალი „TOYOTA LAND CRUISER PRADO“ უკვე საქართველოშია ახალი სიმაღლეების დასაპყრობად

person access_time2017-11-22 15:30:34
მაღალი გამავლობის ავტომობილი „Toyota Land Cruiser Prado“ განახლდა და კიდევ უფრო გაუმჯობესდა. ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ყველგანმავალი ვიზუალურად კიდევ უფრო დაიხვეწა, ტექნიკური თვალსაზრისით კი, განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე ავიდა. სწორედ განახლებული ავტომანქანის მოდელი წარადგინა კომპანია „ტოიოტა კავვკასიამ“ ცოტა ხნის წინ შატო მუხრანის ტერიტორიაზე. აღსანიშნავია, რომ „Toyota Land Cruiser Prado“ თავის სეგმენტში ყველა დროის ერთ-ერთი უნიკალური მოდელია....

„საქართველოს ფინანსური სისტემა თავიდან ბოლომდე მორგებულია კომერციულ ბანკებზე“

person access_time2017-11-22 14:30:49
ერთდღიანი გამყარების შემდეგ ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, დღეს ერთი დოლარი 2 ლარი და 70 თეთრი ღირს, ერთი ევროს ფასი  კი 3 ლარი და 17 თეთრია. ფინანსიტი დავით კიკვიძე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“ აცხადებს, რომ მიმდინარე ეტაპზე ლარის კურსის გაუფასურების მიზეზი დიდი რაოდენობით ლარის მასაა.   „ჩემი აზრით, ამ პრობლემას იწვევს ბრუნვაში ლარის ძალიან დიდი მოცულობა. მიუხედავად...

ავტობანის რიკოთის მონაკვეთზე 3 გვირაბი და 11 ხიდი აშენდება

person access_time2017-11-22 12:00:02
ავტობანის რიკოთის მონაკვეთზე 3 გვირაბი და 11 ხიდი აშენდება. გაზაფხულზე წარდგენილ პროექტში ცვლილება შევიდა, რამაც კიდევ 1 გვირაბის გაყვანის აუცილებლობა წარმოქმნა. ჩუმათელეთსა და ხევს შორის მთავარი გვირაბი 1750 მეტრი იქნება და ის არსებული გვირაბის პარალელურად გაივლის, რაც შეეხება კიდევ 2 გვირაბს ერთი რიკოთამდე აშენდება, მეორე კი, დიდი გვირაბის შემდეგ. მათი სიგრძე 350 მ და 470 მ იქნება. გარდა გვირაბებისა, ავტობანის ყველაზე რთულ...

კონტრტერორისტული სპეცოპერაცია თბილისში (განახლებადი)

person access_time2017-11-22 16:00:14
17:01 - სპეცრაზმელი, რომელიც რამდენიმე საათის წინ ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, გარდაიცვალა.   17:00 სპეცოპერაციის ადგილიდან, სავარაუდოდ კიდევ სამი დაჭრილი გაიყვანეს.   „პირველი არხის“ ინფორმაციით, სპეცოპერაციის ზონიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამი მანქანა გამოვიდა.   ამ თემაზე ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.   ოფიციალურად დადასურებულია, რომ...


მსგავსი სიახლეები