მთავარი გვერდი

„ჭადრაკის მოცარტი“ საქართველოშია

person access_time2017-09-09 16:00:16

ჭადრაკის თამაში 8 წლის ასაკში მამამ ასწავლა. 11 წლის უკვე FIDE-ს ოსტატი იყო, 12 წლისა - საერთაშორისო ოსტატი, 13 წლის ასაკში - დიდოსტატი გახდა. Elo-ს საჭადრაკო რეიტინგში - 2700 პუნქტს 16 წლისამ, ხოლო 2800-იან კოიფიციენტს - 18 წლისამ გადააბიჯა. ამ მაჩვენებლით ჭადრაკის სამყაროში მან ახალ ეპოქას დაუდო სათავე.

 

22 წლის ასაკში, პირველად მოიგო პრეტენდენტთა ტურნირი. 23 წლისამ კი მსოფლიოს ჩემპიონი ინდოელი ანანდი მისსავე სამშობლოში გაანადგურა. „ჭადრაკის მოცარტად“ წოდებული მსოფლიოს პირველი აბსოლუტური ჩემპიონია, ანუ მან პირველმა მოიგო მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ჭადრაკის სამი კატეგორიაში: კლასიკურში, სწრაფში და ბლიცში.

 

2014 წლის მაისში მისმა რეიტინგმა ფენომენალურ შედეგს - 2882 პუნქტს მიაღწია (მანამდე გარი კასპაროვის 13 წლიანი ჰეგემონია დაამხო), FIDE-ს რეიტინგში არცერთ მოჭადრაკეს ასეთი სიმაღლისთვის არასდროს მიუღწევია. ისევე როგორც არასდროს მოუგიათ, ზედიზედ ხუთჯერ „საჭადრაკო ოსკარი“.

 

ამ ბიჭს მაგნუს კარლსენი ჰქვია, ის ფოთის ზომის ნორვეგიულ ქალაქ ტენსბერგში დაიბადა და ახლა 26 წლისაა. Time-მა იგი მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა სიაში შეიყვანა.

 

/

 

ჭადრაკის ქართველ მოყვარულებს მისი ნახვა სექტემბრის ბოლომდე, თბილისის ზღვაზე მდებარე სასტუმო „ჰუალინგ პრეფერანსში“ შეუძლიათ, თუმცა გაფრთხილებთ, რომ ფანებთან ფოტოს გადაღება ნორვეგიელს მაინცდამაინც არ უყვარს.

 

„ძალიან მიხარია, რომ საქართველოში ვიმყოფები. ეს უმნიშვნელოვანესი ტურნირია და დიდი პატივია აქ თამაში. მე შვიდ სხვადასხვა სტილის მოჭადრაკესთან მომიწევს დაპირისპირება და იმედი მაქვს, რომ ამ ამოცანას თავს ღირსეულად გავართმევ.“

 

 

თბილისში მიმდინარე მსოფლიო თასის საპრიზო ფონდი 1 600 000 აშშ დოლარია. გამარჯვებული 120 000-ს, ფინალისტი კი 80 000 დოლარს მიიღებს. ფინალურ მატჩს, რომელიც ოთხი პარტიისგან შედგება უკვე თბილისის ცენტრში მდებარე სასტუმრო „ბალტიმორი“ უმასპინძლებს. მთავარი ჯილდო კი რომლისთვისაც ბრძოლა 3 სექტემბერს, 48 ქვეყნის 128 მოჭადრაკემ დაიწყო, 2018 წლის პრეტენდენტთა ტურნირზე ორი საგზურია.

 

width=650

 

ჭადრაკის მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის გარდა, თბილისის მსოფლიო თასზე ისეთი ლეგენდარული მოჭადრაკეები თამაშობენ, როგორებიც არიან: მსოფლიოს ექს-ჩემპიონები: ინდოელი ანანდი, ბულგარელი ტოპალოვი და რუსი კრამნიკი. 2016 წლის პრეტენდენტი რუსი კარიაკინი და მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონი სწრაფ ჭადრაკში უკრაინელი ივანჩუკი. FIDE- ს რეიტინგის პირველი ათეულის წევრები: ამერიკელები კარუანა, ნაკამურა და სო, ფრანგი ვაშიე-ლაგრავი, სომეხი არონიანი და აზერბაიჯანელი მამედიაროვი.

 

მსოფლიო თასის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე 16 წლის ავსტრალიელი სმირნოვი იყო, რომელმაც პირველ ტურში დიდი ბრძოლა რუს კარიაკინს გაუმართა, თუმცა დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა. ყველაზე ხანდაზმული კი ისრაელის სახელით მოასპარაზე 49 წლის ბორის გელფანდია. იგი კარიერის მანძილზე ექვსჯერ იყო პრეტენდენტი და 2009 წელს, მსოფლიო თასის გათამაშებაც მოიგო.

 

ქართველი დიდოსტატი ელიზბარ უბილავა, რომელიც მიმდინარე ტურნირზე ახალგაზრდა ინდოელი მოჭადრაკის ადჰიბანის პირადი მწვრთნელია ამბობს, რომ მსოფლიო თასზე გამარჯვება გარანტირებული არავის აქვს:

 

„მთელი საჭადრაკო ელიტა ახლა არის თბილისში. ეს ძალიან დიდი წარმატებაა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი დედაქალაქისთვის, რომ ასეთი დიდი საჭადრაკო ფორუმის მასპინძლები ვართ. ჩემი აზრით, მსოფლიო თასის მონაწილეთა სიძლიერიდან გამომდინარე შეიძლება ნებისმიერმა მოჭადრაკემ გაიმარჯვოს, მით უმეტეს, რომ ნოკაუტ-სისტემის პირობებში წინა წლებში ასეთი მაგალითები იყო.“

 

მსოფლიო თასი ნოკაუტსისტემით შვიდ რაუნდად იმართება, თითოეულ ეტაპზე დამარცხებულები ასპარეზობას ეთიშებიან. გათამაშებაში ოთხი ქართველი დიდოსტატი, სამი ვაჟი (ბაადურ ჯობავა, მიხეილ მჭედლიშვილი, ლევან ფანცულაია) და ერთი ქალბატონი (ნანა ძაგნიძე) ჩაება, თუმცა პირველი რაუნდი მხოლოდ ჯობავამ გადალახა. მან ექვსპარტიან თრილერში ესპანელი ივან სალდაგო ლოპესი 4,5:3,5 დაამარცხა. გამარჯვების შემდეგ ქართველი ესპანელს გადაეხვია და ქართულ ღვინოზე დაპატიჟა, თუმცა ესპანელმა ცხელი შოკოლადი არჩია. 

 

ევროპის მოქმედი ჩემპიონი ქალთა შორის ნანა ძაგნიძე, სამწუხაროდ ნეპალური წარმოშობის ჰოლანდიელ დიდოსტატ ანიშ გირისთან დამარცხდა, რომელსაც ცოლად ქართველი მოჭადრაკე სოფიკო გურამიშვილი ჰყავს. ქართველების სიძე მეორე რაუნდში რუს მოტილევს დაუზავდა.

 

ერთ-ერთი მთავარი სენსაცია კანადელი კოვალიოვის მიერ ინდოელი ანანდის დამარცხება გახდა, თუმცა მსოფლიოს ექსჩემპიონს სიტუაციის გამოსასწორებლად ერთი პარტია აქვს დარჩენილი.

 

FIDE-ს (მსოფლიო ჭადრაკის ფედერაციამ) წესების მიხედვით, თუ თბილისის მსოფლიო თასის ფინალში, მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ნორვეგიელი კარლსენი და შარშანდელი პრეტენდენტი რუსი კარიაკინი გავლენ (კარიაკინს უკვე მოპოვებული აქვს 2018 წლის პრეტენდეტთა ტურნირის საგზური) პრეტენდენტთა ტურნირის ერთ საგზურს, მიმდინარე მსოფლიო თასზე - მესამე და მეოთხე ადგილზე გასული მოჭადრაკეები გაითამაშებენ. მეორე საგზური კი FIDE-ს გრან-პრის სერიის მესამე პრიზიორს გადაეცემა.

 

 

მსოფლიო ჩემპიონები ჭადრაკში (FIDE, PCA)

ვილჰელმ სტეინიცი (ავსტრო-უნგრეთი/აშშ) 1886, 1889, 1891, 1892

ემანუელ ლასკერი (გერმანია) – 1894, 1897, 1907, 1908, 1909, 1910

ხოსე რაულ კაბაბლანკა (კუბა) – 1921

ალექსანდრე ალიოხინი (საფრანგეთი) – 1927, 1929, 1934, 1937

მაქს ეივე (ნიდერლანდები) - 1935

ბორის სპასკი (სსრკ) – 1969

ბობი ფიშერი (აშშ) – 1972

ანატოლი კარპოვი (სსრკ/რუსეთი) – 1975, 1978, 1981, 1993, 1996, 1998

გარი კასპაროვი (სსრკ/რუსეთი) – 1985, 1986, 1987, 1990, 1993, 1995

ალექსანდრე ხალიფმანი (რუსეთი) – 1999

რუსლან პონომარიოვი (უკრაინა) – 2002

რუსტამ კასიმჯანოვი (უზბეკეთი) – 2004

ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი) - 2005

ვლადიმერ კრამნიკი (რუსეთი) – 2000, 2004, 2006

ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი) – 2000, 2007, 2008, 2010, 2012

მაგნუს კარლსენი (ნორვეგია) – 2013, 2014, 2016

 

www.amerikiskhma.com


როგორი იქნება ვეფხვი და მოყმის “დაკიდული” ხიდი (ვიდეო)

person access_time2017-09-19 15:15:48
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ საზოგადოებას, პროგრამული ხედვის ფარგლებში, სატრანსპორტო პოლიტიკა და მისი ძირითადი მიმართულებები წარუდგინა. პროგრამაში მოხვდა მარშალ გელოვანის გამზირიდან სამტრედიის ქუჩაზე გამავალ ე.წ. დაკიდულ ხიდი, რომლის განხორციელებაზე „ქართულმა ოცნებამ 2013 წლის თებერვალში უარი განაცხადა. მოგვიანებით გაირკვა, რომ პროექტი აუცილებლად განხორციელდება.     როგორც...

რატომ არ გაამყარა ლარი ტურისტების მიერ დახარჯულმა 1.86 მილიარდმა დოლარმა

person access_time2017-09-19 14:40:13
ბოლო პერიოდის განმავლობაში, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში უფასურდება. ეკონომისტები ეროვნული ვალუტის გაუფასურების ფუნდამენტურ და მაკროეკონომიკურ ფაქტორებს ვერ ხედავენ და ძირითად აქცენტს სეზონურობაზე აკეთებენ. ტურისტული სეზონი ქვეყანაში ვალუტის შემოდინებასთან ასოცირდება და ამ პერიოდში, როგორც წესი, კურსს დაღმავალი ტრენდი არ აქვს, თუმცა ტურისტული სეზონის მილევასთან ერთად, ეროვნულმა ვალუტამ დოლართან მიმართებაში გაუფასურება დაიწყო. საპარლამენტო...

“ნაბეღლავი” ლაიმის ექსტრაქტით ალუმინის ქილაში - ახალი პროდუქტის რეალიზაცია დღეიდან დაიწყო

person access_time2017-09-19 13:01:43
„ნაბეღლავის“ მწარმოებელმა კომპანია „წყალი მარგებელმა“ მინერალური წყალი ლაიმის ექსტრაქტით გამოუშვა. ამის შესახებ „კომერსანტთან საუბრისას კომპანიის ხელმძღვანელმა ავთანდილ სვიმონიშვილმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, ახალი პროდუქტი სარეალიზაციო ქსელში უკვე დღეიდან გავიდა.   სვიმონიშვილის ინფორმაციით, ახალი პროდუქტი 0.33 ლიტრიან ალუმინის ქილაში გაიყიდება და მისი გასაყიდი ფასი 1 ლარი იქნება. მისივე  განმარტებით, უკვე დღეიდან...

პარლამენტის წევრების კავშირები ბიზნესთან და შეუთავსებელი საქმიანობა

person access_time2017-09-19 11:30:43
დეპუტატების არადეკლარირებული ბიზნეს აქტივები და სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა – საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ახალი ანგარიშის მიხედვით, ეს პრობლემა არსებობს მეცხრე მოწვევის პარლამენტშიც.    როგორც კვლევაშია აღნიშნული, ოფიციალური მონაცემების შესწავლის საფუძველზე გამოიკვეთა:   პარლამენტის წევრების ბიზნეს...

საგადასახადო შეღავათების შედეგად ამ დრომდე 25 დაუსრულებელი ობიექტის მშენებლობა განახლდა

person access_time2017-09-19 11:06:45
დაუსრულებელი მშენებლობისთვის საგადასახადო შეღავათის ამოქმედებიდან დღემდე 25 დაუსრულებელი ობიექტის მშენებლობა განახლდა. მათი საერთო საინვესტიციო ღირებულება 65 მილიონ დოლარამდეა, ხოლო მშენებლობის დასრულება 2017 წლის ბოლომდე უნდა მოხდეს. საუბარია მიმდინარე წელს, საგადასახადო კოდექსში შესულ ცვლილებებზე, რომლის შედეგადაც, 2 წლით გაიზარდა დაუსრულებელი მშენებლობებისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათის გამოყენების ვადა. მშენებლობის დასრულების საბოლოო ვადად კი 2019 წლის 31 დეკემბერი...

კომერციულმა ბანკებმა 2 კვარტალში ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან 114,9 მლნ. ლარის მოგება მიიღეს

person access_time2017-09-19 09:00:41
კომერციულ ბანკებს ვალუტის ყიდვა–გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებული მოგების მოცულობა ეზრდებათ. 2017 წლის ორ კვარტალში ბანკებმა მთლიანად ამ ოპერაციებიდან 114 953 959 ლარის მოგება მიიღეს.  კომერციული ბანკების ანგარიშგებების მიხედვით, 2017 წლის პირველ კვარტალში ვალუტის ყიდვა–გაყიდვის ოპერაციებიდან ბანკების მოგებამ 58 382 400 ლარი შეადგინა.  მეორე კვარტალში კომერციულმა ბანკებმა ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან 56,7 მილიონი ლარის მოგება მიიღეს.    კომერციული...

ფოთის ინდუსტრიული ზონის 75 %-იანი წილი ჩინურ კომპანიაზე გასხვისდა

person access_time2017-09-18 17:34:51
საქართველოს საინვესტიციო კლიმატზე ისაუბრეს სიემენში გამართულ ჩინურ-ქართულ ბიზნესფორუმზე ქართული დელეგაციის წევრებმა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობს. ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოვიდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ნინო ჯავახაძე და გიორგი ჩერქეზიშვილი. ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ მსგავსი ფორუმები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას. ბიზნესფორუმის...

როგორი იქნება რუსთავი თბილისის ავტობანი (ვიდეო)

person access_time2017-09-18 18:30:35
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისი-რუსთავის მონაკვეთი თბილისი-წითელი ხიდი (აზერბაიჯანის საზღვარი) გზის მონაკვეთის მოდერნიზაცია I და III სექცია 2014 წელს დაიწყო და 2016 წელს დასრულდა. ამასთან, თბილისი-რუსთავის მონაკვეთი თბილისი-წითელი ხიდი (აზერბაიჯანის საზღვარი) გზის მონაკვეთის მოდერნიზაცია II მონაკვეთი - სამუშაოები2017 წელს დაიწყო და 2019 წელს...

თბილისი სატრანსპორტო კოლაფსის ზღვარზე - რა გავლენას მოახდენს სატრანსპორტო ქსელზე პეკინის ქუჩის გაცალ­მხრივება

person access_time2017-09-18 19:30:33
თბილისი ცოცხალი ორგანიზმივითაა, რომელსაც გადაუდებელი შუნტირება და ახალი სისხლძარღვების ჩანერგვა სჭირდება... თუ ბოლო დროს პიკის საათებში ქალაქის ქუჩებში გაგივლიათ, გეცოდინებათ, რას ნიშნავს უძრაობა დაუსრულებელ საცობში. ექსპერტების კვლევით, საღამოს ავტოტრანსპორტით სამსახურიდან შინ მისვლას, წინა წლებთან შედარებით, 1-2 საათზე მეტი სჭირდება, თუმცა, ამაზე საგანგაშო­ ის არის, რომ პიკის საათების გარდა, თბილისის სტრატეგიულ მაგისტრალებზე მოძრაობა უკვე დღის ნებისმიერ მონაკვეთშიც, ფაქტობრივად,...

საქონლის ხორცის დეფიციტის მორიგი შედეგი - სასაკლაოების ნაწილი შესაძლოა, დაიხუროს

person access_time2017-09-19 10:00:42
საქართველოში საქონლის ხორცის დეფიციტის გამო ცხოველთა სასაკლაოების ნაწილი იხურება. სასაკლაოების ხელმძღვანელების ნაწილი „კომერსანტთან საუბარისას აცხადებს, რომ ბიზნესის ეს მიმართულება ყოველწლიურად უფრო და უფრო წამგებიანი ხდება. მიზეზად რამდენიმე ფაქტორი სახელდება, მათ შორის, ბოლო პერიოდში საქონლის ხორცის დეფიციტი.   კერძოდ, როგორც აღმოჩნდა, ქართულ  ხორცზე აზერბაიჯანელების მხრიდან მოთხოვნა გაზრდილია, გარკვეული გავლენა ლარის დევალვაციამაც მოახდინა, რის გამოც...

მსგავსი სიახლეები