როგორ გამოიმუშავებენ მილიონებს მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალები? - Forbes-ის 2017 წლის Top-10

access_time2017-09-10 12:00:36

როგორ გამოიმუშავებენ მილიონებს მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალები? 10 წლის წინ არც ერთი ცნობილი კინოვარსკლავი არ გამოჩნდებოდა, თუნდაც ყველაზე წარმატებულ სერიალში, დღეს კი სულ უფრო მეტი კინოვარსლავი გადადის ტელესერიალების ინდუსტრიაში. ასეთი „მიგრაციის“ მიზეზი შთამბეჭდავი ბიუჯეტები და მაღალი ჰონორარებია. მაგალითად, 2017 წლეს Amazon-მა სერიალების გადაღებაზე 4,5 მლრდ. დოლარი დახარჯა, Netflix-მა - 6 მლრდ, HBO-მ - 2 მლრდ დოლარი.

 

შეიცვალა არამხოლოდ ფინანსური მხარე, არამედ ფორმატი - მრავალწლიანი, დაუსრულებელი სერიალები, სეზონურმა ჩაანაცვლა, თანაც, ხშირ შემთხვევაში ყოველი სერია არის ცალკე ფილმი, ცალკე სიუჟეტებით და პერსონაჟებით.

 

საგულისხმოა, 2017 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მსახიობების რეიტინგის პირველი ხუთეულიდან, 4-მა შეასრულა როლები სერიალებში, ან ამჟამად მონაწილეობენ ტელეპროექტებში.

 

1. ემა სტოუნი

 

ქვეყანა - აშშ

ასაკი - 28

2017 წლის შემოსავალი - 26 მლნ. დოლარი

2017 წელს ამერიკელ მსახიობმა ემა სტოუნმა მიიღო მონაწილოება ფილმ „ლა ლა ლენდში“, რომელმაც მოუტანა არამხოლოდ „ოსკარი“, არამედ ამ წლის შემოსავლის დიდი ნაწილი.

ფილმის გადაღებაზე დაიხარჯა 30 მლნ. დოლარი, შემოსავალმა შეადგინა 445,3 მლნ. დოლარი. „ფორბსის“ გათვლებით, მომავალ წელს სტოუნი, სერიალის წყალობით 3,5 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. ახალი სერიალის „მანიაკის“ გადაღებები აგვისტოში დაიწყო.

 

2. ჯენიფერ ენისტონი

 

ქვეყანა - აშშ

ასაკი - 48

2017 წლის შემოსავალი - 25,5 მლნ. დოლარი

მეორე ადგილი რეიტინგში მსახიობმა დაიკავა არამხოლოდ კინოს წყალობით, მან მიიღო მონაწილოება Emirates Airline, Smartwater და Aveeno-ს სარეკლამო კაპმანიებში. ის ასევე იყო კოსმეტიკური კომპანია Living proof-ის სახე. მსახიობი ასევე ფლობდა ამ კომპანიის აქციათა პაკეტს, რომელიც მან მიყიდა ამერიკულ გიგანტ Unilever-ს, შედეგად, მსახიობი ამ რეიტინგის მე-2 პოზიციაზე მოხვდა. ცნობისთვის, ენისტონი ცნობილი გახდა საკულტო სერიალით „მეგობრები“.

 

3. ჯენიფერ ლოურენსი

 

ქვეყანა - აშშ

ასაკი - 27

2017 წლის შემოსავალი - 24 მლნ. დოლარი

ფილმებში მონაწილეობის გარდა ახალგაზრდა მსახიობის შემოსავლის წყაროა კონტრაქტი Dior-თან.

 


4. მელისა მაკარტნი

 

ქვეყანა - აშშ

ასაკი - 46

2017 წლის შემოსავალი - 18 მლნ. დოლარი

მელისა მაკარტნიმ შესარულა როლი სერიალში „მაიკი და მოლი“ რომელიც 6 წლის განმავლობაში გადიოდა CBS-ზე. 2017 წელს სერიალი დასრულდა, მსახიობმა კი ფილმში „მოჩვენებებზე მონადირე“ ითამაშა.

 

5. მილა კუნისი

 

ქვეყანა - აშშ

ასაკი - 34

2017 წლის შემოსავალი - 15 მლნ. დოლარი

მილა კუნისმა გამოიმუშავა 15 მლნ. დოლარი იმით, რომ შეასრულა როლი ფილმში „ცუდი დედები“ და გაახმოვანა ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი მულტსერიალში „Family Guy“.

 

6. ემა უოტსონი

 

ქვეყანა - ბრიტანეთი

ასაკი - 27

2017 წლის შემოსავალი - 14  მლნ. დოლარი

ემა უოტსონმა 2017 წელს შეასულა მთავარი როლი ზღაპრის „ლამაზმანი და ურჩხულის“ ეკრანიზაციაში, ეს არის 1991 წელს გადაღებული მულტფილმის კინოვერსია.

 

7. შარლიზ ტერონი

 

ქვეყანა - აშშ, სამხრეთ აფრიკა

ასაკი - 42

2017 წლის შემოსავალი - 14 მლნ. დოლარი

შარლიზ ტერონის შემოსავლის წყარო ფილმებთან ერთად არის კონტრაქტი Dior-თან.

 

8. კეიტ ბლანშეტი

 

ქვეყანა - ავსტრალია

ასაკი - 48

2017 წლის შემოსავალი - 12 მლნ. დოლარი

ბოლოს კეიტ ბლანშეტი ყველაზე მაღალანაზღაურებად ქალ მსახიობთა რეიტინგში 2009 წელსაც მოხვდა.

 

9. ჯულია რობერტსი

 

ქვეყანა - აშშ

ასაკი - 49

2017 წლის შემოსავალი - 12 მლნ. დოლარი

რეტინგის მე-9 ადგილზე კინოვარსკლავი მოხვდა კოსმეტიკურ ბრენდ Lancôme-თან სარეკლემო კონტრაქტის წყალობით.

 

10. ემი ადამსი

 

ქვეყანა - აშშ

ასაკი - 42

2017 წლის შემოსავალი - 11,5 მლნ. დოლარი

ემი ადამსი 5-ჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ მიიღო ეს პრესტიჟული ჯილდო. 2017 წელს გამოვიდა ორი ფილმი მისი მონაწლიეობით, და მიღებულმა ჰონორარმა მას რეიტინგში მეათე ადგილი მოუტანა. 

 

წყარო: forbes.ru

 



869,7 მილიონი ლარი ერთ წელიწადში - კომერციული ბანკების წმინდა მოგება რეკოდრულად გაიზარდა

person access_time2018-01-19 12:00:45
დეკემბერში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 152 563 000 ლარით გაიზარდა. შესაბამისად, 2017 წლის იანვარ-დეკემბერში ბანკების წმინდა მოგებამ 869 798 000 ლარი შეადგინა, რაც 28%-ით, 190,6 მილიონი ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2016 წლის იანვარ-დეკემბერში კომერციულმა ბანკებმა 679 101 000 ლარის წმინდა მოგება მიიღეს.     რაც შეეხება მოგების გადასახადს, საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, კომერციული ბანკებმა დეკემბერში ბიუჯეტში...

„კომერსანტის“ შეკითხვა საქართველოს პარლამენტის წევრებს!

person access_time2018-01-18 19:00:52
მედიაჰოლდინგი „კომერსანტი“ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს შეკითხვით მიმართავს. ხელისუფლებაში მეორე ვადით მოსული მმართველი პარტიის მთავარი ლოზუნგი „კეთილდღეობა და სწრაფი განვითარებაა“. ამ ფონზე კი გადახდისუუნარო მოსახლეობის რიცხვი წლიდან წლამდე მატულობს. საქართველოს მოსახლეობის 6,3% გადახდისუუნაროა. აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემებით, ბაზაში ჩანაწერების რაოდენობამ უკვე 234 ათასს გადააჭარბა, რაც თითქმის 4,7...

„ვაქცინები, რომლებიც დღეს არის საქართველოში არის მაღალხარისხიანი“ - დავით სერგეენკო ვაქცინაციაზე დამატებით განმარტებებს აკეთებს

person access_time2018-01-18 18:30:48
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ვაქცინაციასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს აკეთებს. როგორც მინისტრმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გავრცელებული ინფორმაცია, რომ იმუნიზაციის პროგრამით, სავარაუდოდ, ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი 29 ათასი ვაქცინა გაიხარჯა, სიმართლეს არ შეესაბამება. „გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. სიმართლეს არ შეესაბამება არცერთი პუნქტი. პირველი, რომ ეს პრობლემა ვრცელდებოდა მთლიანად იმუნიზაციის...

ფინელი მეცნიერები ლუდომანიის სამკურნალო სპრეის შექმნაზე მუშაობენ

person access_time2018-01-19 13:00:22
ფინეთის ჯანმრთელობის და კეთილდღეობის ინსტიტუტის მეცნიერები მუშაობენ წამალზე, რომელიც ლუდომანებს, ანუ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანებს მავნე ჩვევისგან განკურნავს. ეს იქნება ცხვირის სპრეი, რომლის აპრობირება 30-მა მოხალისემ უკვე გაიარა.   ეს არ არის ფინელი მეცნიერების პირველი მცდელობა - ადრე ისინი ცდილობდნენ ლუდომანიის მკურნალობას აბებით, თუმცა ამ იდეამ წამლის ნელი მოქმედების გამო არ გაამართლა.   „მოთამაშეები ძალიან აზარტულები არიან. სურვილი...

მსესხებლის გარდაცვალების შემთხვევაში შესაძლოა, მისი სამართალმემკვიდრე მოიძებნოს

person access_time2018-01-18 17:24:15
იმ შემთხვევაში, თუ სესხის ამღები პირი გარდაიცვალა, სესხის ამომღებ კომპანიას ამ სესხის მოთხოვნის უფლება აქვს, – განაცხადა პრობლემური აქტივების ბიუროს დირექტორმა, ლაშა ნოზაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“. „ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, გარდაცვლილი პირის სამართალმემკვიდრე მოიძებნოს, რაც სამართალდარღვევა არ არის“, – განაცხადა ლაშა ნოზაძემ. მისივე თქმით, თუ ონლაინსესხების კომპანია კონკრეტული მომხმარებლის წინააღმდეგ...


მსგავსი სიახლეები