ახალი BMW X7 (ფოტომასალა)

access_time2017-09-08 19:48:13

BMW ფრანკფურტის ავტოშოუზე (14-24 სექტემბერი) მეშვიდე სერიის SUV-ვერსიის, BMW X7-ის სტუდიურ მოდელს წარმოადგენს. ბავარიელთა მეგა-SUV-ის ფოტოები უკვე გავრცელდა!



BMW X5-ის დიდი ძმა 2018 წლიდან გამოდის და ბავარიელთა X-სერიის ახალი ფლაგმანი იქნება. როგორც მიუნხენელები ამბობენ, ფრანკფურტის ავტოშოუზე წარმოდგენილი სტუდიური მოდელი სერიულ ვერსიასთან ძალიან ახლოს იქნება. თვალშისაცემია BMW-სთვის დამახასიათებელი გიგანტური “თირკმელები” და მაღალი გვერდითა ფანჯრები.

 

width=600

ინტერნეტში X7-ის სტუდიური ვერსიის ინტერიერის ფოტოებიც გავრცელდა. კოკპიტი თავისი ორი ეკრანით კონცეპტუალური მე-8 სერიის (8er Concept) დიზაინს მოგაგონებთ.

 

X7 ტექნიკას და პლატფორმას ლუქს-სედან “მეშვიდე სერიისგან” მიიღებს. ასევე 7er-ისგან აიღებენ ძრავებს და ამძრავსაც. ნაცნობი 6 და 8-ცილინდრიანების გარდა, X7 სავარაუდოდ X5 xDrive40e-ს ჰიბრიდული სისტემითაც იქნება ხელმისაწვდომი - სტუდიური მოდელის სახელწოდება X7 iPerformance გახლავთ.

 

width=600

 

 

www.autobuild.ge



1 დოლარი 2,7137 ლარი - ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს

person access_time2017-11-22 17:00:05
ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, ხვალ ერთი დოლარი 2,7137 ლარი ეღირება, ერთი ევრო კი 3,1897 ლარი. 21 ნოემბერს დადგენილი კურსით, დღეს ერთი დოლარი 2,7060 ღირდა, ერთი ევრო კი 3,1766 ლარი.

ახალი „TOYOTA LAND CRUISER PRADO“ უკვე საქართველოშია ახალი სიმაღლეების დასაპყრობად

person access_time2017-11-22 15:30:34
მაღალი გამავლობის ავტომობილი „Toyota Land Cruiser Prado“ განახლდა და კიდევ უფრო გაუმჯობესდა. ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ყველგანმავალი ვიზუალურად კიდევ უფრო დაიხვეწა, ტექნიკური თვალსაზრისით კი, განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე ავიდა. სწორედ განახლებული ავტომანქანის მოდელი წარადგინა კომპანია „ტოიოტა კავვკასიამ“ ცოტა ხნის წინ შატო მუხრანის ტერიტორიაზე. აღსანიშნავია, რომ „Toyota Land Cruiser Prado“ თავის სეგმენტში ყველა დროის ერთ-ერთი უნიკალური მოდელია....

„საქართველოს ფინანსური სისტემა თავიდან ბოლომდე მორგებულია კომერციულ ბანკებზე“

person access_time2017-11-22 14:30:49
ერთდღიანი გამყარების შემდეგ ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, დღეს ერთი დოლარი 2 ლარი და 70 თეთრი ღირს, ერთი ევროს ფასი  კი 3 ლარი და 17 თეთრია. ფინანსიტი დავით კიკვიძე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“ აცხადებს, რომ მიმდინარე ეტაპზე ლარის კურსის გაუფასურების მიზეზი დიდი რაოდენობით ლარის მასაა.   „ჩემი აზრით, ამ პრობლემას იწვევს ბრუნვაში ლარის ძალიან დიდი მოცულობა. მიუხედავად...

ავტობანის რიკოთის მონაკვეთზე 3 გვირაბი და 11 ხიდი აშენდება

person access_time2017-11-22 12:00:02
ავტობანის რიკოთის მონაკვეთზე 3 გვირაბი და 11 ხიდი აშენდება. გაზაფხულზე წარდგენილ პროექტში ცვლილება შევიდა, რამაც კიდევ 1 გვირაბის გაყვანის აუცილებლობა წარმოქმნა. ჩუმათელეთსა და ხევს შორის მთავარი გვირაბი 1750 მეტრი იქნება და ის არსებული გვირაბის პარალელურად გაივლის, რაც შეეხება კიდევ 2 გვირაბს ერთი რიკოთამდე აშენდება, მეორე კი, დიდი გვირაბის შემდეგ. მათი სიგრძე 350 მ და 470 მ იქნება. გარდა გვირაბებისა, ავტობანის ყველაზე რთულ...

კონტრტერორისტული სპეცოპერაცია თბილისში დასრულდა (განახლებადი)

person access_time2017-11-22 16:00:14
17:18 სპეცოპერაცია დასრულებულია - ინფორმაციას სუს-ში ადასტურებენ, თუმცა დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება   17:01 - სპეცრაზმელი, რომელიც რამდენიმე საათის წინ ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, გარდაიცვალა. ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის ექიმმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.   „დაჭრილ სპეცრაზმელს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჩვენებები ჰქონდა, - აღნიშნა...


მსგავსი სიახლეები