საქართველომ კიბერუსაფრთხოების გლობალურ ინდექსში მე-2 პოზიცია დაიკავა

access_time2017-09-08 19:00:24

საქართველომ კიბერუსაფრთხოების გლობალურ ინდექსში მეორე პოზიცია დაიკავა. ამის შესახებ ნაციონალური კიბერუსაფრთხოების ინდექსის (NCSI) კვლევის შემდეგ გახდა ცნობილი, რომელიც ევროკავშირის დაკვეთით 29 ქვეყანაში ჩატარდა. 

 

აღნიშნული მაჩვენებლით ქვეყანა პირველ პოზიციას იკავებს აღმოსავლეთის პარტნიორობის სახელმწიფოებს შორის და უსწრებს ევროკავშირის წევრ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: გერმანია, ნიდერლანდების სამეფო, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი და დანია. 

 

ინდექსი სახელმწიფოების მიერ კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში გატარებულ ღონისძიებებს 12 მიმართულებით აფასებს; მოწმდება ქვეყნების მზადყოფნა მნიშვნელოვანი კიბერსაფრთხეებისა და შეტევების პრევენციისა თუ ფართომასშტაბიანი კიბერკრიზისების თავიდან აცილების საკითხში. აღსანიშნავია, რომ საქართველო არის ის გამონაკლისი, რომელსაც არც ერთ თემატურ მიმართულებაში არ მიუღია ნულოვანი შეფასება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ქვეყნის მთავრობის ერთიან და კომპლექსურ მიდგომას კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში. 

 

ინდექსის ფარგლებში შეფასდა ქვეყანაში შესაბამისი სამართლებრივი რეგულაციების არსებობა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფაზე უფლებამოსილი უწყებების მუშაობის ეფექტურობა, მათ შორის, ინციდენტებზე დროული და ეფექტიანი რეაგირება, კრიტიკული ინფორმაციული სისტემების მაქსიმალური დაცულობის უზრუნველყოფა, კიბერდანაშაულთან ბრძოლის მექანიზმის არსებობა, ელექტრონული მომსახურებების, ელექტრონული იდენტიფიკაციისა და ხელმოწერისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული კამპანიების წარმართვა და კიბერუსაფრთხოების საკითხებზე შედეგიანი საერთაშორისო თანამშრომლობა. 

 

შეფასებული თემატური მიმართულებებიდან საქართველომ უმაღლესი შეფასება დაიმსახურა 5 მათგანში: კიბერუსაფრთხოების ეროვნული პოლიტიკის შემუშავების შესაძლებლობა; ეროვნული დონის კიბერშეტევების ანალიზის შესაძლებლობა; ელექტრონული იდენტიფიკაციისა და ელექტრონული ხელმოწერის დანერგვის შესაძლებლობა; კრიტიკული ინფორმაციული სისტემებისა და მომსახურების უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესაძლებლობა; კიბერდანაშაულთან ბრძოლის შესაძლებლობა.

 

კიბერუსაფრთხოების გლობალური ინდექსი შემუშავებულია ესტონეთის ელექტრონული მმართველობის აკადემიის მიერ ევროკავშირის მხარდაჭერითა და საერთაშორისო მეთოდოლოგიების გამოყენებით. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს საქართველომ საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების (ITU) კიბერუსაფრთხოების ინდექსში ევროპაში − მე-2, ხოლო საერთაშორისო დონეზე მე-8 ადგილი დაიკავა.

 

BPN.GE

 

 

 

 

 



1 დოლარი 2,7137 ლარი - ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს

person access_time2017-11-22 17:00:05
ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, ხვალ ერთი დოლარი 2,7137 ლარი ეღირება, ერთი ევრო კი 3,1897 ლარი. 21 ნოემბერს დადგენილი კურსით, დღეს ერთი დოლარი 2,7060 ღირდა, ერთი ევრო კი 3,1766 ლარი.

ახალი „TOYOTA LAND CRUISER PRADO“ უკვე საქართველოშია ახალი სიმაღლეების დასაპყრობად

person access_time2017-11-22 15:30:34
მაღალი გამავლობის ავტომობილი „Toyota Land Cruiser Prado“ განახლდა და კიდევ უფრო გაუმჯობესდა. ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ყველგანმავალი ვიზუალურად კიდევ უფრო დაიხვეწა, ტექნიკური თვალსაზრისით კი, განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე ავიდა. სწორედ განახლებული ავტომანქანის მოდელი წარადგინა კომპანია „ტოიოტა კავვკასიამ“ ცოტა ხნის წინ შატო მუხრანის ტერიტორიაზე. აღსანიშნავია, რომ „Toyota Land Cruiser Prado“ თავის სეგმენტში ყველა დროის ერთ-ერთი უნიკალური მოდელია....

„საქართველოს ფინანსური სისტემა თავიდან ბოლომდე მორგებულია კომერციულ ბანკებზე“

person access_time2017-11-22 14:30:49
ერთდღიანი გამყარების შემდეგ ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, დღეს ერთი დოლარი 2 ლარი და 70 თეთრი ღირს, ერთი ევროს ფასი  კი 3 ლარი და 17 თეთრია. ფინანსიტი დავით კიკვიძე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“ აცხადებს, რომ მიმდინარე ეტაპზე ლარის კურსის გაუფასურების მიზეზი დიდი რაოდენობით ლარის მასაა.   „ჩემი აზრით, ამ პრობლემას იწვევს ბრუნვაში ლარის ძალიან დიდი მოცულობა. მიუხედავად...

ავტობანის რიკოთის მონაკვეთზე 3 გვირაბი და 11 ხიდი აშენდება

person access_time2017-11-22 12:00:02
ავტობანის რიკოთის მონაკვეთზე 3 გვირაბი და 11 ხიდი აშენდება. გაზაფხულზე წარდგენილ პროექტში ცვლილება შევიდა, რამაც კიდევ 1 გვირაბის გაყვანის აუცილებლობა წარმოქმნა. ჩუმათელეთსა და ხევს შორის მთავარი გვირაბი 1750 მეტრი იქნება და ის არსებული გვირაბის პარალელურად გაივლის, რაც შეეხება კიდევ 2 გვირაბს ერთი რიკოთამდე აშენდება, მეორე კი, დიდი გვირაბის შემდეგ. მათი სიგრძე 350 მ და 470 მ იქნება. გარდა გვირაბებისა, ავტობანის ყველაზე რთულ...

კონტრტერორისტული სპეცოპერაცია თბილისში (განახლებადი)

person access_time2017-11-22 16:00:14
17:01 - სპეცრაზმელი, რომელიც რამდენიმე საათის წინ ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, გარდაიცვალა. ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის ექიმმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.   „დაჭრილ სპეცრაზმელს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჩვენებები ჰქონდა", - აღნიშნა ექიმმა.   17:00 სპეცოპერაციის ადგილიდან, სავარაუდოდ კიდევ სამი დაჭრილი გაიყვანეს.   „პირველი არხის“ ინფორმაციით, სპეცოპერაციის ზონიდან...


მსგავსი სიახლეები