აგვისტოში FAO-ს სურსათის ფასის ინდექსი დაეცა, რაც მსოფლიოში ხორბალსა და მარცვლეულზე ფასების შემცირებითაა გამოწვეული

access_time2017-09-08 13:56:09

აგვისტოში სურსათზე გლობალური ფასები შემცირდა. მარცვლეულის უხვი მოსავლის მიღების პერსპექტივამ დიდი მარაგების დაგროვების მოლოდინი გააჩინა, რაც გლობალური ფასების შემცირების ძირითადი მიზეზი გახდა.

 

გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის(FAO) სურსათის ფასების ინდექსი, ივლისთან შედარებით, 1.3 პუნქტით შემცირდა და აგვისტოში 176.6 პუნქტი შეადგინა. ინდექსის შემცირების ძირითადი მიზეზი FAO-ის მარცვლეულის ფასის ინდექსის 5.4%-იანი შემცირება იყო, რაც, თავის მხრივ, შავი ზღვის რეგიონში მარცვლეულის გაუმჯობესებული მოსავლის მოლოდინის ფონზე, ხორბლის ფასების მკვეთრმა ვარდნამ გამოიწვია.

აგვისტოში FAO-ის სურსათის ფასების შემცირებით ინდექსის სამთვიანი უწყვეტი ზრდის პერიოდი დასრულდა. მიუხედავად ამისა, ყოველთვიური შეწონილი სავაჭრო ინდექსი, რომელიც ხუთი ძირითადი სასურსათე ჯგუფის (მარცვლეული, ხორცი, შაქარი, ზეთი, რძის პროდუქტები) საერთაშორისო საბაზრო ფასებს ასახავს, გასული წლის მაჩვენებელს 6%-ით აღემატება.

 

მარცვლეულის ფასების ინდექსის გარდა, ამ თვეშიFAO-ის ხორცის ფასების ინდექსიც 1.2%-ით  შემცირდა, ხოლო შაქრის ფასების ინდექსი - 1.7%-ით. ეს უკანასკნელი შაქრის წამყვან მწარმოებელ ქვეყნებში, ბრაზილიაში, ტაილანდში და ინდოეთში, ლერწმის სახარბიელო მოსავალმა განაპირობა; ამასთან, ჩინეთისა და ინდოეთის მიერ მაღალი ტარიფების დაწესების გამო შაქარზე საერთაშორისო მოთხოვნა შემცირდა, რამაც შაქრის ფასების ინდექსის შემცირებაზეც იმოქმედა.


 

ხოლო FAO-ის მცენარეული ზეთის ფასების ინდექსი 2.5%-ით გაიზარდა, რაც პალმის, სოიოს, რაფსის და მზესუმზირის ზეთის კვოტირების ზრდით არის განპირობებული.

 

ასევე, FAO-ის რძის პროდუქტების ფასების ინდექსი,  1.4 პროცენტით გაიზარდა ივლისთან შედარებით. ზრდა ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში კარაქის ცხიმზე მოთხოვნის ზრდით არის განპირობებული.

 

 



მერია „სითი პარკს“ სიურპრიზს უმზადებს

person access_time2018-02-19 08:50:27
დაახლოებით ერთ თვეში,თბილისის მერია „სითი პარკთან“ დაკავშირებით ახალ დეტალებს გაასაჯაროებს. „კომერსანტის“ მცდელობის მიუხედავად, მერიაში სიახლის დაკონკრეტებისაგან თავი შეიკავეს.  „ახლა „სითი პარკთან“ დაკავშირებით  გარკვეული მუშაობა მიმდინარეობს, სამუშაო პროცესია, ამიტომ წინასწარ ვერ გეტყვით დეტალებს. დაახლოებით ერთ თვეში საზოგადოებას შევატყობინებთ ახალ ინფორმაციას“, - განაცხადეს მერიაში. „კომერსანტი“ დამატებითი ინფორმაციისათვის „სითი პარკს“...

„ბიტკოინი: იყავი საკუთარი თავის ბანკი“ – უქმნის, თუ არა კრიპტოვალუტა ბანკებს საფრთხეს?

person access_time2018-02-18 20:00:02
“Bitcoin: Be your own bank“...

გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.   „ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“-...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....


მსგავსი სიახლეები