სასოფლო-სამეურნეო მიწებზე მორატორიუმის გამო, ირანელმა ბიზნესმენებმა ინვესტიციის ჩადება გადაიფიქრეს

access_time2017-09-11 09:00:11

სასოფლო–სამეურნეო მიწის ნაკვეთების უცხოელებზე გასხვისების აკრძალვის შედეგებზე „კომერსანტთან“ ირანის სავაჭრო პალატის გენერალური დირექტორი რაჰიმ აბაჩი საუბრობს. მისი განცხადებით, მას შემდეგ, რაც  ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელებზე გასხვისება კანონით აიკრძალა, ორმა საკმაოდ მსხვილმა ირანელმა ინვესტორმა საქართველოში ინვესტიციის განხორციელება გადაიფიქრა.

 

აბაჩის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მიღებული ეს გადაწყვეტილება არასწორია და სამომავლოდ, საკმაოდ ცუდი შედეგების მომტანი იქნება. „რამდენიმე ინვესტორი დაინტერესებული იყო საქართველოში საკმაოდ დიდი ინვესტიციის განხორციელებით. უნდოდათ მიწების ყიდვა, თუმცა, ჩვენ მათ ვერანაირად ვერ დავეხმარეთ. უცხოელი ინვესტორი თუ მიწის მფლობელი არ იქნება, აქ ფულის ჩადებას არ გარისკავს. მსგავსი ორი შემთხვევა უკვე იყო“, - აცხადებს აბაჩი.

 

მისი თქმით, კარგი იქნება, თუ კანონში ჩაიწერება გამონაკლისი შემთხვევები - კერძოდ, მიწა გასხვისდეს იმ შემთხვევაში, თუ ინვესტორი მსხვილი ინვესტიციის ვალდებულებას აიღებს. 

 

როგორც ცნობილია, პარლამენტმა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების შეძენის შეჩერების შესახებ დადგენილი მორატორიუმი გარდამავალ ეტაპზე არ გავრცელდება ბანკებსა და მიკროსაფინანსოებზე. ასევე, გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობისათვის დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება, მორატორიუმიდან გამონაკლისის დაშვებასთან დაკავშირებით, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

 

კანონპროექტით ნარჩუნდება ის პრინციპი, რომ მიწა არის განსაკუთრებული რესურსი და მისი მესაკუთრე უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე. პროექტის ინიციატორები განმარტავენ, რომ კანონპროექტის მიღება ხდება იმის გამო, რომ რომ არ შეიქმნას სამართლებრივი ვაკუუმი, და საკუთრების კონსტიტუციური უფლება იყოს დაცული. კანონპროექტი მიიღება გარდამავალი ეტაპისთვის, სანამ არ იქნება მიღებული ორგანული კანონი, რომელიც დაარეგულირებს მიწის საკითხს.

 

კანონპროექტით კომერციულ ბანკებს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ეძლევათ ვალდებულება, შესაბამისად ორი და ერთი წლის ვადაში გაასხვისონ მათ საკუთრებაში არსებული მიწები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე.

 

ავტორი: სოფო ქსოვრელი 

 

 

 

 



“პირველი იანვრიდან ხელფასს დაერქმევა ხელფასი, პრემიას - პრემია"- ირაკლი ხმალაძე

person access_time2017-11-19 12:56:41
პირველი იანვრიდან ძალაში შედის სახელფასო რეფორმა, რომლითაც წლის განმავლობაში პრემიის ოდენობა ჯამურად 10%–ს უნდა შეადგენდეს. ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში თბილისის ვიცე–მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, პირველი...

Bloomberg-მა 2017 წლის საუკეთესო ბიზნეს სკოლები დაასახელა

person access_time2017-11-18 12:30:40
Bloomberg ამერიკის საუკეთესო ბიზნეს სკოლების ყოველწლიურ რეიტინგს აქვეყნებს. ზედიზედ მესამე წელია სიის სათავეში Harvard ხვდება. მიმდინარე წელს რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესეს პენსილვანიის უნივერსიტეტმა და MIT -მა. რეიტინგის შედეგენისას შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენეს: კურსდამთავრებულების და სტუდენტების სამეცნიერო მიღწევები; კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებელი და მათი საშუალო ანაზღაურება. Columbia Business School-ის კურსდამთავრებულები სწავლის...

სად არის თქვენს მიერ დაანონსებული გაზრდილი ინვესტიციები ბატონო გიორგი?

person access_time2017-11-18 11:00:18
„2017 წლიდან ლარი ისე გამყარდება, რომ ეროვნულ ბანკს მიჯნის დადება მოუწევს“, — ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გიორგი გაჩეჩილაძემ 2016 წლის ნოემბერში მთავრობის ახალი შემადგენლობის პარლამენტში მოსმენისას განაცხადა . ამასთან, გიორგი გაჩეჩილაძემ მთავრობის ახალ შემადგენლობას კითხვაც დაუსვა, თუ როგორ შეძლებენ მომავალში გამყარებულ ლარზე ზღვარის დაწესებას. მაშინ „მწვანეთა პარტიის” ლიდერმა, გიორგი გაჩეჩილაძე ისიც განაცხადა, რომ მომავალ წელს...

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა

person access_time2017-11-17 18:46:40
თბილისის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე უძღვებოდა. სხდომაზე ვიცე - მერობის კანდიდატმა, ირაკლი ხმალაძემ საკრებულოს წევრებს მერის მოადგილეების, საქალაქოს სამსახურების ხელმძღვანელებისა და გამგებლების ახალი შემადგენლობა წარმოუდგინა.   დეპუტატების უმრავლესობამ ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს, მერის მოადგილეებს: მაია ბითაძეს, ირაკლი ბენდელიანს და გიგა ნიკოლეიშვილს, ასევე დედაქალაქის მთავრობას...

The New York Times – ავწიოთ ჭიქა საქართველოსთვის, რომელიც მეღვინეობის აკვანია

person access_time2017-11-17 20:30:20
ავწიოთ ჭიქა საქართველოსთვის, რომელიც მეღვინეობის აკვანი შეიძლება იყოს, – ამ სიტყვებით იწყებს The New York Times საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით, „8 000 წლის დაძველების ღვინო პრეისტორიული ხანის საქართველოდან“. გამოცემა წერს, რომ „ქვეყანა, რომელიც ევროპასა და შუა აზიას შორის, სამხრეთ კავკასიის მთების გასწვრივ გაშლილ ნაყოფიერ ველებზეა გადაჭიმული, შეიძლება იყოს იმ ადამიანების სამშობლო, რომლებმაც ჩვეულებრივი ვაზის კულტივირება შეძლეს და საფუძველი ჩაუყარეს შარდონეს,...


მსგავსი სიახლეები