მთავარი გვერდი

„ქართული ღვინის ფესტივალი" აზიის ქვეყნებში გაიმართა

person access_time2017-09-08 13:15:00

„ქართული ღვინის ფესტივალი" სინგაპურში და ჩინეთის ქალაქებში - შანხაიში და ჰონგ-კონგში გაიმართა. ფესტივალის ორგანიზატორი ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „Meiburg Wine Media"-ს მმართველი, ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი იყო.

 

„ქართული ღვინის ფესტივალს" ადგილობრივი ღვინის იმპორტიორები, მაგისტრები, მედიის,  რესტორნებისა და სასტუმროების ქსელების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

როგორც დებრა მეიბურგი აცხადებს, აზიის ამ ქვეყნებში, განსაკუთრებით კი სინგაპურში, სადაც ქართული ღვინის დეგუსტაცია-წარდგენა მსგავსი ფორმით პირველად მოეწყო,ფესტივალი წარმატებული აღმოჩნდა. მისი თქმით, სინგაპურელი იმპორტიორების უმრავლესობა უკვე დაინტერესდა ქართული ღვინით.

 

„ჰონგ-კონგში ხალხს გაგებული აქვს ქართული ღვინის შესახებ, მაგრამ მწარმოებლებისა და ღვინის კომპანიებისწარმომადგენლების აქ ყოფნა ბაზარზე წარმატების მოპოვების საწინდარია. ეს ადამიანები ხვდებიან ერთმანეთს, აგემოვნებენ ღვინოს და კომპეტენციას იღებენ მის მხარდასაჭერად. შანხაის ბაზარზე ქართულ ღვინოს დიდი წარმატება აქვს ამ  რამდენიმე წლის  მუშაობის შედეგად. აშკარაა, რომ ღვინის მიწოდება შეესაბამება ბაზარს, ჩემი აზრით, ქართული ღვინოების, მაგალითად საფერავის  ცოცხალი გემო, ალკოჰოლი, ღვინის წარმოების განსაკუთრებული ტექნოლოგია, შესანიშნავად შეესაბამება ამ ბაზარს. მოუთმენლად ველოდები სიახლეებს ჩინეთში ახალი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების მიმართულებით" - აღნიშნა დებრა მეიბურგმა.

 

ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა გიორგი სიხარულიძემ აღნიშნა, რომ ფესტივალის ფარგლებში გამართულმა ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარებმა ადგილობრივ ღვინის პროფესიონალებზე დიდი შთაბეჭდილება მაოხდინა.

 

„დებრა მეიბურგის ორგანიზებით, ქართული ღვინის კომპანიებისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებისთვის მოეწყოვიზიტები ღვინის ბარებსა და მაღაზიებში, სადაც მოხდა მხარეებს შორის ინფორმაციისა და კონტაქტების გაცვლა. ამით, ქართულიმხარისთვის ხელმისაწვდომი გახდა ადგილობრივი გაყიდვების ტენდენციები და ბაზრის მოთხოვნილებები, რაც საშუალებასიძლევა დაისახოს სწორი სტრატეგიული გეგმა  სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბაზარზე ქართული ღვინისრეალიზაციისთვის" - აღნიშნა გიორგი სიხარულიძემ.

 

სინგაპურში გამართულ დეგუსტაციაზე დებრა მეიბურგის მიერწარდგენილი იყო 10 ქართული ღვინო და მისი შეხამება 5 ადგილობრივ საკვებთან,  შანხაიში და ჰონგ-კონგში გაიმართულღონისძიებაზე დებრა მეიბურგმა ქართული ღვინის დეგუსტაცია და სემინარი ჩაატარა. 

 


„ჰუალინგ ჯგუფის“ ახალ პროექტს, ჰუალინგი თბილისის ზღვის პლაზას, საქართველოში ყველაზე სრულყოფილი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა გააჩნია

person access_time2017-09-25 13:10:52
„ჰუალინგი თბილისის ზღვის პლაზას“ საქართველოში ყველაზე სრულყოფილი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა გააჩნია.შენობაში დამონტაჟებულია ცეცხლის ქრობის ავტომატური სისტემა, არის 17 საევაკუაციო კარი და 18 საევაკუაციო კიბე. ყველა სართული აღჭურვილია ავტომატური სახანძრო ფარდებით, რომელთა ცეცხლმედეგობა 45 წუთია და რომლებიც, ხანძრის შემთხვევაში, უზრუნველყოფენ სექტორების განმხოლოებას. ყველა კარი ცეცხლგამძლე მასალით არის დამზადებული. თბილისის ზღვის პლაზას გააჩნია კარგად მომზადებული და გაწვრთნილი...

Bloomberg - კობა გვენეტაძე: 2018 წელს ქვეყანა ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს - 3%-ს მიუახლოვდება

person access_time2017-09-25 13:15:59
მიმდინარე წელს, მოსალოდნელია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად დატოვებს, 2018 წლიდან კი დაიწყება პოლიტიკის ეტაპობრივი შერბილება - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ Bloomberg-თან ინტერვიუში. წელს განაკვეთი უკვე ორჯერ გავზარდეთ, მაგრამ ჩვენი პროგნოზს თანახმად პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად შემცირდება მის ნეიტრალურ დონემდე, რომელიც 5 პროცენტის ფარგლებშია.“ საქართველომ 6 სექტემბერს...

S&P: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მართვისთვის საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივ კომპანიას დააფუძნებენ

person access_time2017-09-25 12:30:31
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ამოქმედებით, უახლოეს პერიოდში, „საქართველოს რკინიგზაზე“  მნიშვნელოვან პოზიტიურ გავლენას  არ ელის Standard and Poor’s-ი.   სააგენტომ საქართველოს სარკინიგზო ოპერატორს რეიტინგი В+/В დონეზე დაუდასტურა, თუმცა რეიტინგის პროგნოზი „სტაბილურიდან“ „ნეგატიურამდე“ შეუმცირა.   სააგენტოს ექსპერტებს რკინიგზის მოდერნიზებისთვის საჭირო მაღალი კაპიტალური ხარჯები და ამავე დროს...

ხმაურის გადაჭარბებაზე აგვისტოში 37 ჯარიმა დაიწერა

person access_time2017-09-25 10:40:10
აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების გამო, საპატრულო პოლიციამ ორ კვირაში საქართველოს მასშტაბით სულ 37 ჯარიმა გამოწერა. ჯარიმების ეს რაოდენობა ხმაურის შესახებ კანონის ამოქმედებიდან, 15 აგვისტოდან 31 აგვისტომდე დაფიქსირდა. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 77’-1 მუხლით ყველაზე მეტი 24 ჯარიმა თბილისში დაიწერა, შემდეგი არის აჭარა, სადაც სამართალდამცველებმა 10 ჯარიმა გამოწერეს, ხოლო ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და...

38 მილიონი 6 თვეში - კომერციული ბანკების შემოსავალი მოსახლეობისთვის დაკისრებული ჯარიმებიდან

person access_time2017-09-25 09:00:35
საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემებით, კომერციულმა ბანკებმა 2017 წლის 6 თვის განმავლობაში საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან ჯარიმის სახით 37 982 147 ლარის შემოსავალი მიიღეს.  კომერციული ბანკების ანგარიშგებების მიხედვით, 2017 წლის პირველ კვარტალში სესხებიდან ჯარიმის სახით 20 935 179 ლარის შემოსავალი მიიღეს. მეორე კვარტალში კი ამ შემოსავალმა 17 046 968 ლარი შეადგინა.   კომერციული ბანკების ანგარიშგებაში ვკითხულობთ, 2017 წლის ორ კვარტალში...

სასტუმროების საფასო პოლიტიკა საქართველოში

person access_time2017-09-24 17:00:14
რომელი ქვეყნებიდან სტუმრობენ საერთაშორისო ვიზიტორები საქართველოს, რა მიზნით ჩამოდიან ტურისტები ქვეყანაში და რა ტემპით ვითარდება საქართველოში სასტუმრო ბიზნესი, - თემების მიმოხილვით გადაცემაში ’’საქმიანი დილა“ Cushman & Wakefield Georgia-ს რეგიონალური დირექტორი ნინო რუხაძე საუბრობს.  -ქალბატონო ნინო, დღესდღეობით საქართველოში როგორც საერთაშორისო, ისე ქართული ბრენდების სასტუმროების მშენებლობის ბუმია, როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა და რატომ...

გაზრდილი ექსპორტის მიუხედავად ყურძნის ფასი ისევ დაბალია

person access_time2017-09-24 15:00:07
იმის მიუხედავად, ქართული ოცნების დამფუძნებელი ჯერ კიდევ 2012 წელს აცხადებდა, რომ ყურძნის ფასი არ შეიძლება იყოს 1 ლარზე ნაკლები, დღემდე რქაწითელსა და მწვანეს ფერმერები 70–80 თეთრზე ძვირად ვერ ყიდიან. ამასთან, წელს რთველი ისე მიმდინარეობს, რომ მთავრობა სახელმწიფო სუბსიდიას აღარ გასცემს.   თამარ დიღმელაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს.   “ხვალ უნდა დავკრიფო მწვანე,  რქაწითელი და საფერავი. “კახურმა ტრადიციულმა...

რამდენად დამაკმაყოფილებელია საწვავის ხარისხი საქართველოში

person access_time2017-09-23 15:00:18
მიმდინარე წელს გარემოს დაცვის სამინისტრომ საწვავის ხარისხი 14 ავტოგასამართ სადგურზე შეამოწმა. ამის შესახებ PALITRANEWS-ს მთავარმა სახელმწიფო ინსპექტორმა ნელი კორკოტაძემ განუცხადა.მისი თქმით, შემოწმებულ ობიექტებზე ხარისხობრივი ნორმების დარღვევის ფაქტი არ გამოვლენილა. „წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 14 ავტოგასამართ სადგურზე შემოწმდა საწვავის ხარისხი. საუბარია, როგორც ბრენდირებულ ისე არაბრენდირებულ გასამართ სადგურებზე. შემოწმება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით განხორციელდა...

დავით საგანელიძე: ``ვცდილობთ, ჩინელი ინვესტორები ორი დიდი პროექტით დავაინტერესოთ``

person access_time2017-09-23 13:00:55
მილიარდ ნახევრიანი ქვეყანა, რომლის ეკონომიკა ძალიან მზარდია, ორი ქვეყნის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ჩინეთს აძლევს იმის შანსს, რომ საქართველოს სავაჭრო პარტნიორების სამეულში კიდევ უფრო წინ წაიწიოს , - ამის შესახებ საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ ჩინეთის ქალაქ შანხაიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომლებიც მედიატურის ფარგლებში ჩინეთის 4 ქალაქში იმყოფებოდნენ. როგორც დავით საგანელიძემ აღნიშნა, ჩინეთში 3 ქართული დელეგაცია იყო. პირველი დელეგაცია...

პეკინში ვარაუდობენ, რომ 2017 წელს საქართველოდან ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტი 10 მილიონ ბოთლს გადააჭარბებს

person access_time2017-09-23 11:00:27
პეკინში, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ცენტრში ვარაუდობენ, რომ 2017 წელს საქართველოდან ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტი 10 მილიონ ბოთლს გადააჭარბებს. საქართველოში ჩინეთის საელჩოს, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, და საერთაშოროსო მედიაჰოლდინგის საქართველოს წარმომადგენლობის Gbtimes Georgia-ს ორგანიზებით გამართული მედიატურის ფარგლებში, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში არსებულ ქართული ღვინის პოპულარიზაციის ცენტრს ქართველი ჟურნალისტები ესტუმრნენ. ჩინეთის საკვებისა და ფერმენტული...

მსგავსი სიახლეები