სპეციალისტები ხელოვნური ინტელექტის შეზღუდვას ცდილობენ

access_time2017-09-07 20:00:56

ბოლო დროს სულ უფრო ხშირად გვხვდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პროგრამა ან რობოტი, რომელსაც გააჩნია თვითგანათლების ტექნოლოგია, არ მოქმედებს ისე, როგორც პროგრამული კოდის შექმნისას იყო გათვალისწინებული. ამის ნეგატიური შედეგები, ზიანის თვალსაზრისით, განსხვავებულია, თუმცა თავისთავად ეს ფაქტები აჩვენებს, რომ არსებობს ხელოვნური ინტელექტის რეგულირების პრობლემა.

 

მაგალითად, ვინ აგებს პასუხს რობოტის „ცუდი საქციელისთვის“ - მწარმოებელი, პროგრამისტი, თუ მომხმარებელი? თუ ყველაფერში დამნაშავე იქნებიან თავად რობოტები, რომლებიც მომავალში მიიღებენ სრულფასოვან ხელოვნურ ინტელექტს? კიდევ ერთი პრობლემა - რა დონემდე უნდა იყვნენ რობოტები დამოუკიდებლები ადამიანებისგან? კანონმდებლობა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედებს, ჯერ არ არის მზად არც ერთ ამ კითხვაზე პასუხის გაცემისთვის.

 

ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი რაიან კალო თვლის, რომ ხელოვნური ინტელექტის რეგულირების საკითხი დღის წესრიგში რაც შეიძლება მალე უნდა დადგეს. „1920-იან, 40-იან, ან 80-იან წლებში ან თუნდაც 2017-ში, როდესაც ადამიანები წარმოიდგენენ მომავალს, აუცილებლად ფიქრობენ რობოტების შესახებ, თუმცა რეალურად, რობოტები თანაარსებობენ ჩვენთან უკვე 1950-იანი წლებიდან. მაგრამ სასამართლოები, რომლებიც განიხილავენ საქმეებს რობოტების ან პროგრამების მონაწილეობით, ვერ იღებენ ადეკვატურ გადაწყვეტილებებს. რობოტები აყენებენ მოსამართლეების წინაშე ამოცანებს, რომლებსაც ისინი ვერაფრით ვერ წყვეტენ“, - განაცხადა კალომ „Financial Times“-თან ინტერვიუში.

 

ფანტასტიკოსებმა მიაჩვიეს ადამიანი იმ აზრს, რომ კონტროლიდან გასულ ხელოვნურ ინტელექტს, ძირითადად, მანქანები წარმოადგენენ, რომლებიც გაბრაზდნენ ადამიანებზე და დაიწყეს კაცობრიობის გაქრობა. თუმცა, რეალობაში ყველაფერი ბევრად უფრო რთულადაა. მაგალითად, ილონ მასკი თვლის, რომ რობოტებს შეუძლიათ მე-3-ე მსოფლიო ომის დაწყება ფეიკნიუსების, ყალბი პრესრელიზების გამოშვების, ინფორმაციით მანიპულირების და ელექტონული ფოსტის გზით. „კალამი ხმალზე ძლიერია“, - ამბობს მასკი.


 

რუსული გამოცემა „კომერსანტის“ ინფორმაციით, პირველი რობოტები, რომლებიც გამოვიდნენ კონტროლიდან, ძირითადად წარმოადგენდნენ მარტივ და ერთი შეხედვით უწყინარ პროგრამებს - ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული მაგალითი იყო ავტოავარია ელექტრომობილ „ტესლას“ მონაწილეობით აშშ-ში, შტატ ფლორიდაში. ავარია მოხდა იმის გამო, რომ ავტოპილოტმა ვერ დაინახა გზის სავალ ნაწილზე გამოსული სატვირთო მანქანა, შედეგად, ძლიერად შეეჯახა და მძღოლი ადგილზე დაიღუპა. ხელისუფლებამ არ ჩათვალა მომხდარი სისტემურ შეცდომად და მიიჩნია, რომ ეს იყო ცალკე აღებული ინციდენტი, შესაბამისად, არავინ დაისაჯა და ავტომობილები არ გაიწვიეს. თუმცა, აშშ-ს საავტომობილო მოძრაობის უსაფრთხოების სამმართველომ „ტესლა მოტორსს“ დაავალა მომხმარებლებს სრულფასოვანი ინფორმაცია მიაწოდოს. ამავე დროს, ბევრ იურისდიქციაში, არანაირი საკანონმდებლო ნორმები თვითმართვად ავტომობილებზე დღესაც არ არსებობს.

 

ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტების შექმნა წარმოადგენს სერიოზულ თავის ტკივილს რეგულატორებისთვის - თანაც საუბარია არაა ჭკუიდან გადასულ შეირაღებულ რობოტებზე, როგორც „ტერმინატორში“. ექსპერტები ხელოვნური ინტელექტის დარგში აცხადებენ, რომ დაუშვებელია მანქანებისთვის იარაღის მიცემა, ან მით უმეტეს, მათი გამოყენება ჯარში. კერძოდ, იგივე ილონ მასკმა და კიდევ 100-ზე მეტმა სპეციალისტმა, მოუწოდეს გაერო-ს აიკრძალოს ავტონომიური იარაღის შექმნა. „თუ ასეთი ტიპის იარაღი შეიქმნება, ის შეძლებს ნებისმიერი კონფლიქტის გაზრდას არნახულ მასშტაბამდე. ეს ტექნოლოგია შესაძლებელია გახდეს ტერორის იარაღი, რომელსაც დესპოტები და ტერორისტები გამოიყენებენ უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ, ხოლო ჰაკერები შეძლებენ ავტონომიური იარაღის დაუფლებას დაუშვებელი მიზნებისთვის“, - აცხადებენ მეცნიერები.

 

ამავე დროს, ნებისმიერ ხელოვნურ ინტელექტს, თუნდაც ყველაზე სრულყოფილს, სავარაუდოდ ექნება ადამიანის ქცევის მოდელი. ისინი გადაწყვეტილებებს ადამიანების ცოდნის, გამოცდილების, და უნარ-ჩვევების საფუძველზე მიიღებენ. ამ შემთხვევაში წაიშლება ზღვარი ადამიანებსა და რობოტებს შორის. ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ერთ-ერთი პრობლემაა ადამიანის მსგავსი ეთიკური, მორალური, თუ სამართლებრივი ნორმების გამოყენება რობოტებთან მიმართებით. „იურისპრუდენციის და მორალის თვალსაზრისით, ხელოვნური ინტელექტი არის მანქანა ან პროგრამა, რომელიც შექმნა და დააპროგრამა ადამიანმა, ამიტომ ამ პრობლემის განხილვა შეუძლებელია ეთიკური ასპექტის გათვალისწინების გარეშე, რადგან დღეს რობოტები უკვე მოქმედებენ ადამიანის გარეშე. მათი დამოუკიდებლობა ადამიანისგან გაიზრდება ყოველწლიურად, და ჩვენ ამას უკვე ვხედავთ“, - ამბობს კარნეგის უნივერსიტეტის რობოტოტექნიკის ინსტიტუტის პროფესორი ჰენი ადმონი.

 

 

წყარო: kommersant.ru

 



869,7 მილიონი ლარი ერთ წელიწადში - კომერციული ბანკების წმინდა მოგება რეკოდრულად გაიზარდა

person access_time2018-01-19 12:00:45
დეკემბერში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 152 563 000 ლარით გაიზარდა. შესაბამისად, 2017 წლის იანვარ-დეკემბერში ბანკების წმინდა მოგებამ 869 798 000 ლარი შეადგინა, რაც 28%-ით, 190,6 მილიონი ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2016 წლის იანვარ-დეკემბერში კომერციულმა ბანკებმა 679 101 000 ლარის წმინდა მოგება მიიღეს.     რაც შეეხება მოგების გადასახადს, საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, კომერციული ბანკებმა დეკემბერში ბიუჯეტში...

„კომერსანტის“ შეკითხვა საქართველოს პარლამენტის წევრებს!

person access_time2018-01-18 19:00:52
მედიაჰოლდინგი „კომერსანტი“ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს შეკითხვით მიმართავს. ხელისუფლებაში მეორე ვადით მოსული მმართველი პარტიის მთავარი ლოზუნგი „კეთილდღეობა და სწრაფი განვითარებაა“. ამ ფონზე კი გადახდისუუნარო მოსახლეობის რიცხვი წლიდან წლამდე მატულობს. საქართველოს მოსახლეობის 6,3% გადახდისუუნაროა. აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემებით, ბაზაში ჩანაწერების რაოდენობამ უკვე 234 ათასს გადააჭარბა, რაც თითქმის 4,7...

„ვაქცინები, რომლებიც დღეს არის საქართველოში არის მაღალხარისხიანი“ - დავით სერგეენკო ვაქცინაციაზე დამატებით განმარტებებს აკეთებს

person access_time2018-01-18 18:30:48
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ვაქცინაციასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს აკეთებს. როგორც მინისტრმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გავრცელებული ინფორმაცია, რომ იმუნიზაციის პროგრამით, სავარაუდოდ, ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი 29 ათასი ვაქცინა გაიხარჯა, სიმართლეს არ შეესაბამება. „გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. სიმართლეს არ შეესაბამება არცერთი პუნქტი. პირველი, რომ ეს პრობლემა ვრცელდებოდა მთლიანად იმუნიზაციის...

ფინელი მეცნიერები ლუდომანიის სამკურნალო სპრეის შექმნაზე მუშაობენ

person access_time2018-01-19 13:00:22
ფინეთის ჯანმრთელობის და კეთილდღეობის ინსტიტუტის მეცნიერები მუშაობენ წამალზე, რომელიც ლუდომანებს, ანუ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანებს მავნე ჩვევისგან განკურნავს. ეს იქნება ცხვირის სპრეი, რომლის აპრობირება 30-მა მოხალისემ უკვე გაიარა.   ეს არ არის ფინელი მეცნიერების პირველი მცდელობა - ადრე ისინი ცდილობდნენ ლუდომანიის მკურნალობას აბებით, თუმცა ამ იდეამ წამლის ნელი მოქმედების გამო არ გაამართლა.   „მოთამაშეები ძალიან აზარტულები არიან. სურვილი...

მსესხებლის გარდაცვალების შემთხვევაში შესაძლოა, მისი სამართალმემკვიდრე მოიძებნოს

person access_time2018-01-18 17:24:15
იმ შემთხვევაში, თუ სესხის ამღები პირი გარდაიცვალა, სესხის ამომღებ კომპანიას ამ სესხის მოთხოვნის უფლება აქვს, – განაცხადა პრობლემური აქტივების ბიუროს დირექტორმა, ლაშა ნოზაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“. „ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, გარდაცვლილი პირის სამართალმემკვიდრე მოიძებნოს, რაც სამართალდარღვევა არ არის“, – განაცხადა ლაშა ნოზაძემ. მისივე თქმით, თუ ონლაინსესხების კომპანია კონკრეტული მომხმარებლის წინააღმდეგ...


მსგავსი სიახლეები