ნაყინის ბაზარზე რეალიზაცია გაიზარდა

access_time2017-09-09 14:00:18

 ნაყინის მწარმოებელ კომპანიებს ზაფხულის სეზონზე რეალიზაცია გაეზარდათ. „გურჯაანის ნაყინის მწარმოებელი კომპანია შპს „აისის“ დირექტორი გურამ ბერიკაშვილი რადიო „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით უკეთესი სეზონი იყო და შესაბამისად, გაყიდვებიც 15-20%-ით გაიზარდა. მისივე თქმით, კომპანიამ წელს პროდუქციის შეფუთვები განაახლა და ხარისხი გააუმჯობესა.

 

ბერიკაშვილის განცხადებითვე, წარმოების გასაუმჯობესებლად ევროპიდან ახალი დანადგარი ჩამოიტანეს და მომავალი სეზონისთვის დაემატება ახალი სახეობები და კიდევ ერთხელ შეიცვლება შეფუთვებიც.

 

„საკმაოდ ძვირადღირებული დანადგარი შევიძინეთ. სესხი ავიღეთ და 800 ევროს ღირებულების აპარატი ვიყიდეთ, იმისათვის, რომ მომხმარებელს უკეთესი ხარისხი და მრავალფეროვნება შევთავაზოთ. მინიმუმ ათი ახალი  სახეობის  ნაყინს დავამატებთ. ადგილობრივ წარმოებებს შორის კონკურენცია გაზრდილია. იმპორტირებული ნაყინი კი ვერ გვიწევს კონკურენციას ვერც ფასით და ვერც ხარისხით“, - აცხადებს ბერიკაშვილი.

 

მისივე თქმით, ლარის კურსის რყევების მიუხედავად მოახერხეს და ფასები უცვლელად შეინარჩუნეს. ბერიკაშვილის ინფორმაციით, კომპანიას ნედლეულის ნაწილი შემოაქვს, დიდ ნაწილს კი ადგილზე ყიდულობს.

 

ამ დროისთვის კომპანია „აისი“ 20-25 დასახლების ნაყინს აწარმოებს.

 

„პინგოს“ მწარმოებელი კომპანია „4 ბროსის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ვიტალი გელაშვილი „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ გაყიდვები დაახლოებით 40%-ით გაეზარდათ. გელაშვილის თქმით, კომპანიამ სარეალიზაციო არეალი გააფართოვა და შედეგად მიიღეს რეალიზაციის ზრდა. ამასთან, მისივე თქმით, ბაზარზე ყველაზე დაბალ ფასებს და მაღალ ხარისხს ინარჩუნებენ.

 

კომპანიის ხელმძღვანელის ინფორმაციითვე, ზაფხულის სეზონზე, რამდენიმე სახეობის ნაყინი დაამატეს და განახლებაზე მუშაობა მუდმივად მიმდინარეობს.

 

გელაშვილი კონკურენციაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ჯერჯერობით აქტიურ სარეკლამო კამპანიას არ აწარმოებენ, თუმცა მომავალი წლიდან მათი პოზიციები ბაზარზე გამყარდება.

 

„პინგოს“ ბრენდის ქვეშ ამჟამად ბაზარზე 20-მდე სახეობის ნაყინია წარმოდგენილი.

  

კომპანია „ბარამბოში“ აცხადებენ, რომ გასულ წელთან შედარებით გაყიდვები 15%-ით არის გაზრდილი.

 

კომპანიაში განმარტავენ, რომ მიმდინარე სეზონზე ნაყინის წარმოება გაფართოვდა და ბარამბო ექსპორტის ხაზს დაემატა რამდენიმე ახალი სახეობა - დიდი კონუსი ბანანი-მარწყვი გარგრის ტოპინგით და საოჯახო სახის ნაყინი სამი შოკოლადით, სიახლე ჰქონდათ ასევე საოჯახო სახის ნაყინის წარმოებაში.


მათივე თქმით, 2017 წლის წარმოებაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სიახლე იყო ნაყინის ტორტი „ჩიტის რძე“.

 

კომპანიაში აცხადებენ, რომ გასული სეზონის შემდეგ კომპანიამ შეინარჩუნა ფასები, ბაზრის სხვა მოთამშეებს კი, „ბარამბო“ კონკურენციას პროდუქციის ხარისხით და ასორტიმენტის მრავალფეროვნებით უწევს.

 

ავტორი: სალომე სოსელია

 

 



1 დოლარი 2,7137 ლარი - ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს

person access_time2017-11-22 17:00:05
ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, ხვალ ერთი დოლარი 2,7137 ლარი ეღირება, ერთი ევრო კი 3,1897 ლარი. 21 ნოემბერს დადგენილი კურსით, დღეს ერთი დოლარი 2,7060 ღირდა, ერთი ევრო კი 3,1766 ლარი.

ახალი „TOYOTA LAND CRUISER PRADO“ უკვე საქართველოშია ახალი სიმაღლეების დასაპყრობად

person access_time2017-11-22 15:30:34
მაღალი გამავლობის ავტომობილი „Toyota Land Cruiser Prado“ განახლდა და კიდევ უფრო გაუმჯობესდა. ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ყველგანმავალი ვიზუალურად კიდევ უფრო დაიხვეწა, ტექნიკური თვალსაზრისით კი, განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე ავიდა. სწორედ განახლებული ავტომანქანის მოდელი წარადგინა კომპანია „ტოიოტა კავვკასიამ“ ცოტა ხნის წინ შატო მუხრანის ტერიტორიაზე. აღსანიშნავია, რომ „Toyota Land Cruiser Prado“ თავის სეგმენტში ყველა დროის ერთ-ერთი უნიკალური მოდელია....

„საქართველოს ფინანსური სისტემა თავიდან ბოლომდე მორგებულია კომერციულ ბანკებზე“

person access_time2017-11-22 14:30:49
ერთდღიანი გამყარების შემდეგ ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, დღეს ერთი დოლარი 2 ლარი და 70 თეთრი ღირს, ერთი ევროს ფასი  კი 3 ლარი და 17 თეთრია. ფინანსიტი დავით კიკვიძე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“ აცხადებს, რომ მიმდინარე ეტაპზე ლარის კურსის გაუფასურების მიზეზი დიდი რაოდენობით ლარის მასაა.   „ჩემი აზრით, ამ პრობლემას იწვევს ბრუნვაში ლარის ძალიან დიდი მოცულობა. მიუხედავად...

ავტობანის რიკოთის მონაკვეთზე 3 გვირაბი და 11 ხიდი აშენდება

person access_time2017-11-22 12:00:02
ავტობანის რიკოთის მონაკვეთზე 3 გვირაბი და 11 ხიდი აშენდება. გაზაფხულზე წარდგენილ პროექტში ცვლილება შევიდა, რამაც კიდევ 1 გვირაბის გაყვანის აუცილებლობა წარმოქმნა. ჩუმათელეთსა და ხევს შორის მთავარი გვირაბი 1750 მეტრი იქნება და ის არსებული გვირაბის პარალელურად გაივლის, რაც შეეხება კიდევ 2 გვირაბს ერთი რიკოთამდე აშენდება, მეორე კი, დიდი გვირაბის შემდეგ. მათი სიგრძე 350 მ და 470 მ იქნება. გარდა გვირაბებისა, ავტობანის ყველაზე რთულ...

კონტრტერორისტული სპეცოპერაცია თბილისში (განახლებადი)

person access_time2017-11-22 16:00:14
17:01 - სპეცრაზმელი, რომელიც რამდენიმე საათის წინ ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, გარდაიცვალა. ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის ექიმმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.   „დაჭრილ სპეცრაზმელს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჩვენებები ჰქონდა", - აღნიშნა ექიმმა.   17:00 სპეცოპერაციის ადგილიდან, სავარაუდოდ კიდევ სამი დაჭრილი გაიყვანეს.   „პირველი არხის“ ინფორმაციით, სპეცოპერაციის ზონიდან...


მსგავსი სიახლეები