საქართველოში რეგისტრირებული ტუროპერატორებისათვის სამცხე-ჯავახეთში საინფორმაციო ტური მოეწყო

access_time2017-09-07 16:07:02

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, USAID-ის პროექტ Zrda-ს ფარგლებში სამცხე-ჯავახეთში საქართველოში რეგისტრირებული ტუროპერატორებისათვის საინფორმაციო ტური მოეწყო.

 

 

ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, საინფორმაციო ტურის მიზანია არსებული ტურისტული ობიექტების ცნობადობა და ხელი შეეწყოს მეტი ვიზიტორების მოზიდვას, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ტურისტულ ინდუსტრიაში ჩართული ადგილობრივი სუბიექტების შემოსავლების ზრდას და განვითარებას. ტურის ფარგლებში ტუროპერატორებმა მოინახულეს ზემო ვარძიის, უდესა და ჭულეს სამონასტრო კომპლექსები, ძვ.წ.აღ. II ათასწლეულით დათარიღებული საროს მეგალითური ნაგებობები, მესხური დარბაზები და მესხური ვაზის ტერასები, ხალიჩების რეწვის ნიმუშებები; და დააგემოვნეს მესხური სამზარეულო და უნიკალური ქვევრის ლუდი. ასევე, მონაწილეები ეწვივნენ დუხობორების თემს და გაიცნეს მათი ყოფა-ცხოვრება. მომავალში, შეიქმნება ტურისტული ობიექტების მონაცემთა ბაზა, რაც ხელს შუეწყობს შეთავაზებათა სპექტრის გაზრდას და ვიზიტორთა ნაკადის მატებას.

 

width=500

 

 

 

ტური მოიცავდა ნინოწმინდის, ახალქალაქის, ასპინძის, ახალციხის, ადიგენისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებს. ტურის მონაწილეებს ტიმოთესუბანში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და USAID ზრდა საქართველოში პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე ქეთევან ჭუმბურიძე შეხვდნენ. 

 

 

width=501

 


USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტი ზრდა არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას საქართველოს ხუთი რეგიონის 70 თემში. 

 

 

 



1 დოლარი 2,7137 ლარი - ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს

person access_time2017-11-22 17:00:05
ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, ხვალ ერთი დოლარი 2,7137 ლარი ეღირება, ერთი ევრო კი 3,1897 ლარი. 21 ნოემბერს დადგენილი კურსით, დღეს ერთი დოლარი 2,7060 ღირდა, ერთი ევრო კი 3,1766 ლარი.

ახალი „TOYOTA LAND CRUISER PRADO“ უკვე საქართველოშია ახალი სიმაღლეების დასაპყრობად

person access_time2017-11-22 15:30:34
მაღალი გამავლობის ავტომობილი „Toyota Land Cruiser Prado“ განახლდა და კიდევ უფრო გაუმჯობესდა. ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ყველგანმავალი ვიზუალურად კიდევ უფრო დაიხვეწა, ტექნიკური თვალსაზრისით კი, განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე ავიდა. სწორედ განახლებული ავტომანქანის მოდელი წარადგინა კომპანია „ტოიოტა კავვკასიამ“ ცოტა ხნის წინ შატო მუხრანის ტერიტორიაზე. აღსანიშნავია, რომ „Toyota Land Cruiser Prado“ თავის სეგმენტში ყველა დროის ერთ-ერთი უნიკალური მოდელია....

„საქართველოს ფინანსური სისტემა თავიდან ბოლომდე მორგებულია კომერციულ ბანკებზე“

person access_time2017-11-22 14:30:49
ერთდღიანი გამყარების შემდეგ ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, დღეს ერთი დოლარი 2 ლარი და 70 თეთრი ღირს, ერთი ევროს ფასი  კი 3 ლარი და 17 თეთრია. ფინანსიტი დავით კიკვიძე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“ აცხადებს, რომ მიმდინარე ეტაპზე ლარის კურსის გაუფასურების მიზეზი დიდი რაოდენობით ლარის მასაა.   „ჩემი აზრით, ამ პრობლემას იწვევს ბრუნვაში ლარის ძალიან დიდი მოცულობა. მიუხედავად...

ავტობანის რიკოთის მონაკვეთზე 3 გვირაბი და 11 ხიდი აშენდება

person access_time2017-11-22 12:00:02
ავტობანის რიკოთის მონაკვეთზე 3 გვირაბი და 11 ხიდი აშენდება. გაზაფხულზე წარდგენილ პროექტში ცვლილება შევიდა, რამაც კიდევ 1 გვირაბის გაყვანის აუცილებლობა წარმოქმნა. ჩუმათელეთსა და ხევს შორის მთავარი გვირაბი 1750 მეტრი იქნება და ის არსებული გვირაბის პარალელურად გაივლის, რაც შეეხება კიდევ 2 გვირაბს ერთი რიკოთამდე აშენდება, მეორე კი, დიდი გვირაბის შემდეგ. მათი სიგრძე 350 მ და 470 მ იქნება. გარდა გვირაბებისა, ავტობანის ყველაზე რთულ...

კონტრტერორისტული სპეცოპერაცია თბილისში (განახლებადი)

person access_time2017-11-22 16:00:14
17:01 - სპეცრაზმელი, რომელიც რამდენიმე საათის წინ ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, გარდაიცვალა.   17:00 სპეცოპერაციის ადგილიდან, სავარაუდოდ კიდევ სამი დაჭრილი გაიყვანეს.   „პირველი არხის“ ინფორმაციით, სპეცოპერაციის ზონიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამი მანქანა გამოვიდა.   ამ თემაზე ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.   ოფიციალურად დადასურებულია, რომ...


მსგავსი სიახლეები