„მოუწესრიგებელი ტროტუარებით და პარკით ტურისტს ვერ დააინტერესებ“

access_time2017-09-08 09:00:54

მთის კურორტებზე ტურისტული სეზონი დასასრულს უახლოვდება - „კომერსანტი“ დაინტერესდა როგორი სიტუაცია იყო რეგიონებში მდებარე ბრენდულ და საოჯახო სასტუმროებში. როგორც ირკვევა, აჭარის რეგიონში ჩასული ტურისტების მსგავსად, მთის კურორტებზეც სტუმრებისთვის მთავარი პრობლემა ინფრასტრუქტურის გაუმართაობაა. 

 

სასტუმროების ერთი ნაწილი ტურისტების რაოდენობის ზრდაზე საუბრობს, ხოლო მეორე ნაწილი - კლებაზე. შესაბამისად, საზაფხული სეზონის შეფასებაც არაერთგვაროვანია.

 

ბაკურიანში მდებარე საოჯახო სასტუმრო „Etalasi“-ს მფლობელი ედუარდ ღანდოიანცი ტურისტების რაოდენობის 30%-იან კლებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ სტუმრები მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას და გასართობი ადგილების არარსებობას უსვამენ ხაზს.

 

„ამინდები ცუდი იყო. ძირითადად ციოდა და სეზონი ხანმოკლე გამოვიდა. ამ ყველაფერს კი ხანძარი დაერთო და ბაკურიანიდან ხალხი წავიდა. შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ტურისტების რაოდენობამ 30%-ით იკლო.

 

ტურისტები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ბაკურიანში ინფრასტრუქტურა მოსაწესრიგებელია. საზაფხულო სეზონზე მშენებლობები არ უნდა მიმდინარეობდეს. ასევე გზა, ტროტუარები და პარკი მოუწესრიგებელია. ტურისტს ამით ვერ დააინტერესებ“, - განაცხადა ედუარდ ღანდოიანცმა.

 

ტურისტების რაოდენობის კლებაზე საუბრობენ მესტიაში მდებარე სასტუმრო „Tetnuld“-შიც. როგორც სასტუმროს წარმომადგენლი მეგი ხოჯოვანი განმარტავს, სასტუმროში წელს, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურისტების 10%-იანი კლება იყო. „ტურისტებს ძირითადი პრობლემა შიდა გზებზე ხვდებათ და ამას აღნიშნავენ. მესტიაში არ არის გასართობი ადგილები და გარემოც დაბინძურებულია. ტურისტების კლებას ინფრასტრუქტურული პრობლემებიც იწვევს, ასევე მესტიაში დასვენება ძვირია და ამაზეც ხშირად საუბრობენ“, - ამბობს ხოჯოვანი.

 

განსხვავებული სიტუაციაა სასტუმრო „Crowne Plaza Borjom“-ში. როგორც „კომერსანტთან“ სასტუმროს პიარისა და მარკეტინგის მენეჯერმა ნატუკა ასათიანმა განაცხადა, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტურისტების რაოდენობა დაახლოებით 30%-ით გაიზარდა.

 

„წლევანდელ საზაფხულო სეზონს დადებითად შევაფასებდი, რადგან შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტურისტების რაოდენობა დაახლოებით 30%-ით გაიზარდა. ზრდა გამოიწვია იმან, რომ რეგიონი მეტად პოპულარული გახდა.

 

სტუმრების ძირითადი მოთხოვნა ფასების ხელმისაწვდომობა და მეტი გასართობი ადგილია. მათ სურთ, რომ მხოლოდ ბორჯომის პარკში სეირნობით არ იყვნენ დაკავებულები“, - აღნიშნა ნატუკა ასათიანმა.

 

იმოქმედა თუ არა, ბორჯომის ხეობაში მასშტაბურმა ხანძარმა, ბორჯომში დამსვენებლების რაოდენობაზე, როგორც ასათიანი ამბობს, „Crowne Plaza Borjom“-ში არაფერი შეცვლილა და სტუმრებს ჯავშნებიც არ გაუუქმებიათ.

 

ბაკურიანის სხვა სასტუმროსგან განსხვავებით, წელს ტურისტების რაოდენობის 10-15%-იანი ზრდა შეინიშნებოდა ბაკურიანის საოჯახო სასტუმრო „Anamaria“-ში.

 

„წლევანდელ სეზონს დადებითად შევაფასებდი, რადგან 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტურისტების რაოდენობამ დაახლოებით10-15%-ით იმატა. თუმცა, ბაკურიანში ხანძარმა და მიმდინარე მშენებლობებმა, ორი კვირის განმავლობაში, ბიზნესს ხელი მაინც შეუშალა. აქ ჩამოსული ყველა დამსვენებელი საუბრობს იმაზე, რომ ინფრასტრუქტურა უნდა განვითარდეს“, - განმარტა მაკა შემაზაშვილმა.  

 

 ავტორი: ლიკა გურაბანიძე

 

  



Bloomberg-მა 2017 წლის საუკეთესო ბიზნეს სკოლები დაასახელა

person access_time2017-11-18 12:30:40
Bloomberg ამერიკის საუკეთესო ბიზნეს სკოლების ყოველწლიურ რეიტინგს აქვეყნებს. ზედიზედ მესამე წელია სიის სათავეში Harvard ხვდება. მიმდინარე წელს რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესეს პენსილვანიის უნივერსიტეტმა და MIT -მა. რეიტინგის შედეგენისას შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენეს: კურსდამთავრებულების და სტუდენტების სამეცნიერო მიღწევები; კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებელი და მათი საშუალო ანაზღაურება. Columbia Business School-ის კურსდამთავრებულები სწავლის...

სად არის თქვენს მიერ დაანონსებული გაზრდილი ინვესტიციები ბატონო გიორგი?

person access_time2017-11-18 11:00:18
„2017 წლიდან ლარი ისე გამყარდება, რომ ეროვნულ ბანკს მიჯნის დადება მოუწევს“, — ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გიორგი გაჩეჩილაძემ 2016 წლის ნოემბერში მთავრობის ახალი შემადგენლობის პარლამენტში მოსმენისას განაცხადა . ამასთან, გიორგი გაჩეჩილაძემ მთავრობის ახალ შემადგენლობას კითხვაც დაუსვა, თუ როგორ შეძლებენ მომავალში გამყარებულ ლარზე ზღვარის დაწესებას. მაშინ „მწვანეთა პარტიის” ლიდერმა, გიორგი გაჩეჩილაძე ისიც განაცხადა, რომ მომავალ წელს...

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა

person access_time2017-11-17 18:46:40
თბილისის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე უძღვებოდა. სხდომაზე ვიცე - მერობის კანდიდატმა, ირაკლი ხმალაძემ საკრებულოს წევრებს მერის მოადგილეების, საქალაქოს სამსახურების ხელმძღვანელებისა და გამგებლების ახალი შემადგენლობა წარმოუდგინა.   დეპუტატების უმრავლესობამ ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს, მერის მოადგილეებს: მაია ბითაძეს, ირაკლი ბენდელიანს და გიგა ნიკოლეიშვილს, ასევე დედაქალაქის მთავრობას...

The New York Times – ავწიოთ ჭიქა საქართველოსთვის, რომელიც მეღვინეობის აკვანია

person access_time2017-11-17 20:30:20
ავწიოთ ჭიქა საქართველოსთვის, რომელიც მეღვინეობის აკვანი შეიძლება იყოს, – ამ სიტყვებით იწყებს The New York Times საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით, „8 000 წლის დაძველების ღვინო პრეისტორიული ხანის საქართველოდან“. გამოცემა წერს, რომ „ქვეყანა, რომელიც ევროპასა და შუა აზიას შორის, სამხრეთ კავკასიის მთების გასწვრივ გაშლილ ნაყოფიერ ველებზეა გადაჭიმული, შეიძლება იყოს იმ ადამიანების სამშობლო, რომლებმაც ჩვეულებრივი ვაზის კულტივირება შეძლეს და საფუძველი ჩაუყარეს შარდონეს,...

კობა გვენეტაძის შემდეგ პარლამენტში შესაძლოა, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელიც დაიბარონ

person access_time2017-11-18 10:00:14
ეროვნული ვალუტის ბოლოდროინდელ რყევებთან და გაუფასურებასთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს პარლამენტში იბარებენ.გვენეტაძეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში 27 ნოემბერს მოუსმენენ. რაც შეეხება ლარის კურსს, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლარი უკვე რამდენიმე პუნქტით გაუფასურდა. 18 ნოებრისთვის დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, ერთი დოლარი 2.7268 ლარი ღირს. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი...


მსგავსი სიახლეები