მთავარი გვერდი

მართე და იმეგობრე - Work-Task

person access_time2017-09-08 10:10:14

მოგეხსენებათ, რომ თითოეული ხელმძღვანელის წინაშე  3 მნიშვნელოვანი ამოცანა დგას: კომპანიის მოგების გაზრდა, ხარჯების შემცირება და ორგანიზაციის მუდმივი განვითარება. ეფექტიანი ტექნოლოგიური მიდგომის გამოყენების შემთხვევაში, ეს ამოცანები დაძლევადია.

უნდა ითქვას, რომ ადამიანებს ახასიათებთ ნახევარი ძალით მუშაობა, მოდუნება, სამუშაო რიტმიდან ამოვარდნა...

 

რა უნდა მოიმოქმედოს ხელმძღვანელმა, რომ ამ გამოწვევებს ღირსეულად გაუმკლავდეს?

 

ამისათვის ძალიან კარგი საშუალება ინოვაციური ტექნოლოგიაა, რომელიც საქართველოში ახლახანს გამოჩენილმა „კონსალტინგის ინსტიტუტმა“ ანუ „ინსტკონსით“ ცნობილმა კონსალტინგურმა კომპანიამ შეიმუშავა იმ ორგანიზაციებისთვის, რომელთა ხელმძღვანელებიც დაინტერესებულნი არიან თავიანთი კომპანიების ზრდითა და განვითარებით. პროგრამის სახელწოდებაა „Work - Task“, რომლის შექმნის იდეაც 2014 წელს გაჩნდა და პროფესიონალი დეველოპერების გუნდმა იგი სისრულეში მოიყვანა.

 

რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ეს გახლავთ  ქართული პროდუქტი, რომელიც უნიკალურია მსოფლიო მასშტაბით. ამჟამად პროგრამას აქტიურად იყენებენ საქართველოში, რუსეთსა და ესტონეთში არსებული სხვადასხვა მიმართულების ორგანიზაციები. „Work - Task“-ის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ნებისმიერი ზომისა და პროფილის მქონე ორგანიზაციის ხელმძღვანელს შეუძლია მარტივად და სხვადასხვა ადგილიდან აკონტროლოს როგორც კომპანიაში მიმდინარე პროცესები, ასევე თანამშრომლები. მისი დახმარებით მარტივდება მენეჯერების მუშაობა, ფასდება თანამშრომელთა კომპეტენციები და ხელი ეწყობა მათ განვითარებას. მისი მეშვეობით ადვილად შესამჩნევი ხდება ნებისმიერი თანამშრომლის მუშაობის ხარისხი, გამოუყენებელი რესურსები და განვითარების პერსპექტივები. პროგრამა უზრუნველყოფს ორგანიზაციაში მიმდინარე ნებისმიერი პროცესის ანალიზსა და რეგულაციას.

 

ტექნოლოგიის გამოყენება ყველა სფეროს წარმომადგენელს შეუძლია:  გაყიდვები, წარმოება, მარკეტინგი, მენეჯმენტის სწორი მართვა... პროგრამა ამ მხრივ შეზღუდული არ არის. ნებისმიერი საქმიანობის მქონე ორგანიზაციას წარმატებით შეუძლია მისი გამოყენება. „Work – Task“ -ის დახმრებით ვლინდება კომპანიების სუსტი და ძლიერი მხარეები; ფიქსირდება შესრულებული თუ შეუსრულებელი დავალებები; ნებისმიერ დისტანციაზე, შესაძლებელი ხდება მთლიანი სამუშაოს ოპტიმიზაცია, მოკლე- და გრძელვადიანი მიზნების დასახვა. ფაქტიურად ეს არის მთელი ორგანიზაციის - როგორც მაღალი, ასევე საშუალო და დაბალი რგოლების თანამშრომლების ყოველდღიური  შეფასება და კონტროლი. საბოლოო ჯამში კი, მთლიანი ორგანიზაციის ეფექტურობის ზრდა და სასურველი წარმატება.

 

იმისათვის, რომ პროგრამა ადვილად ხელმისაწვდომი იყოს, მალე „ინსტკონსი“ მომხმარებელს ანდროიდისა და IOS-ის აპლიკაციებსაც შესთავაზებს. “Work – Task” გამართულ და უსაფრთხო მუშაობას კი გერმანიაში განთავსებული სერვერი უზუნველყოფს. ამას გარდა, მისი ინტეგრირება კომპანიების ვებგვერდებზეა შესაძლებელი.

 

Work – Task”-ის დახმარებით თანამშრომლების გამოუყენებელი უნარების გამოვლენა და მათი განვითარებაა შესაძლებელი, რაც თავისთავად კომპანიის წარმატებას ნიშნავს. მოტივირებული თანამშრომელი კი, წარმატებული საქმიანობის საწინდარია.


სასტუმროების საფასო პოლიტიკა საქართველოში

person access_time2017-09-24 17:00:14
რომელი ქვეყნებიდან სტუმრობენ საერთაშორისო ვიზიტორები საქართველოს, რა მიზნით ჩამოდიან ტურისტები ქვეყანაში და რა ტემპით ვითარდება საქართველოში სასტუმრო ბიზნესი, - თემების მიმოხილვით გადაცემაში ’’საქმიანი დილა“ Cushman & Wakefield Georgia-ს რეგიონალური დირექტორი ნინო რუხაძე საუბრობს.  -ქალბატონო ნინო, დღესდღეობით საქართველოში როგორც საერთაშორისო, ისე ქართული ბრენდების სასტუმროების მშენებლობის ბუმია, როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა და რატომ...

გაზრდილი ექსპორტის მიუხედავად ყურძნის ფასი ისევ დაბალია

person access_time2017-09-24 15:00:07
იმის მიუხედავად, ქართული ოცნების დამფუძნებელი ჯერ კიდევ 2012 წელს აცხადებდა, რომ ყურძნის ფასი არ შეიძლება იყოს 1 ლარზე ნაკლები, დღემდე რქაწითელსა და მწვანეს ფერმერები 70–80 თეთრზე ძვირად ვერ ყიდიან. ამასთან, წელს რთველი ისე მიმდინარეობს, რომ მთავრობა სახელმწიფო სუბსიდიას აღარ გასცემს.   თამარ დიღმელაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს.   “ხვალ უნდა დავკრიფო მწვანე,  რქაწითელი და საფერავი. “კახურმა ტრადიციულმა...

რამდენად დამაკმაყოფილებელია საწვავის ხარისხი საქართველოში

person access_time2017-09-23 15:00:18
მიმდინარე წელს გარემოს დაცვის სამინისტრომ საწვავის ხარისხი 14 ავტოგასამართ სადგურზე შეამოწმა. ამის შესახებ PALITRANEWS-ს მთავარმა სახელმწიფო ინსპექტორმა ნელი კორკოტაძემ განუცხადა.მისი თქმით, შემოწმებულ ობიექტებზე ხარისხობრივი ნორმების დარღვევის ფაქტი არ გამოვლენილა. „წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 14 ავტოგასამართ სადგურზე შემოწმდა საწვავის ხარისხი. საუბარია, როგორც ბრენდირებულ ისე არაბრენდირებულ გასამართ სადგურებზე. შემოწმება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით განხორციელდა...

დავით საგანელიძე: ``ვცდილობთ, ჩინელი ინვესტორები ორი დიდი პროექტით დავაინტერესოთ``

person access_time2017-09-23 13:00:55
მილიარდ ნახევრიანი ქვეყანა, რომლის ეკონომიკა ძალიან მზარდია, ორი ქვეყნის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ჩინეთს აძლევს იმის შანსს, რომ საქართველოს სავაჭრო პარტნიორების სამეულში კიდევ უფრო წინ წაიწიოს , - ამის შესახებ საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ ჩინეთის ქალაქ შანხაიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომლებიც მედიატურის ფარგლებში ჩინეთის 4 ქალაქში იმყოფებოდნენ. როგორც დავით საგანელიძემ აღნიშნა, ჩინეთში 3 ქართული დელეგაცია იყო. პირველი დელეგაცია...

პეკინში ვარაუდობენ, რომ 2017 წელს საქართველოდან ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტი 10 მილიონ ბოთლს გადააჭარბებს

person access_time2017-09-23 11:00:27
პეკინში, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ცენტრში ვარაუდობენ, რომ 2017 წელს საქართველოდან ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტი 10 მილიონ ბოთლს გადააჭარბებს. საქართველოში ჩინეთის საელჩოს, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, და საერთაშოროსო მედიაჰოლდინგის საქართველოს წარმომადგენლობის Gbtimes Georgia-ს ორგანიზებით გამართული მედიატურის ფარგლებში, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში არსებულ ქართული ღვინის პოპულარიზაციის ცენტრს ქართველი ჟურნალისტები ესტუმრნენ. ჩინეთის საკვებისა და ფერმენტული...

მადრიდი VS ბარსელონა - რას დაკარგავს კატალონია ესპანეთის შემადგენლობიდან გასვლით?

person access_time2017-09-24 12:00:00
კატალონიის მთავრობა საკუთარ გეგმებზე უარს არ ამბობს და კვლავ დამოუკიდებლობაზე აცხადებს პრეტენზიაც. მეტიც, მიუხედავად ოფიციალური მადრიდის მკაცრი პოზიციისა, კატალონია 1–ელ ოქტომბერს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას გეგემავს. მანამდე კი, 20 სექტემბერს ესპანეთის პოლიციამ დააპატიმრა 14 კატალონიელი მაღალჩინოსანი - მათ შორის რეგიონის ფინანსთა მინისტრი ჯოსე მარია ჟოვე. მათ უკანონი რეფერენდუმის ორგანიზებაში მონაწილეობა ედებათ ბრალად - ესპანეთის კონსტიტუციის თანახმად,...

Forbes 1918 წელს: ყველაზე მდიდარი ადამიანების პირველი სია

person access_time2017-09-23 12:00:30
Forbes-მა ამერიკის ყველაზე მდიდარი ადამიანების ყოველწლიური სიის გამოქვეყნება 1982 წელს დაიწყო, თუმცა პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების შესახებ მონაცემებს გამოცემა 1918 წლიდან „აგროვებს“. Forbes-ის მდიდარი ადამიანების პირველი სია თავად გამოცემის დამფუძნებელმა ბერტი ჩარლზმა შეადგინა და მასში 30 ამერიკელი ბიზნესმენი შედიოდა. რეიტინგი ამერიკის „წამყვანი ბანკირების“ გამოკითხვის შედეგად შედგა.    სიის პირველ ადგილს ჯონ როკფელერი იკავებს. მსოფლიოს...

მსოფლიოს 10 უნივერსიტეტი დასაქმების ყველაზე მაღალი პერსპექტივით

person access_time2017-09-24 10:00:03
Quacquarelli Symonds (QS) ყოველწლიურ რეიტინგს აქვეყნებს, იმ უნივერსიტეტების შესახებ, რომლის კურსდამთავრებულებსაც დასაქმების და კარიერული ზრდის ყველაზე მაღალი შანსი აქვთ.   დასაქმების შესაძლებლობას ორგანიზაცია 5 კრიტერიუმით აფასებს: დასაქმებულის რეპუტაცია - აღნიშნული კრიტერიუმი დასაქმებულების შეფასებას მოიცავს, იმის შესახებ, თუ რომელი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები არიან საუკეთესო თანამშრომლები.   კურსდამთავრებულთა...

„ალტერსოქსი“ – ქართული სტარტაპი საზღვრებს გარეთ – „ქართულ ბაზარზე კონკურენტი არ გვყავს“

person access_time2017-09-23 10:00:06
ქართველი ცოლ-ქმრის ორიგინალური იდეის წარმატება ქვეყნის საზღვრებს გასცდა, „ალტერსოქსი“, რომელმაც 1 წლის განმავლობაში საქართველოში 7 ფილიალი გახსნა, უკვე ამერიკისა და გერმანიის ბაზარზეც იყიდება. კომპანიის დამფუძნებელი ნინა მენთეშაშვილი „კომერსანტს“ სტარტაპებისთვის შექმნილ გარემოზე, ეკონომიკურ მდგომარებასა და მომავალ გეგმებზე ესაუბრა.     –რა იყო „ალტერსოქსის“ შექნის...

მარტვილის კანიონი, დაშბაშის ჩანჩქერი – ადგილები, რომელებიც ტურისტებისთვის აღმოჩენად იქცა

person access_time2017-09-22 19:00:23
ჯერ კიდევ 10 წლის წინ საქართველოს ამ ულამაზეს ადგილებს ძალიან ცოტა მნახველი ჰყავდა, ახლა კი ამ ადგილებს უამრავი ადგილობრივი და უცხოელი ტურისტი სტუმრობს. როგორც საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარემ - ნატო კვაჭანტირაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ეს ადგილები აღმოჩენად იქცა არა მარტო უცხოელი, არამედ ქართველი ტურისტებისთვისაც. მარტვილის კანიონი პირველ რიგში უნდა გამოვყოთ, რადგან წელს მას უამრავი მნახველი...

მსგავსი სიახლეები