სოფლის მეურნეობის მინისტრი: აზიური ფაროსანა ადამიანისთვის საშიში არ არის

access_time2017-09-07 13:18:30

ფაროსანასთან ბრძოლის ყველა ღონისძიება უნდა გატარდეს მოსახლეობასთან ერთად, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა დღეს ჟურნალისტებთან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ აზიური ფაროსანა ადამიანისთვის საშიში არ არის.

 

 

„მოსახლეობა თვითონ უნდა იყოს მობილიზებული მავნებელთან ბრძოლის საკითხებში და ჩვენ რა თქმა უნდა მოვამარაგებთ ინფორმაციით, რათა ვიცოდეთ სწორად რა ღონისძიებებია ეფექტური მავნებელთან ბრძოლის კუთხით. ეს არ არის მარტივი გამოწვევა, ეს არის რთული პრობლემა ყველგან, სადაც ეს მავნებელი არის დაფიქსირებული. თუმცა მთავარი გზავნილი არის ის, რომ სახელმწიფო მუდმივად იქნება ჩართული ამ ღონისძიებებში, იმ ნაწილში სადაც ჩვენი მოქმედებები იქნება ეფექტური, მაგრამ მნიშვნელოვანია ერთობლივი ძალისხმევით ვებრძოლოთ მას. ასევე აღვნიშნავ, რომ ეს მწერი ადამიანისთვის საშიში არ არის.“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

 

სოფლის მეურნეობის მინისტრი აცხადებს, რომ მთავრობა დაგეგმილ ღონისძიებებს წლის ბოლომდე გააგრძელებს, ვიდრე მავნებელი ძილს არ მიეცემა.

 

 

დღესვე მინისტრმა დავითაშვილმა ავიაციის შესაძლო გამოყენებაზეც ისაუბრა და იმ რისკებს გაუსვა ხაზი, რომელიც ავიაციის გამოყენების შემთხვევაში არსებობს.

 

 

„ეს საკითხი დღის წესრიგში ყოველთვის იყო, იმიტომ რომ ეს არის მავნებელი, რომელსაც აქვს საკმაოდ დიდი გავრცელების არეალი. მაგრამ ავიაციის გამოყენების შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ ქიმიურ წამლობაზე და აქ არის გასათვალისწინებელი ძალიან ბევრი დეტალი. მისი გამოყენება უნდა მოხდეს მაქსიმალური პასუხისმგებლობით და არეალი არის მაქსიმალურად შეზღუდული. კერძოდ, განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს მჭიდროდ დასახლებულ ადგილებთან, რადგან ასეთ შემთხვევაში ავიაციის გამოყენება არის ძალიან სარისკო. მაგრამ გარკვეული მინდვრები, შედარებით დიდი პლანტაციები, შესაძლოა ავიაციის გამოყენებით შეიწამლოს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

 

 



1 დოლარი 2,7137 ლარი - ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს

person access_time2017-11-22 17:00:05
ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, ხვალ ერთი დოლარი 2,7137 ლარი ეღირება, ერთი ევრო კი 3,1897 ლარი. 21 ნოემბერს დადგენილი კურსით, დღეს ერთი დოლარი 2,7060 ღირდა, ერთი ევრო კი 3,1766 ლარი.

ახალი „TOYOTA LAND CRUISER PRADO“ უკვე საქართველოშია ახალი სიმაღლეების დასაპყრობად

person access_time2017-11-22 15:30:34
მაღალი გამავლობის ავტომობილი „Toyota Land Cruiser Prado“ განახლდა და კიდევ უფრო გაუმჯობესდა. ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ყველგანმავალი ვიზუალურად კიდევ უფრო დაიხვეწა, ტექნიკური თვალსაზრისით კი, განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე ავიდა. სწორედ განახლებული ავტომანქანის მოდელი წარადგინა კომპანია „ტოიოტა კავვკასიამ“ ცოტა ხნის წინ შატო მუხრანის ტერიტორიაზე. აღსანიშნავია, რომ „Toyota Land Cruiser Prado“ თავის სეგმენტში ყველა დროის ერთ-ერთი უნიკალური მოდელია....

„საქართველოს ფინანსური სისტემა თავიდან ბოლომდე მორგებულია კომერციულ ბანკებზე“

person access_time2017-11-22 14:30:49
ერთდღიანი გამყარების შემდეგ ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, დღეს ერთი დოლარი 2 ლარი და 70 თეთრი ღირს, ერთი ევროს ფასი  კი 3 ლარი და 17 თეთრია. ფინანსიტი დავით კიკვიძე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“ აცხადებს, რომ მიმდინარე ეტაპზე ლარის კურსის გაუფასურების მიზეზი დიდი რაოდენობით ლარის მასაა.   „ჩემი აზრით, ამ პრობლემას იწვევს ბრუნვაში ლარის ძალიან დიდი მოცულობა. მიუხედავად...

ავტობანის რიკოთის მონაკვეთზე 3 გვირაბი და 11 ხიდი აშენდება

person access_time2017-11-22 12:00:02
ავტობანის რიკოთის მონაკვეთზე 3 გვირაბი და 11 ხიდი აშენდება. გაზაფხულზე წარდგენილ პროექტში ცვლილება შევიდა, რამაც კიდევ 1 გვირაბის გაყვანის აუცილებლობა წარმოქმნა. ჩუმათელეთსა და ხევს შორის მთავარი გვირაბი 1750 მეტრი იქნება და ის არსებული გვირაბის პარალელურად გაივლის, რაც შეეხება კიდევ 2 გვირაბს ერთი რიკოთამდე აშენდება, მეორე კი, დიდი გვირაბის შემდეგ. მათი სიგრძე 350 მ და 470 მ იქნება. გარდა გვირაბებისა, ავტობანის ყველაზე რთულ...

კონტრტერორისტული სპეცოპერაცია თბილისში დასრულდა (განახლებადი)

person access_time2017-11-22 16:00:14
17:18 სპეცოპერაცია დასრულებულია - ინფორმაციას სუს-ში ადასტურებენ, თუმცა დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება   17:01 - სპეცრაზმელი, რომელიც რამდენიმე საათის წინ ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, გარდაიცვალა. ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის ექიმმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.   „დაჭრილ სპეცრაზმელს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჩვენებები ჰქონდა, - აღნიშნა...


მსგავსი სიახლეები