აზიური ფაროსანას წინააღმდეგ 82 500 ჰექტარია დამუშავებული

access_time2017-09-07 12:34:05

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, დასავლეთ საქართველოში სოფლის მეურნეობის სამინისტროს დამატებითი ტექნიკაა მობილიზებული. მავნებლის გავრცელების კერებში 30 ერთეული სპეციალური ტექნიკა (თერმული ნისლის გენერატორები, სამანქანე შემასხურებლები,სატრაქტორო აგრეგატები, მაღალი წარმადობის დისპერსიული აეროზოლური შემასხურებელი) მუშაობს.

 

 

დღეისათვის დამუშავებულია 82 500 ჰექტარი ფართობი. მათ შორის, პირველ ეტაპზე დამუშავდა 53 000  ჰა, ხოლო მეორე ეტაპზე - 29 500 ჰა ფართობი, აქედან სამეგრელოში - 20 240 ჰექტარი, გურიაში - 4600 ჰექტარი, იმერეთში - 4660 ჰექტარი. ქიმიური წამლობა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

 

5 სექტემბერს  მავნებლის საწინააღმდეგოდ ფართობები დამუშავდა შემდეგ მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში:

გურია

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი:

სოფ. ღრმაღელე - 210 ჰა, სოფ.ჩოლობარგი - 65 ჰა, სოფ. შუხუთი - 30 ჰა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი:

სოფ. შრომა - 120 ჰა, სოფ. ძიმითი - 45 ჰა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი:

სოფ. ამაღლება -180 ჰა

 

სამეგრელო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი: 

სოფ. ცვანე - 393 ჰა, სოფ  ჭითაწყარი - 40 ჰა, სოფ. ხეცერა - 120 ჰა, სოფ. ხურჩა - 75ჰა, სოფ.ჯიხაშკარი - 210 ჰა, სოფ. ჯუმი - 120 ჰა, ზუგდიდი -30 ჰა.

 

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი 

სოფ. კირცხი - 235ჰა, სოფ. ლესიჭინე - 205 ჰა.

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

სოფ. ობუჯი - 150 ჰა.

 

აბაშის მუნიციპალიტეტი

სოფ.ანჟელი - 370ჰა, სოფ. წყემი - 35 ჰა.

 

სამტრედიის და ხონის მუნიციპალიტეტებში 4600 ჰექტარია დამუშავებული.

 

 



1 დოლარი 2,7137 ლარი - ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს

person access_time2017-11-22 17:00:05
ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, ხვალ ერთი დოლარი 2,7137 ლარი ეღირება, ერთი ევრო კი 3,1897 ლარი. 21 ნოემბერს დადგენილი კურსით, დღეს ერთი დოლარი 2,7060 ღირდა, ერთი ევრო კი 3,1766 ლარი.

ახალი „TOYOTA LAND CRUISER PRADO“ უკვე საქართველოშია ახალი სიმაღლეების დასაპყრობად

person access_time2017-11-22 15:30:34
მაღალი გამავლობის ავტომობილი „Toyota Land Cruiser Prado“ განახლდა და კიდევ უფრო გაუმჯობესდა. ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ყველგანმავალი ვიზუალურად კიდევ უფრო დაიხვეწა, ტექნიკური თვალსაზრისით კი, განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე ავიდა. სწორედ განახლებული ავტომანქანის მოდელი წარადგინა კომპანია „ტოიოტა კავვკასიამ“ ცოტა ხნის წინ შატო მუხრანის ტერიტორიაზე. აღსანიშნავია, რომ „Toyota Land Cruiser Prado“ თავის სეგმენტში ყველა დროის ერთ-ერთი უნიკალური მოდელია....

„საქართველოს ფინანსური სისტემა თავიდან ბოლომდე მორგებულია კომერციულ ბანკებზე“

person access_time2017-11-22 14:30:49
ერთდღიანი გამყარების შემდეგ ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, დღეს ერთი დოლარი 2 ლარი და 70 თეთრი ღირს, ერთი ევროს ფასი  კი 3 ლარი და 17 თეთრია. ფინანსიტი დავით კიკვიძე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“ აცხადებს, რომ მიმდინარე ეტაპზე ლარის კურსის გაუფასურების მიზეზი დიდი რაოდენობით ლარის მასაა.   „ჩემი აზრით, ამ პრობლემას იწვევს ბრუნვაში ლარის ძალიან დიდი მოცულობა. მიუხედავად...

ავტობანის რიკოთის მონაკვეთზე 3 გვირაბი და 11 ხიდი აშენდება

person access_time2017-11-22 12:00:02
ავტობანის რიკოთის მონაკვეთზე 3 გვირაბი და 11 ხიდი აშენდება. გაზაფხულზე წარდგენილ პროექტში ცვლილება შევიდა, რამაც კიდევ 1 გვირაბის გაყვანის აუცილებლობა წარმოქმნა. ჩუმათელეთსა და ხევს შორის მთავარი გვირაბი 1750 მეტრი იქნება და ის არსებული გვირაბის პარალელურად გაივლის, რაც შეეხება კიდევ 2 გვირაბს ერთი რიკოთამდე აშენდება, მეორე კი, დიდი გვირაბის შემდეგ. მათი სიგრძე 350 მ და 470 მ იქნება. გარდა გვირაბებისა, ავტობანის ყველაზე რთულ...

კონტრტერორისტული სპეცოპერაცია თბილისში (განახლებადი)

person access_time2017-11-22 16:00:14
17:01 - სპეცრაზმელი, რომელიც რამდენიმე საათის წინ ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, გარდაიცვალა. ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის ექიმმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.   „დაჭრილ სპეცრაზმელს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჩვენებები ჰქონდა", - აღნიშნა ექიმმა.   17:00 სპეცოპერაციის ადგილიდან, სავარაუდოდ კიდევ სამი დაჭრილი გაიყვანეს.   „პირველი არხის“ ინფორმაციით, სპეცოპერაციის ზონიდან...


მსგავსი სიახლეები