„შავი ზღვის გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესება (EMBLAS)“ ფარგლებში ექსპერტები შავი ზღვის ერთობლივ კვლევებს ახორციელებენ

access_time2017-09-06 20:05:18

 

სამეცნიერო-კვლევითი გემის  “Mare Nigrum”  საშუალებით ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ დაფინანსებულ პროექტ „შავი ზღვის გარემოს  მონიტორინგის გაუმჯობესება (EMBLAS)“  ფარგლებში საქართველოს, უკრაინის, და  ევროკავშირის ქვეყნების წამყვანი ექსპერტები შავი ზღვის ერთობლივ კვლევებს ახორციელებენ.

 

პირველი კვლევა ჩატარდა 2016 წელს, რომლის შედეგადაც 12  სამეცნიერო ფაქტი გამოვლინდა, რაც ასახულ იქნა ნაშრომში „12 ახალი ფაქტი შავი ზღვის შესახებ“. (http://emblasproject.org/wp-content/uploads/2017/04/Georgia_brochure.pdf )

 

შავი ზღვის კვლევების მეორე ეტაპი მოიცავს შემდეგ ახალ საკითხებსა და მეთოდებს:

  1. დნმ-ის კვალით გამოვლენილი ზღვის ცოცხალი ორგანიზმების ჩამონათვალი:
  2. შავი ზღვის ფსკერზე ბაქტერიების სახით დალექილი/დაშლილი ტოქსიური დამაბუნძურებლების გამოკვლევა;
  3. შავი ზღვის დამაბინძურებელი ნივთიერების ნუსხის შემდგომი სრულყოფა:

 

 

 

შავი ზღვის მონიტორინგის ფარგლებში უცხოელი სპეციალისტები, გარემოს ეროვნულის სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად  შავი ზღვის ბიოლოგიურ, ფიზიკურ-ქიმიურ და მყარი მცურავი ნარჩენების კვლევებს განახორციელებს, რაც მნიშვნელოვანია ბიომრავალფეროვნების სრულყოფილად შეფასებისათვის. სამეცნიერო ჯგუფს ბათუმის პორტში გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, საქართველოს პარლამენტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების  დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე  და სააგენტოს სპეციალისტები დახვდნენ.

 

 

სამეცნიერო კვლევის შედეგები საშუალებას მისცემს შავი ზღვის ქვეყნებს ჰქონდეთ სრულყოფილი ინფორმაცია შავი ზღვის მდგომარეობის შესახებ.



1 დოლარი 2,7137 ლარი - ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს

person access_time2017-11-22 17:00:05
ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, ხვალ ერთი დოლარი 2,7137 ლარი ეღირება, ერთი ევრო კი 3,1897 ლარი. 21 ნოემბერს დადგენილი კურსით, დღეს ერთი დოლარი 2,7060 ღირდა, ერთი ევრო კი 3,1766 ლარი.

ახალი „TOYOTA LAND CRUISER PRADO“ უკვე საქართველოშია ახალი სიმაღლეების დასაპყრობად

person access_time2017-11-22 15:30:34
მაღალი გამავლობის ავტომობილი „Toyota Land Cruiser Prado“ განახლდა და კიდევ უფრო გაუმჯობესდა. ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ყველგანმავალი ვიზუალურად კიდევ უფრო დაიხვეწა, ტექნიკური თვალსაზრისით კი, განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე ავიდა. სწორედ განახლებული ავტომანქანის მოდელი წარადგინა კომპანია „ტოიოტა კავვკასიამ“ ცოტა ხნის წინ შატო მუხრანის ტერიტორიაზე. აღსანიშნავია, რომ „Toyota Land Cruiser Prado“ თავის სეგმენტში ყველა დროის ერთ-ერთი უნიკალური მოდელია....

„საქართველოს ფინანსური სისტემა თავიდან ბოლომდე მორგებულია კომერციულ ბანკებზე“

person access_time2017-11-22 14:30:49
ერთდღიანი გამყარების შემდეგ ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, დღეს ერთი დოლარი 2 ლარი და 70 თეთრი ღირს, ერთი ევროს ფასი  კი 3 ლარი და 17 თეთრია. ფინანსიტი დავით კიკვიძე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“ აცხადებს, რომ მიმდინარე ეტაპზე ლარის კურსის გაუფასურების მიზეზი დიდი რაოდენობით ლარის მასაა.   „ჩემი აზრით, ამ პრობლემას იწვევს ბრუნვაში ლარის ძალიან დიდი მოცულობა. მიუხედავად...

ავტობანის რიკოთის მონაკვეთზე 3 გვირაბი და 11 ხიდი აშენდება

person access_time2017-11-22 12:00:02
ავტობანის რიკოთის მონაკვეთზე 3 გვირაბი და 11 ხიდი აშენდება. გაზაფხულზე წარდგენილ პროექტში ცვლილება შევიდა, რამაც კიდევ 1 გვირაბის გაყვანის აუცილებლობა წარმოქმნა. ჩუმათელეთსა და ხევს შორის მთავარი გვირაბი 1750 მეტრი იქნება და ის არსებული გვირაბის პარალელურად გაივლის, რაც შეეხება კიდევ 2 გვირაბს ერთი რიკოთამდე აშენდება, მეორე კი, დიდი გვირაბის შემდეგ. მათი სიგრძე 350 მ და 470 მ იქნება. გარდა გვირაბებისა, ავტობანის ყველაზე რთულ...

კონტრტერორისტული სპეცოპერაცია თბილისში (განახლებადი)

person access_time2017-11-22 16:00:14
17:01 - სპეცრაზმელი, რომელიც რამდენიმე საათის წინ ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, გარდაიცვალა.   17:00 სპეცოპერაციის ადგილიდან, სავარაუდოდ კიდევ სამი დაჭრილი გაიყვანეს.   „პირველი არხის“ ინფორმაციით, სპეცოპერაციის ზონიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამი მანქანა გამოვიდა.   ამ თემაზე ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.   ოფიციალურად დადასურებულია, რომ...


მსგავსი სიახლეები