რა ღირს უმაღლესი განათლების მიღება საზღვარგარეთის ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებლებში?

access_time2017-09-06 22:00:00

აშშ არა მხოლოდ ყველაზე სასურველი, არამედ ამავე დროს, ყველაზე ძვირადღირებული ქვეყანაა განათლების მიღების კუთხით.

 

ამერიკული უმაღლესი განათლების მიღება წელიწადში საშუალოდ 25 000 დოლარი ღირს. თუმცა ყველაზე პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებლები - მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტი, ჰარვარდი, სტენფორდი, იელი, კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი - გაცილებით უფრო ძვირია - ბაკალავრიატის ღირებულება 47 000-დან 66 000 დოლარამდე მერყეობს.

 

ამავე დროს, განათლების მიღება ნაკლებად პრესტიჟულ, რიგით ამერიკულ უნივესიტეტებში გაცილებით უფრო იაფია - მაგალითად, ფლორიდის უნივერსიტეტში სწავლის ღირებულება შეადგენს 7000 დოლარს წელიწადში.

 

ბრიტანეთის უნივერსიტეტები ამერიკულთან შედარებით უფრო იაფია, თუმცა მაინც ძვირია - ბაკალავრის ხარისხის მიღება გაერთიანებულ სამეფოში ღირს მინიმუმ 11 600 დოლარი წელიწადში. მაგისტრატურა უფრო ძვირი - 23 300 დოლარიდან.

 

ცალკე თემაა 3 ბრიტანული უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც შედის მსოფლიო ათეულში - კემბრიჯი, ოქსფორდი, და ლონდონის საუნივესიტეტო კოლეჯი - იქ ბაკალავრიატი  წელიწადში 18 600-დან 24 000 დოლარამდე ღირს. მაგისტრატურის ღირებულებაც ამავე ფარგლებში მერყეობს.

 

რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში - ჩეხეთში, საფრანგეთში და გერმანიაში - უმაღლესი განათლება უფასოა, იმ შემთხვევაში თუ სწავლა მიმდინარეობს ადგილობრივ ენაზე. სტუდენტს  ყოველ სემესტრში 150-დან 1500 ევრომდე გადახდა მოუწევს იმისთვის, რომ გახდეს სტუდენტური კავშირის წევრი  - ეს სასწავლებლების სასადილოებში და მუნიციპალურ ტრანსპორტში, ფასდაკლებების მიღების  და  საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებში მუშაობის  საშუალებას იძლევა.

 

უფასო ინგლისურენოვანი განათლების მიღება შესაძლებელია ნორვეგიაში, ცალკეული ინგლისურენოვანი პროგრამები ასევე მოქმედებს გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებში. თუმცა, ეს ეხება მხოლოდ მეორეხარისხოვან სასწავლებლებს - ევროპის მოწინავე უნივერსიტეტებში უფასო განათლება გათვალისწინებული არაა.

 

თუმცა მაშინაც კი, როდესაც განათლება უფასოა, აბიტურიენტს სტუდენტური ვიზის მისაღებად მთელი სასწავლო წლისათვის უნდა გააჩნდეს გარკვეული თანხა ანგარიშზე - გერმანიაში მინიმუმ 8 700 €, საფრანგეთში - 7 400 €,  შვედეთში 10 000 €, ფინეთში 7000 €, ესტონეთში - 5000 €.


 

ასევე, ყველა უნივერსიტეტი მოითხოვს კანდიდტებისგან უცხოური ენის ფლობის დამადასტურებელ სერტიფიკატს .

 

მატერიალური მხარდაჭერის მიღება განათლების ხარჯების დასაფინანსებლად შეიძლება სხვადასხვა დონეზე. გრანტებს და სტიპენიდებს გასცემენ  ქვეყნების და რეგიონების მთავრობები, საერთაშორისო სასაწვლო ცენტრები, საქველმოქმედო ფონდები, კერძო  ორგანიზაციები და ბოლოს - თავად უნივერსიტეტები.

 

გრანტების გაცემის ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი სისტემა მოქმედებს შეერთებულ შტატებში - მაგალითად, გათვალისწინებულია მატერიალური მხარდაჭერის პროგრამა ხელმოკლე სტუდენტებისთის  (need-based scholarships) – თუ ოჯახის წლიური შემოსავალი არ აღემატება 65 000 დოლარს , სტიპენდია მთლიანად ფარავს მის საგანმანათლებლო ხარჯებს. თუმცა, ეს პროგრამა ძირითადად ეხება აშშ-ს მოქალაქეებს და არც თუ ისე ხშირად აფინანსებს უცხოელებს.

 

ამერიკაში ასევე მოქმედებს ბევრი სხვა პროგრამა, მათ შორის უცხოელი სტუდენტებისთვის - მაგალითად  Fulbright,  რომელიც ფარავს სტუდენტის ყველა დანახარჯებს და ასევე უხდის  სტიპენდიას - 2 500 - 3000 დოლარს თვეში.

 

საკუთარ პროგრამების სთავაზობენ სტუდენტებს ამერიკული უმაღლესი სასწავლებლები - მაგალითად, ჰარვარდის სტუდენტების 50% იღებს დახმარებას უნივერსიტეტისგან. თუ სტუდენტის ოჯახის შემოსავალი არ აღემატება წელიწადში 65 000 დოლარს,  უნივერსიტეტი მთლიანად ფარავს მის სასწავლო ხარჯებს.

 

ბრიტანეთში უძველეს სტიპენდიად ითვლება Chevening  - ეს არის ერთადერთი ფინანსური დახმარების პროგრამა, რომელიც ხელმისაწვდომია უცხოელებისთვის, ის ფარავს  არა მხოლოდ სწავლის გადასახადს, არამედ სატრანსპორტო და საცხოვრებელ ხარჯებს.

 

ბევრი ბრიტანული უმაღლესი სასწავლებელი სწავლას ნაწილობრივ აფინანსებს - 30%-დან 70%-მდე, თუმცა დაფინანსების მიღებაზე  განაცხადი მიიღება მხოლოდ კონკრეტულ უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემდეგ.

 

საერთაშორისო გრანტების ყველაზე ცნობილი ევროპული პროგრამაა Erasmus+, რომელიც აფინანსებს ბაკალავრიატს, მაგისტრატურას, მოკლევადიან სასწავლო პროგრამებს. ბენეფიციარებს უნაზღაურდებათ არა მხოლოდ სწავლის, არამედ ტრანსპორტირების და ცხოვრების დანახარჯები.

 

ასევე გათვალისწინებულია ერთჯერადი სტიპენდია პირველადი საყოფაცხოვრებო ხარჯებისთვის.

 

ყველა ქვეყანაში არსებობს თავისი საგრანტო ორგანიზაციები და უმაღლესი სასწავლებლების სტიპენდიები - შვედური Visby, გერმანული  DAAD,  პორტუგალიური Bolsas de estudo, და მრავალი სხვა. მათი დიდი ნაწილი მუშაობს როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი სტუდენტებისათვის.

 

 

rbc.ru

 



869,7 მილიონი ლარი ერთ წელიწადში - კომერციული ბანკების წმინდა მოგება რეკოდრულად გაიზარდა

person access_time2018-01-19 12:00:45
დეკემბერში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 152 563 000 ლარით გაიზარდა. შესაბამისად, 2017 წლის იანვარ-დეკემბერში ბანკების წმინდა მოგებამ 869 798 000 ლარი შეადგინა, რაც 28%-ით, 190,6 მილიონი ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2016 წლის იანვარ-დეკემბერში კომერციულმა ბანკებმა 679 101 000 ლარის წმინდა მოგება მიიღეს.     რაც შეეხება მოგების გადასახადს, საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, კომერციული ბანკებმა დეკემბერში ბიუჯეტში...

„კომერსანტის“ შეკითხვა საქართველოს პარლამენტის წევრებს!

person access_time2018-01-18 19:00:52
მედიაჰოლდინგი „კომერსანტი“ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს შეკითხვით მიმართავს. ხელისუფლებაში მეორე ვადით მოსული მმართველი პარტიის მთავარი ლოზუნგი „კეთილდღეობა და სწრაფი განვითარებაა“. ამ ფონზე კი გადახდისუუნარო მოსახლეობის რიცხვი წლიდან წლამდე მატულობს. საქართველოს მოსახლეობის 6,3% გადახდისუუნაროა. აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემებით, ბაზაში ჩანაწერების რაოდენობამ უკვე 234 ათასს გადააჭარბა, რაც თითქმის 4,7...

„ვაქცინები, რომლებიც დღეს არის საქართველოში არის მაღალხარისხიანი“ - დავით სერგეენკო ვაქცინაციაზე დამატებით განმარტებებს აკეთებს

person access_time2018-01-18 18:30:48
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ვაქცინაციასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს აკეთებს. როგორც მინისტრმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გავრცელებული ინფორმაცია, რომ იმუნიზაციის პროგრამით, სავარაუდოდ, ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი 29 ათასი ვაქცინა გაიხარჯა, სიმართლეს არ შეესაბამება. „გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. სიმართლეს არ შეესაბამება არცერთი პუნქტი. პირველი, რომ ეს პრობლემა ვრცელდებოდა მთლიანად იმუნიზაციის...

ფინელი მეცნიერები ლუდომანიის სამკურნალო სპრეის შექმნაზე მუშაობენ

person access_time2018-01-19 13:00:22
ფინეთის ჯანმრთელობის და კეთილდღეობის ინსტიტუტის მეცნიერები მუშაობენ წამალზე, რომელიც ლუდომანებს, ანუ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანებს მავნე ჩვევისგან განკურნავს. ეს იქნება ცხვირის სპრეი, რომლის აპრობირება 30-მა მოხალისემ უკვე გაიარა.   ეს არ არის ფინელი მეცნიერების პირველი მცდელობა - ადრე ისინი ცდილობდნენ ლუდომანიის მკურნალობას აბებით, თუმცა ამ იდეამ წამლის ნელი მოქმედების გამო არ გაამართლა.   „მოთამაშეები ძალიან აზარტულები არიან. სურვილი...

მსესხებლის გარდაცვალების შემთხვევაში შესაძლოა, მისი სამართალმემკვიდრე მოიძებნოს

person access_time2018-01-18 17:24:15
იმ შემთხვევაში, თუ სესხის ამღები პირი გარდაიცვალა, სესხის ამომღებ კომპანიას ამ სესხის მოთხოვნის უფლება აქვს, – განაცხადა პრობლემური აქტივების ბიუროს დირექტორმა, ლაშა ნოზაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“. „ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, გარდაცვლილი პირის სამართალმემკვიდრე მოიძებნოს, რაც სამართალდარღვევა არ არის“, – განაცხადა ლაშა ნოზაძემ. მისივე თქმით, თუ ონლაინსესხების კომპანია კონკრეტული მომხმარებლის წინააღმდეგ...


მსგავსი სიახლეები