შოტლანდია მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ქვეყნად დასახელდა

access_time2017-09-07 09:50:26

გამოკითხვაში „მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქვეყანა“ შოტლანდიამ უკან ჩამოიტოვა კანადა, რომელიც მე-2 ადგილს დასჯერდა და ტურისტების მიერ დასახელებულ 20 ულამაზეს ქვეყანას შორის პირველი ადგილი დაიკავა.

 

„ვინ უარყოფს, რომ ველური სანაპიროები, ღრმა ტბები და ციხე-კოშკები - განსაკუთრებული ღირსშესანიშნაობებია?”, - აცხადებენ გზამკვლევის ავტორები.

 

„რეიტინგში ასევე მოხვდა ახალი ზელანდია, ფინეთი, ნორვეგია და სამხრეთ აფრიკა. ინგლისი გავიდა მე-7 ადგილზე, ხოლო უელსმა მე-10 პოზიცია დაიკავა“, - წერს „The Independent“-ი.


 

შოტლანდიელ ტუროპერატორებს მიაჩნიათ, რომ გამოკითხვის შედეგები ქვეყანაში ტურისტების მოზიდვას შეუწყობს ხელს.

 

„ძალიან გვიხარია, რომ შოტლანდიამ ასეთი შესანიშნავი შეფასება დაიმსახურა, თუმცა ეს შედეგი ნამდვილად არ გააკვირვებს არავის, ვინც ჩვენ ქვეყანაში ყოფილა“, - განაცხადა შოტლანდიის ეროვნული ტურისტული ორგანიზაციის „VisitScotland“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

 

მისი თქმით, შოტლანდიაში ყოფნისას ტურისტს განსაკუთრებული გრძნობა ეუფლება, რომლის მსგავსსაც მსოფლიოში ვერსად ვერ განიცდით.



მთავრობის 620-გვერდიანი დადგენილება ცუდი ენით არის ნათარგმნი და მისი გაგება რთულია

person access_time2018-01-16 14:30:35
2017 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში ტექნიკური რეგლამენტი - „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები“ ამოქმედდა. მთავრობის 620-გვერდიან დადგენილებაში საუბარია უსაფრთხოების მისაღწევად საჭირო მინიმალურ მოთხოვნებზე, როგორიცაა გასასვლელების სათანადოდ დაპროექტება, ხანძრისა თუ სხვა საფრთხეებისგან დაცვა, კიბეებისა თუ ლიფტების შესაბამისი წესების დაცვით მოწყობა და ა.შ. თუმცა, რეგლამენტის ამოქმედებიდან ერთი წლის შემდეგ დეველოპერები მშენებლობის ნებართვების „გაჭედვასა“ და უძრავი...

2 თვეში გადახდისუუნარო მოსახლეობის რაოდენობა 4,7 ათასით გაიზარდა

person access_time2018-01-16 13:30:29
...

„არავინ იცის, როგორი დენი მიდის მომხმარებლამდე!“ - ენერგეტიკოსები ელექტროენერგიის ხარისხის კონტროლის გამკაცრებას ითხოვენ

person access_time2018-01-16 11:10:24
ელექტროენერგიის ხარისხის კონტროლი გასამკაცრებელია. ენერგეტიკოსების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ დენის ხარისხი არ კონტროლდება და ამით მომხმარებელი ზარალდება. ბოლო პერიოდში კომპანიებს ამ მხრივ გარკვეული ვალდებულებები დაეკისრათ, მაგრამ ეს ჯერჯერობით არ არის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში კი ამტკიცებენ, რომ ელექტროენერგიის ხარისხი დამაკმაყოფილებელია. ენერგეტიკოსები ეჭვობენ, რომ დენის ხარისხის კონტროლი არ მიმდინარეობს....

„უნიკალური ოპერაცია ჩატარდა“ - როგორ გადაარჩინეს ქართველმა ექიმებმა სასიკვდილო დიაგნოზის მქონე პაციენტი

person access_time2018-01-16 16:00:54
„ეს იყო ურთულესი ოპერაცია“ - აცხადებს „კომერსანტთან“ საუბრისას სამშობიარო სახლის PINEO Luxury-ის დირექტორი ზაზა სინაურიძე. საქმე ეხება რამდენიმე დღის წინ ჩატარებულ უნიკალურ ოპერაციას, რომელიც საქართველოში პირველად ჩატარდა და რომლის შედეგად სასიკვდილო დიაგნოზის მქონე პაციენტის გადარჩენა მოხერხდა.  პლაცენტა პერკრეტას და საშვილოსნოს ანევრიზმის პათოლოგიების დიაგნოზის მქონე პაციენტს ოპერაცია რამდენიმე დღის წინ ჩაუტარდა. როგორც ზაზა...

H&M-მა და არჩევნებმა გარე სარეკლამო ბაზარი 15%-ით გაზარდა - outdoor.ge

person access_time2018-01-16 12:15:18
„გასულ წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით დატვირთული ბანერების რაოდენობამ 70-80% შეადგინა“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ სარეკლამო სააგენტო outdoor.ge-ს დირექტორმა ზურაბ პერტაიამ განუცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე გარე სარეკლამო ბაზარი საკმაოდ დატვირთულია, თუმცა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ ცვლილებების ამოქმედების შემთხვევაში, ბაზარზე შესაძლოა, მცირედი ცვლილებები მოხდეს. „ამ ეტაპზე სარეკლამო ბაზარი...


მსგავსი სიახლეები