მთავარი გვერდი

ეკონომისტები ლარის გაუფასურების მიზეზებს განმარტავენ

person access_time2017-09-05 16:00:53

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლარი დაახლოებით 4 პროცენტით გაუფასურდა. განსაკუთრებული გაუფასურება ბოლო დღეების განმავლობაში ფიქსირდება. დღეს Bloomberg-ის ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში 1 აშშ დოლარი 2,4900 ლარად ივაჭრება. „კომერსანტი“ დაინტერესდა რა ფაქტორებით ხსნიან ეკონომიკის ექსპერტები ლარის გაუფასურებას, რა მოლოდინები აქვთ და ხედავენ თუ არა შექმნილ ვითარებაში რაიმე ქვედინებებს?

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის პრეზიდენტი ვახტანგ ჭარაია ბოლო პერიოდში ლარის გაუფასურებას რამდენიმე ძირითად ფაქტორს უკავშირებს. მათ შორისაა, სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც 2.5 ლარიან ნიშნულზეა დაგეგმილი. შესაბამისად, მთავრობა და ეროვნული ბანკი შეეცდებიან ლარს მიმართულება ამ ნიშნულისკენ მისცენ. „თუ ამ ნიშნულს არ დაიჭერენ, მაშინ სახელმწიფო ბიუჯეტს პრობლემები შეექმნება. ამას კი ხელისუფლება თავს აარიდებს. მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც წინ არჩევნები გვაქვს“, - აცხადებს ჭარაია.

  

გარდა ამისა, ტურისტული სეზონი უკვე სრულდება, რაც ჭარაიას განცხადებით, ლარის კურსზე ნეგატიურად აისახება.

  

მისი თქმით, აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს საკმაოდ დიდი რაოდენობით საგარეო ვალდებულები გააჩნია, ეს კი უარყოფითად აისახება ლარზე, რადგან საგარეო ვალდებულებების მომსახურება დოლარში ხორციელდება. „კომპლექსურად, თუ ყველაფერს ერთად განვიხილავთ, ეს არის სწორედ გაუფასურების მიზეზი“, - აცხადებს ჭარაია.

 

ექსპერტი ლარის კიდევ უფრო მეტ გაუფასურებას ვარაუდობს, თუმცა, მისივე პროგნოზით, ეს გარდამტეხი და გადამწყვეტი გაუფასურება არ იქნება. „ეს იქნება უმნიშვნელო გაუფასურება, რადგან უარყოფით ფაქტორებთან ერთად არსებობს დადებითი, შემომავალი ნაკადებიც. მათ შორის ექსპორტის, ფულადი გზავნილების და უცხოური ინვესტიციების ზრდა. შესაბამისად, კურსს ესეც დააბალანსებს“, - ამბობს ჭარაია.

 

„საზოგადოება და ბანკების“ ანალიტიკოსი გივი ადეიშვილი განმარტავს, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლარი დაახლოებით 4 პროცენტით გაუფასურდა. ეს პროცესი კი განსაკუთრებით ბოლო 1 კვირის განმავლობაში შეინიშნება.

 

მისი თქმით, იმ პირობებში, როდესაც სავალუტო ბაზარზე რაიმე მსხვილი გარიგების შესახებ ინფორმაცია უცნობია, ლარის გაუფასურებას „საზოგადოება და ბანკები“ სეზონურ გაუფასურებას და ეროვნული ვალუტის მიმართ არსებულ მოლოდინს უკავშირებს. „ბოლო 3 წლის განმავლობაში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი საკმაოდ მერყევია. ვალუტის გაუფასურება განსაკუთრებით, შემოდგომა-ზამთრის პერიოდს ახასიათებს, გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში კი გამყარების  მოლოდინი არსებობს“, - აცხადებს ადეიშვილი.

 

ანალიტიკოსის განმარტებით, მართალია, ლარის კურსის პროგნოზი ამ შემთხვევაში შეუძლებელია, თუმცა, გაცვლითი კურსი გარკვეულ პერიოდში დასტაბილურდება.

 

ლარის კურსის გაუფასურებას ძირითადად საგარეო  ფაქტორებს უკავშირებს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში აკაკი ჩარგეიშვილი. მისი მთქმით, ის რაც ახლა ხდება, შოკისმაგვარი რყევაა. თუმცა ჩარგეიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში მსგავსი მომენტი არაერთხელ ყოფილა. ჩარგეიშვილი განცხადებით, ქვეყანაში არსებული მდგომარეობა არ უნდა იძლეოდეს ლარის გაუფასურების საფუძველს, რადგან საკმაოდ დიდია ტურისტების რაოდენობა, ზრდაა ექსპორტის და ფულადი გზავნილების ნაწილშიც.

 

„ამ შემთხვევაში ჩვენი პირდაპირი პოლიტიკის ნაწილი არის ის, რომ სახელმწიფოს სავალუტო რყევების დროს დაზღვევა არ აქვს. კორეასთან დაკავშირებული პოლიტიკური ვითარების გამო, საერთაშორისო ბირჟებზე გუშინ ბიტკოინის ღირებულებაც 8 პროცენტით დაეცა. დიდი რყევებია დოლართან და ევროსთანაც. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა პირდაპირ არ არის დამოკიდებული საერთაშორისო მდგომარეობასთან, მაგრამ ეს ფაქტორები ირიბად მაინც მოქმედებს. ჩვენ სტაბილურობის მექანიზმები არ გვაქვს“, - აცხადებს ჩარგეიშვილი.

 

ისიც, სხვა ექსპერტების მსგავსად ამბობს, რომ ვითარება რამდენიმე დღეში სავარაუდოდ დასტაბილურდება.

 

აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით რამდენიმე  თეთრით გაუფასურდა. რამდენიმეთვიანი სტაბილურობის შემდეგ, ეროვნული ვალუტის გაუფასურება 24 აგვისტოდან დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი 5 სექტემბრის კურსის მიხედვით, ერთი დოლარი 2,4502 ლარი ღირს, ხოლო ბლუმბერგის პლატფორმაზე 1 დოლარი 2,4900 ლარად ივაჭრება.

 

შარშან, სექტემბრის დასაწყისში, ერთი დოლარის ღირებულება საშუალოდ 2,31 ლარს შეადგენდა და მკვეთრად გაუფასურების პროცესი კი, 27 სექტემბრიდან დაიწყო. ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურების პიკს 2016 წლის 21 დეკემბერს მიაღწია, როდესაც ერთი დოლარი 2,8 ლარი ღირდა.

 

ამის შემდეგ ეროვნულმა ვალუტამ გამყარება დაიწყო, უკვე ზაფხულში კი ლარი დოლარის მიმართ 2,38–2,39 ნიშნულზე დაბალანსდა. იმისათვის, რომ ეროვნული ვალუტის მკვეთრი გამყარება არ მომხდარიყო, ეროვნულმა ბანკმა ზაფხულის განმავლობაში ბაზრიდან 110 მილიონი დოლარი ამოიღო. კერძოდ, 19 ივნისს გამართულ სავალუტო აუქციონზე სებ–მა 10 მილიონი დოლარი იყიდა, 20,26,28 ივნისს, 1–ელ და 7 აგვისტოს კი 20–20 მილიონი დოლარი. 

 

ავტორი: სოფო ქსოვრელი 

 

 


„ჰუალინგ ჯგუფის“ ახალ პროექტს, ჰუალინგი თბილისის ზღვის პლაზას, საქართველოში ყველაზე სრულყოფილი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა გააჩნია

person access_time2017-09-25 13:10:52
„ჰუალინგი თბილისის ზღვის პლაზას“ საქართველოში ყველაზე სრულყოფილი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა გააჩნია.შენობაში დამონტაჟებულია ცეცხლის ქრობის ავტომატური სისტემა, არის 17 საევაკუაციო კარი და 18 საევაკუაციო კიბე. ყველა სართული აღჭურვილია ავტომატური სახანძრო ფარდებით, რომელთა ცეცხლმედეგობა 45 წუთია და რომლებიც, ხანძრის შემთხვევაში, უზრუნველყოფენ სექტორების განმხოლოებას. ყველა კარი ცეცხლგამძლე მასალით არის დამზადებული. თბილისის ზღვის პლაზას გააჩნია კარგად მომზადებული და გაწვრთნილი...

Bloomberg - კობა გვენეტაძე: 2018 წელს ქვეყანა ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს - 3%-ს მიუახლოვდება

person access_time2017-09-25 13:15:59
მიმდინარე წელს, მოსალოდნელია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად დატოვებს, 2018 წლიდან კი დაიწყება პოლიტიკის ეტაპობრივი შერბილება - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ Bloomberg-თან ინტერვიუში. წელს განაკვეთი უკვე ორჯერ გავზარდეთ, მაგრამ ჩვენი პროგნოზს თანახმად პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად შემცირდება მის ნეიტრალურ დონემდე, რომელიც 5 პროცენტის ფარგლებშია.“ საქართველომ 6 სექტემბერს...

S&P: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მართვისთვის საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივ კომპანიას დააფუძნებენ

person access_time2017-09-25 12:30:31
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ამოქმედებით, უახლოეს პერიოდში, „საქართველოს რკინიგზაზე“  მნიშვნელოვან პოზიტიურ გავლენას  არ ელის Standard and Poor’s-ი.   სააგენტომ საქართველოს სარკინიგზო ოპერატორს რეიტინგი В+/В დონეზე დაუდასტურა, თუმცა რეიტინგის პროგნოზი „სტაბილურიდან“ „ნეგატიურამდე“ შეუმცირა.   სააგენტოს ექსპერტებს რკინიგზის მოდერნიზებისთვის საჭირო მაღალი კაპიტალური ხარჯები და ამავე დროს...

ხმაურის გადაჭარბებაზე აგვისტოში 37 ჯარიმა დაიწერა

person access_time2017-09-25 10:40:10
აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების გამო, საპატრულო პოლიციამ ორ კვირაში საქართველოს მასშტაბით სულ 37 ჯარიმა გამოწერა. ჯარიმების ეს რაოდენობა ხმაურის შესახებ კანონის ამოქმედებიდან, 15 აგვისტოდან 31 აგვისტომდე დაფიქსირდა. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 77’-1 მუხლით ყველაზე მეტი 24 ჯარიმა თბილისში დაიწერა, შემდეგი არის აჭარა, სადაც სამართალდამცველებმა 10 ჯარიმა გამოწერეს, ხოლო ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და...

38 მილიონი 6 თვეში - კომერციული ბანკების შემოსავალი მოსახლეობისთვის დაკისრებული ჯარიმებიდან

person access_time2017-09-25 09:00:35
საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემებით, კომერციულმა ბანკებმა 2017 წლის 6 თვის განმავლობაში საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან ჯარიმის სახით 37 982 147 ლარის შემოსავალი მიიღეს.  კომერციული ბანკების ანგარიშგებების მიხედვით, 2017 წლის პირველ კვარტალში სესხებიდან ჯარიმის სახით 20 935 179 ლარის შემოსავალი მიიღეს. მეორე კვარტალში კი ამ შემოსავალმა 17 046 968 ლარი შეადგინა.   კომერციული ბანკების ანგარიშგებაში ვკითხულობთ, 2017 წლის ორ კვარტალში...

სასტუმროების საფასო პოლიტიკა საქართველოში

person access_time2017-09-24 17:00:14
რომელი ქვეყნებიდან სტუმრობენ საერთაშორისო ვიზიტორები საქართველოს, რა მიზნით ჩამოდიან ტურისტები ქვეყანაში და რა ტემპით ვითარდება საქართველოში სასტუმრო ბიზნესი, - თემების მიმოხილვით გადაცემაში ’’საქმიანი დილა“ Cushman & Wakefield Georgia-ს რეგიონალური დირექტორი ნინო რუხაძე საუბრობს.  -ქალბატონო ნინო, დღესდღეობით საქართველოში როგორც საერთაშორისო, ისე ქართული ბრენდების სასტუმროების მშენებლობის ბუმია, როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა და რატომ...

გაზრდილი ექსპორტის მიუხედავად ყურძნის ფასი ისევ დაბალია

person access_time2017-09-24 15:00:07
იმის მიუხედავად, ქართული ოცნების დამფუძნებელი ჯერ კიდევ 2012 წელს აცხადებდა, რომ ყურძნის ფასი არ შეიძლება იყოს 1 ლარზე ნაკლები, დღემდე რქაწითელსა და მწვანეს ფერმერები 70–80 თეთრზე ძვირად ვერ ყიდიან. ამასთან, წელს რთველი ისე მიმდინარეობს, რომ მთავრობა სახელმწიფო სუბსიდიას აღარ გასცემს.   თამარ დიღმელაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს.   “ხვალ უნდა დავკრიფო მწვანე,  რქაწითელი და საფერავი. “კახურმა ტრადიციულმა...

რამდენად დამაკმაყოფილებელია საწვავის ხარისხი საქართველოში

person access_time2017-09-23 15:00:18
მიმდინარე წელს გარემოს დაცვის სამინისტრომ საწვავის ხარისხი 14 ავტოგასამართ სადგურზე შეამოწმა. ამის შესახებ PALITRANEWS-ს მთავარმა სახელმწიფო ინსპექტორმა ნელი კორკოტაძემ განუცხადა.მისი თქმით, შემოწმებულ ობიექტებზე ხარისხობრივი ნორმების დარღვევის ფაქტი არ გამოვლენილა. „წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 14 ავტოგასამართ სადგურზე შემოწმდა საწვავის ხარისხი. საუბარია, როგორც ბრენდირებულ ისე არაბრენდირებულ გასამართ სადგურებზე. შემოწმება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით განხორციელდა...

დავით საგანელიძე: ``ვცდილობთ, ჩინელი ინვესტორები ორი დიდი პროექტით დავაინტერესოთ``

person access_time2017-09-23 13:00:55
მილიარდ ნახევრიანი ქვეყანა, რომლის ეკონომიკა ძალიან მზარდია, ორი ქვეყნის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ჩინეთს აძლევს იმის შანსს, რომ საქართველოს სავაჭრო პარტნიორების სამეულში კიდევ უფრო წინ წაიწიოს , - ამის შესახებ საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ ჩინეთის ქალაქ შანხაიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომლებიც მედიატურის ფარგლებში ჩინეთის 4 ქალაქში იმყოფებოდნენ. როგორც დავით საგანელიძემ აღნიშნა, ჩინეთში 3 ქართული დელეგაცია იყო. პირველი დელეგაცია...

პეკინში ვარაუდობენ, რომ 2017 წელს საქართველოდან ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტი 10 მილიონ ბოთლს გადააჭარბებს

person access_time2017-09-23 11:00:27
პეკინში, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ცენტრში ვარაუდობენ, რომ 2017 წელს საქართველოდან ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტი 10 მილიონ ბოთლს გადააჭარბებს. საქართველოში ჩინეთის საელჩოს, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, და საერთაშოროსო მედიაჰოლდინგის საქართველოს წარმომადგენლობის Gbtimes Georgia-ს ორგანიზებით გამართული მედიატურის ფარგლებში, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში არსებულ ქართული ღვინის პოპულარიზაციის ცენტრს ქართველი ჟურნალისტები ესტუმრნენ. ჩინეთის საკვებისა და ფერმენტული...

მსგავსი სიახლეები