პროგრამა, რომელიც მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ ფერმერებს დაეხმარება

access_time2017-09-07 09:40:53

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების  სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს. აღნიშნული პროგრამის არეალი მაღალმთიანი სტატუსის მქონე 29 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მხოლოდ მეორად კოოპერატივებს შეეხება. 



„ბიზნესპრესნიუსი“ კოოპერატივების განვითარების სააგენტოს უფროსს გიორგი მიშელაძეს ესაუბრა: 


- საქართველოს მაღალმთიანეთში ბლომად არის სათიბ-საძოვრები, რომლებიც არც აღრიცხულია და არც სამართლებრივ არეალშია მოქცეული. ეს მიწა უნდა გადაეცეს ხალხს, რომელსაც ის ნამდვილად სჭირდება. 

 

- ვისი ინიციატივით დაიწყო სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების პროგრამა?

 

- ეს არის პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივა, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ხორციელდება. პროგრამის მიხედვით, მაღალმთიან რაიონებში მცხოვრებ მესაქონლეებს, რომლებიც კოოპერატივებში არიან გაერთიანებული, შესაძლებლობა ექნებათ სათიბები და საძოვრები მრავალწლიანი იჯარით გამოიყენონ.

 

- რა წესით მიმდინარეობს რეგისტრაცია?

 

- რეგისტრაცია მიმდინარეობს კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე - www.acda.gov.ge. რეგისტრაცია 21 აგვისტოდან დაიწყო და ბოლო ვადა 2 ოქტომბრამდეა. სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამაში თითოეული მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ ერთი კოოპერატივი მიიღებს მონაწილეობას. შესაბამისად, ერთზე მეტი განაცხადი თუ შემოვა, უპირატესობა იმ კოოპერატივს მიენიჭება, რომელსაც იმავე ადმინისტრაციულ ერთეულში მოქმედ სხვა კოოპერატივებთან შედარებით უფრო მეტი მეპაიე ჰყავს. ჩვენი მიზანია პროგრამაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს და მეტმა ადამიანმა მიიღოს მისი სიკეთეები. რა არის მთავარი კრიტერიუმი უპირატესობის მინიჭებისთვის? - უპირატესობა მიენიჭება იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს, რომლის წევრთა რაოდენობა შეადგენს არანაკლებ 11 მეპაიეს და მის მფლობელობაშია არანაკლებ 200 სული მეწველი საქონლისა. მათ იჯარით გადაეცემათ სათიბ-საძოვრები და შესაბამისი აღჭურვილობა - ტრაქტორები, სათიბები, ასევე სხვა საჭირო ინვენტარი. იმ შემთხვევაში, თუ ეს 11 მეპაიე ვერ მოაგროვებს 200 სულ პირუტყვს, მათ აქვთ შესაძლებლობა მეპაიეები დაიმატონ და საჭირო სულადობა ასე მოაგროვონ. კოოპერატივს რამდენი მეწველი საქონელიც ეყოლება, საძოვარსაც ამის პროპორციულად მიიღებენ. 

 

- ზოგიერთ მაღალმთიან სოფელში რამდენიმე ადამიანი ცხოვრობს. რა ბედი ელით მათ? 

 

- თუ საჭირო რაოდენობით ხალხს ვერ მოაგროვებენ, პროგრამის მონაწილეებს შეუძლიათ სხვა ადმინისტრაციული ერთეულიდანაც დაიმატონ წევრები. ამისთვის საჭირო იქნება ეს საქონელი კოოპერატივის საკუთრებად დარეგისტრირდეს. პირველი ორი წლის განმავლობაში გადასახადი 1 ჰექტარზე 1 ლარი იქნება, ხოლო შემდეგ - 15 ლარი. პროგრამა 29 მუნიციპალიტეტში განხორციელდება, რეგისტრირებულ კოოპერატივებს გადაეცემა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, რომლითაც ისინი შეძლებენ საძოვრების და სათიბების დამუშავებას. გარდა ამისა, შუაფხოს ადმინისტრაციულ ერთეულში მომავალ წელს რძის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება, საწარმო გადაეცემა კოოპერატივს, რომელიც შუაფხოშია რეგისტრირებული. 

 

- რომელი კოოპერატივები ისარგებლებენ პრივილეგიებით?

 

- 3-4 კოოპერატივს შორის უპირატესობა მიენიჭება იმას, სადაც უფრო მეტი მეპაიე იქნება ჩართული. კოოპერატივებმა ერთი პირობა უნდა შეასრულონ - 2025 წლამდე ძროხების რაოდენობა უნდა გააორმაგონ. 

 

- რომელ რეგიონებში განხორციელდება სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების პროგრამა? 

 

- პროგრამა სულ 29 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს: ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი - თითქმის ყველა რეგიონში, გარდა სამეგრელოსი, სადაც მაღალმთიანი დასახლებები თითქმის არ არის. ამ ეტაპზე პროგრამაში თითქმის ყველა მუნიციპალიტეტია ჩართული, კოოპერატივების ნაწილი უკვე დარეგისტრირდა, ზოგგან ახალი კოოპერატივები ჩამოყალიბდა. უკვე გითხარით - როდესაც სოფელში რამდენიმე მოსახლეა, მათ საშუალება აქვთ სხვა ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ კოოპერატივში გაერთიანდნენ. მსგავსი პროგრამები რეგიონების გაძლიერებას ითვალისწინებს. საქართველოს მოსახლეობის 48% რეგიონებში ცხოვრობს და მათი კეთილდღეობა სახელმწიფოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია. ცოტა ხნის წინ დაიწყო კიდევ ერთი პროგრამა, რომელიც თაფლის გადამამუშავებელი საწარმოების გახსნას გულიხმობს და ძალიან დაეხმარება მეფუტკრეობის დარგში დასაქმებულ ფერმერებს, ოღონდ ეს პროგრამაც კოოპერატივებისთვის იქნება განკუთვნილი. 

 

bpn.ge

 



1 დოლარი 2,7137 ლარი - ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს

person access_time2017-11-22 17:00:05
ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, ხვალ ერთი დოლარი 2,7137 ლარი ეღირება, ერთი ევრო კი 3,1897 ლარი. 21 ნოემბერს დადგენილი კურსით, დღეს ერთი დოლარი 2,7060 ღირდა, ერთი ევრო კი 3,1766 ლარი.

ახალი „TOYOTA LAND CRUISER PRADO“ უკვე საქართველოშია ახალი სიმაღლეების დასაპყრობად

person access_time2017-11-22 15:30:34
მაღალი გამავლობის ავტომობილი „Toyota Land Cruiser Prado“ განახლდა და კიდევ უფრო გაუმჯობესდა. ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ყველგანმავალი ვიზუალურად კიდევ უფრო დაიხვეწა, ტექნიკური თვალსაზრისით კი, განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე ავიდა. სწორედ განახლებული ავტომანქანის მოდელი წარადგინა კომპანია „ტოიოტა კავვკასიამ“ ცოტა ხნის წინ შატო მუხრანის ტერიტორიაზე. აღსანიშნავია, რომ „Toyota Land Cruiser Prado“ თავის სეგმენტში ყველა დროის ერთ-ერთი უნიკალური მოდელია....

„საქართველოს ფინანსური სისტემა თავიდან ბოლომდე მორგებულია კომერციულ ბანკებზე“

person access_time2017-11-22 14:30:49
ერთდღიანი გამყარების შემდეგ ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, დღეს ერთი დოლარი 2 ლარი და 70 თეთრი ღირს, ერთი ევროს ფასი  კი 3 ლარი და 17 თეთრია. ფინანსიტი დავით კიკვიძე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“ აცხადებს, რომ მიმდინარე ეტაპზე ლარის კურსის გაუფასურების მიზეზი დიდი რაოდენობით ლარის მასაა.   „ჩემი აზრით, ამ პრობლემას იწვევს ბრუნვაში ლარის ძალიან დიდი მოცულობა. მიუხედავად...

ავტობანის რიკოთის მონაკვეთზე 3 გვირაბი და 11 ხიდი აშენდება

person access_time2017-11-22 12:00:02
ავტობანის რიკოთის მონაკვეთზე 3 გვირაბი და 11 ხიდი აშენდება. გაზაფხულზე წარდგენილ პროექტში ცვლილება შევიდა, რამაც კიდევ 1 გვირაბის გაყვანის აუცილებლობა წარმოქმნა. ჩუმათელეთსა და ხევს შორის მთავარი გვირაბი 1750 მეტრი იქნება და ის არსებული გვირაბის პარალელურად გაივლის, რაც შეეხება კიდევ 2 გვირაბს ერთი რიკოთამდე აშენდება, მეორე კი, დიდი გვირაბის შემდეგ. მათი სიგრძე 350 მ და 470 მ იქნება. გარდა გვირაბებისა, ავტობანის ყველაზე რთულ...

კონტრტერორისტული სპეცოპერაცია თბილისში (განახლებადი)

person access_time2017-11-22 16:00:14
17:01 - სპეცრაზმელი, რომელიც რამდენიმე საათის წინ ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, გარდაიცვალა. ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის ექიმმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.   „დაჭრილ სპეცრაზმელს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჩვენებები ჰქონდა", - აღნიშნა ექიმმა.   17:00 სპეცოპერაციის ადგილიდან, სავარაუდოდ კიდევ სამი დაჭრილი გაიყვანეს.   „პირველი არხის“ ინფორმაციით, სპეცოპერაციის ზონიდან...


მსგავსი სიახლეები