ტურისტები აჭარაში დაბინძურებულ სანაპირო ზოლზე და არასაკმარის ინფრასტრუქტურაზე საუბრობენ

access_time2017-09-06 10:00:22

ზღვისპირა ქალაქებში ტურისტული სეზონი დასასრულს უახლოვდება. „კომერსანტი“ დაინტერესდა, თუ როგორი სიტუაცია იყო სეზონზე აჭარის რეგიონში მდებარე ბრენდულ და საოჯახო სასტუმროებში.

 

აღმოჩნდა, რომ სასტუმროებში, წელს 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მომატებული იყო, როგორც უცხოელი, ასევე ქართველი სტუმრების რაოდენობა. სასტუმროების წარმომადგენლები წლევანდელ საზაფხულო სეზონს დადებითად აფასებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ მათთან დასასვენებლად ჩამოსული ტურისტები ძირითადად სანაპირო ზოლზე დაბინძურებულ გარემოსა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობაზე მიუთითებდნენ.

 

როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას ციხისძირში მდებარე სასტუმრო Castello Mare-ს გაყიდვებისა და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი მარიამ კედელაძე აცხადებს, წელს შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით უცხოელი ტურისტების რაოდენობამ დაახლოებით 40%-60%-ით იმატა. კედელაძის თქმით, სასტუმროდან გარეთ გასულ ტურისტს რეალურად არაფერი ხვდება. 

 

„წლევანდელი საზაფხულო სეზონით საკმაოდ კმაყოფილები ვართ. Castello Mare-სთვის ეს მეორე წელი იყო და რა თქმა უნდა ჩვენთვის წარმატებული აღმოჩნდა. Castello Mare -ს ძირითადად პოსტსაბჭოთა სივრციდან და არაბული ქვეყნებიდან სტუმრობენ. რაც შეეხება ქართველ სტუმრებს, ჩვენს სასტუმროში დამსვენებელთა 30% ქართველი ტურისტია. 

ჩვენი სასტუმროდან გამოსული ადამიანი ბათუმში მიდის, რადგან ციხისძირში შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არის. სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე არც გასართობი ადგილია და არც რესტორანი. რეალურად შენობიდან გასულ ადამიანს გარეთ არაფერი ხვდება.

 

რაც შეეხება სერვისების გაუმჯობესებას, ჩვენ ამ დრომდე 16 წლამდე ბავშვებს სასტუმროში არ ვიღებდით, ამიტომ იმ ინფრასტრუქტურას განვავითარებთ რაც მომავალ წელს ბავშვების მიღების საშუალებას მოგვცემს. ასევე გამაჯანსაღებელ ცენტრში მრავალი სიახლის დამატებას ვგეგმავთ“, - განაცხადა მარიამ კედელაძემ.

 

ქობულეთში მდებარე სასტუმრო Georgia Palace-ის PR მენეჯერი რუსუდან ცეცხლაძე განმარტავს, რომ „2017 წლის ზაფხული წარმატებული სეზონი იყო, სტუმრების რაოდენობის თვალსაზრისით“. ცეცხლაძე უცხოეული ტურისტების რაოდენობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ სასტუმროს ყველაზე მეტი სტუმარი რუსეთიდან, უკრაინიდან და ყაზახეთიდან ჰყავდა.

 

სასტუმრო Radisson Blu Batum-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის მენეჯერი სალომე წოწორია ამბობს, რომ მათ სასტუმროზე კვლავ დიდი მოთხოვნაა.

 

„საზაფხულო სეზონს აბსოლუტურად პოზიტიურად შევაფასებ. სასტუმრო სრულად იყო დატვირთული და ამჟამადაც დაჯავშნილია ნომრები. ჩვენ სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან გვყავდა. მათ შორის: რუსეთიდან, თურქეთიდან, ისრაელიდან და ირანიდან. ყოველ წელს სასტუმრო დიდი დატვირთვით მუშაობს და ჩვენი გუნდი ამისთვის ყოველთვის მზადაა“, - აღნიშნა სალომე წოწორიამ.

 

ბრენდული სასტუმროების მსგავსად წლევანდელ სეზონს საოჯახო სასტუმროებიც დადებითად აფასებენ, თუმცა ჩვენთან საუბრისას სასტუმროს მფლობელები აცხადებენ, რომ ტურისტები ძირითადად სანაპირო ზოლზე ინფრასტრუქტურის უკეთ კეთილმოწყობაზე საუბრობდნენ.

 

როგორც სასტუმრო „Guest House Agmashenebeli street 824“-ში განაცხადეს 2017 წლის ზაფხული შარშანდელს ჯობს. „გვყავს როგორც უცხოელი ასევე ქართველი ტურისტები. წელს ჩვენთან ჩამოსული ტურისტების 30%-ი უცხოელი იყო. შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რაოდენობა მომატებულია“, - გვითხრა სასტუმროს წარმომადგენელმა ზაზა ზოიძემ.

 

„Guest House Guro“-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი მერი ველიაძე კი აღნიშნავს, რომ ტურისტები წელს მცირე დროით დასვენებას ამჯობინებდნენ, რის მიზეზადაც ტურისტების ფინანსების ნაკლებობას ასახელებს.

 

„წლევანდელ ზაფხულს დადებითად შევაფასებ, თუმცა დამსვენებლები მცირე დროით ისვენებდნენ, რადგან ფინანსურად მეტის საშუალება არ ჰქონდათ. წელს ჩვენთან ჩამოსული ტურისტების 60%-ი უცხოელი იყო. სასტუმროში მოსული სტუმრები ძირითადად სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურის მოწყობაზე ამახვილებდნენ ყურადღებას. ტურისტების აზრით, სანაპირო ზოლი უფრო კეთილმოწყობილი და დასუფთავებული უნდა იყოს, როგორც ეს სხვა ქვეყნებშია“, - ამბობს მერი ველიაძე.

 

 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე



Bloomberg-მა 2017 წლის საუკეთესო ბიზნეს სკოლები დაასახელა

person access_time2017-11-18 12:30:40
Bloomberg ამერიკის საუკეთესო ბიზნეს სკოლების ყოველწლიურ რეიტინგს აქვეყნებს. ზედიზედ მესამე წელია სიის სათავეში Harvard ხვდება. მიმდინარე წელს რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესეს პენსილვანიის უნივერსიტეტმა და MIT -მა. რეიტინგის შედეგენისას შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენეს: კურსდამთავრებულების და სტუდენტების სამეცნიერო მიღწევები; კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებელი და მათი საშუალო ანაზღაურება. Columbia Business School-ის კურსდამთავრებულები სწავლის...

სად არის თქვენს მიერ დაანონსებული გაზრდილი ინვესტიციები ბატონო გიორგი?

person access_time2017-11-18 11:00:18
„2017 წლიდან ლარი ისე გამყარდება, რომ ეროვნულ ბანკს მიჯნის დადება მოუწევს“, — ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გიორგი გაჩეჩილაძემ 2016 წლის ნოემბერში მთავრობის ახალი შემადგენლობის პარლამენტში მოსმენისას განაცხადა . ამასთან, გიორგი გაჩეჩილაძემ მთავრობის ახალ შემადგენლობას კითხვაც დაუსვა, თუ როგორ შეძლებენ მომავალში გამყარებულ ლარზე ზღვარის დაწესებას. მაშინ „მწვანეთა პარტიის” ლიდერმა, გიორგი გაჩეჩილაძე ისიც განაცხადა, რომ მომავალ წელს...

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა

person access_time2017-11-17 18:46:40
თბილისის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე უძღვებოდა. სხდომაზე ვიცე - მერობის კანდიდატმა, ირაკლი ხმალაძემ საკრებულოს წევრებს მერის მოადგილეების, საქალაქოს სამსახურების ხელმძღვანელებისა და გამგებლების ახალი შემადგენლობა წარმოუდგინა.   დეპუტატების უმრავლესობამ ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს, მერის მოადგილეებს: მაია ბითაძეს, ირაკლი ბენდელიანს და გიგა ნიკოლეიშვილს, ასევე დედაქალაქის მთავრობას...

The New York Times – ავწიოთ ჭიქა საქართველოსთვის, რომელიც მეღვინეობის აკვანია

person access_time2017-11-17 20:30:20
ავწიოთ ჭიქა საქართველოსთვის, რომელიც მეღვინეობის აკვანი შეიძლება იყოს, – ამ სიტყვებით იწყებს The New York Times საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით, „8 000 წლის დაძველების ღვინო პრეისტორიული ხანის საქართველოდან“. გამოცემა წერს, რომ „ქვეყანა, რომელიც ევროპასა და შუა აზიას შორის, სამხრეთ კავკასიის მთების გასწვრივ გაშლილ ნაყოფიერ ველებზეა გადაჭიმული, შეიძლება იყოს იმ ადამიანების სამშობლო, რომლებმაც ჩვეულებრივი ვაზის კულტივირება შეძლეს და საფუძველი ჩაუყარეს შარდონეს,...

კობა გვენეტაძის შემდეგ პარლამენტში შესაძლოა, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელიც დაიბარონ

person access_time2017-11-18 10:00:14
ეროვნული ვალუტის ბოლოდროინდელ რყევებთან და გაუფასურებასთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს პარლამენტში იბარებენ.გვენეტაძეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში 27 ნოემბერს მოუსმენენ. რაც შეეხება ლარის კურსს, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლარი უკვე რამდენიმე პუნქტით გაუფასურდა. 18 ნოებრისთვის დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, ერთი დოლარი 2.7268 ლარი ღირს. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი...


მსგავსი სიახლეები