„არის ობიექტები, სადაც შესაძლოა, ქართველებს ბინა საერთოდ არ ჰქონდეთ” - საქართველოში უძრავი ქონების მიმართ უცხოელების ინტერესი იზრდება

access_time2017-09-04 14:00:00

საქართველოში უძრავი ქონების მიმართ უცხოელების მხრიდან ინტერესი იზრდება.

 

როგორც „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ ხელმძღვანელი აიეტი კუკავა რადიო „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, გაჩნდნენ კომპანიები, რომლებიც მხოლოდ უცხოელ მომხმარებელზე სპეციალიზირდებიან და ეს ეხება როგორც თბილისს, ისე რეგიონებს.

 

მისივე თქმით, პროექტების ნაწილი უცხოელი ბიზნესმენებისთვის და ფიზიკური პირებისთვის კეთდება და გაყიდვების 80% უცხოელ კლიენტებზე მოდის. „არის ობიექტები, სადაც  შესაძლოა, ქართველებს  ბინა საერთოდ არ ჰქონდეთ. აქტიურობენ ჩვენთან ახლოს მყოფი ქვეყნები-ახლო აღმოსავლეთის და შუა აზიის ქვეყნებიდან, რომლებისთვისაც საქართველო არის ევროპა. მათთვის მიმზიდველია, რომ ბინადრობის უფლების მიღება იაფია და უძრავი ქონების ფასები ხელმისაწვდომია“ - აცხადებს კუკავა.

 

მისივე თქმით, დროთა განმავლობაში ეს პროცესი უძრავი ქონების ფასების ზრდას გამოიწვევს.

 


„ალიანს ჯგუფი ჰოლდინგმა“ უძრავი ქონების მიმართულებით ერთი წლის წინ ბაზარს სპეციალური პლატფორმაც შესთავაზა, სადაც უძრავი ქონების შეფასება და ანალიტიკური ანგარიშგებების მიღებაა შესაძლებელი. პლატფორმა ქვეყნის მასშტაბით ფლობს ინფორმაციას უძრავ ქონებაზე და მისი მიზანია ქვეყანაში უძრავი ქონების დარგის განვითარების ხელშეწყობა, საერთაშორისო სტანდარტების შემოღებითა და ინოვაციური სერვისების შეთავაზებით.

 

აიეტ კუკავა აცხადებს, რომ ამ პროექტმა გაამართლა. მისივე თქმით, ამ დრომდე ეს პლატფორმის 1-ლი მოდული ძირითადად საბანკო-საფინანსო სექტორისთვის იყო მზად, თუმცა ახალი მოდული უკვე მასაზეა გათვლილი.

 

„დღეს ბანკებს შეუძლიათ პლატფორმაზე 2 წუთში მიიღონ ქვეყანაში ნებისმიერი უძრავი ქონების სავარაუდო შეფასება, ხოლო სტანდარტული კვალიფიციური შეფასება მაქსიმუმ 2 საათის განმავლობაში. იმისათვის, რომ სისტემა მაქსიმალურად ეფექტიანი გახდეს, ყველა ბანკის ჩართვაა საჭირო. შესაბამისად, ახალი მოდული შესაძლებლობას იძლევა სერვისები ხელმისაწვდომი გახდეს ფიზიკური პირებისთვის. ანუ უცხოელ ინვესტორებსა და ქართველ ემიგრანტებს შეეძლებათ ონლაინ შეარჩიონ უძრავი ქონების ოპტიმალური ვარიანტი“ - აცხადებს კუკავა.

 

მისივე თქმით, ეს მომსახურება უცხოური ინვესტიციების მოზიდვასაც უწყობს ხელს, ვინაიდან პლატფორმის გამოყენებით ინვესტორებს ქვეყანაში ჩამოუსვლელადაც შეუძლიათ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღონ, რაც მათ გადაწყვეტილების მიღებას გაუადვილებს სასტუმროების, კერძო საცხოვრებელი კომპლექსებისა თუ კომერციული ობიექტების ინვესტიციის მიმართულებით. ბიზნესმენის განცხადებითვე, პროდუქტი რამდენიმეწლიან განვითარებაზეა გათვლილი და შემდეგი ეტაპი ონლაინ აუქციონების დამატებაა, ასევე მოხდება ბანკების მხრიდან ჩამორთმეული უძრავ-მოძრავი ქონების განთავსება.

 

ვებ გვერდის მისამართია: http://rhea.com.ge/

  

სალომე სოსელია

 



მერია „სითი პარკს“ სიურპრიზს უმზადებს

person access_time2018-02-19 08:50:27
დაახლოებით ერთ თვეში,თბილისის მერია „სითი პარკთან“ დაკავშირებით ახალ დეტალებს გაასაჯაროებს. „კომერსანტის“ მცდელობის მიუხედავად, მერიაში სიახლის დაკონკრეტებისაგან თავი შეიკავეს.  „ახლა „სითი პარკთან“ დაკავშირებით  გარკვეული მუშაობა მიმდინარეობს, სამუშაო პროცესია, ამიტომ წინასწარ ვერ გეტყვით დეტალებს. დაახლოებით ერთ თვეში საზოგადოებას შევატყობინებთ ახალ ინფორმაციას“, - განაცხადეს მერიაში. „კომერსანტი“ დამატებითი ინფორმაციისათვის „სითი პარკს“...

„ბიტკოინი: იყავი საკუთარი თავის ბანკი“ – უქმნის, თუ არა კრიპტოვალუტა ბანკებს საფრთხეს?

person access_time2018-02-18 20:00:02
“Bitcoin: Be your own bank“...

გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.   „ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“-...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....


მსგავსი სიახლეები