PwC Georgia და Samsung Georgia King David Business Center –ში უკვე განთავსდნენ

access_time2017-09-11 11:12:52

თბილისში პირველი A კლასის ბიზნეს ცენტრი გაიხსნა. King David Business Center-მა უკვე ამ წლის ზაფხულიდან დაიწყო ფუნქციონირება. 70 მილიონი დოლარის ღირებულების ცათამბჯენი, რომელიც რამდენიმე ბიზნეს მიმართულებას აერთიანებს უკვე დასრულებულია და საოფისე სივრცეებში ბიზნეს კომპანიებს მასპინძლობს. ავსტრიული ჰოლდინგის Rezid Holding GmbH-ის მიერ რეალიზებული პროექტი, საერთაშორისო დონის კომპანიების ყველა მოთხოვნას პასუხობს. კეთილმოწყობილი ლობი, თავისი რესეფციით, დაცვის სამსახურით და ტექნიკური ჯგუფით ბიზნეს ცენტრს 24 საათიან რეჟიმში ემსახურება და ობიექტის პირვანდელი იერსახის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

 

ისეთი კომპანიები როგორებიცაა: PwC Georgia და Samsung Georgia  სათავო ოფისებით King David Business Center –ში უკვე განთავსდნენ, Colliers International Georgia კი ოქტომბრის დასაწყისიდან იქნება წარმოდგენილი.

 

ამასობაში, King David-ის საცხოვრებელ ნაწილში აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს პირველი მაცხოვრებლების მისაღებად. 32 სართულიანი კოშკი, რომლის ქვედა სართულებზე განთავსებულია ფიტნეს ცენტრი, სპა, აუზი, მაცხოვრებლების ლობი, ლობი ბარი და ივენთ ჰოლი, 5 ვარსკვლავიანი ცხოვრების ახალ სტანდარტებს აყალიბებს. 

 

2017 წლის ივნისში King David ოფიციალურად იქნა მიღებული ექსპლუატაციაში, გრანდიოზული გახსნა კი ამ წლის ნოემბერშია დადგეგმილი.

 

 

width=701

 

 

width=701

 

width=701

 

width=700

 

 

 

 

 



1 დოლარი 2,7137 ლარი - ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს

person access_time2017-11-22 17:00:05
ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, ხვალ ერთი დოლარი 2,7137 ლარი ეღირება, ერთი ევრო კი 3,1897 ლარი. 21 ნოემბერს დადგენილი კურსით, დღეს ერთი დოლარი 2,7060 ღირდა, ერთი ევრო კი 3,1766 ლარი.

ახალი „TOYOTA LAND CRUISER PRADO“ უკვე საქართველოშია ახალი სიმაღლეების დასაპყრობად

person access_time2017-11-22 15:30:34
მაღალი გამავლობის ავტომობილი „Toyota Land Cruiser Prado“ განახლდა და კიდევ უფრო გაუმჯობესდა. ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ყველგანმავალი ვიზუალურად კიდევ უფრო დაიხვეწა, ტექნიკური თვალსაზრისით კი, განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე ავიდა. სწორედ განახლებული ავტომანქანის მოდელი წარადგინა კომპანია „ტოიოტა კავვკასიამ“ ცოტა ხნის წინ შატო მუხრანის ტერიტორიაზე. აღსანიშნავია, რომ „Toyota Land Cruiser Prado“ თავის სეგმენტში ყველა დროის ერთ-ერთი უნიკალური მოდელია....

„საქართველოს ფინანსური სისტემა თავიდან ბოლომდე მორგებულია კომერციულ ბანკებზე“

person access_time2017-11-22 14:30:49
ერთდღიანი გამყარების შემდეგ ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, დღეს ერთი დოლარი 2 ლარი და 70 თეთრი ღირს, ერთი ევროს ფასი  კი 3 ლარი და 17 თეთრია. ფინანსიტი დავით კიკვიძე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“ აცხადებს, რომ მიმდინარე ეტაპზე ლარის კურსის გაუფასურების მიზეზი დიდი რაოდენობით ლარის მასაა.   „ჩემი აზრით, ამ პრობლემას იწვევს ბრუნვაში ლარის ძალიან დიდი მოცულობა. მიუხედავად...

ავტობანის რიკოთის მონაკვეთზე 3 გვირაბი და 11 ხიდი აშენდება

person access_time2017-11-22 12:00:02
ავტობანის რიკოთის მონაკვეთზე 3 გვირაბი და 11 ხიდი აშენდება. გაზაფხულზე წარდგენილ პროექტში ცვლილება შევიდა, რამაც კიდევ 1 გვირაბის გაყვანის აუცილებლობა წარმოქმნა. ჩუმათელეთსა და ხევს შორის მთავარი გვირაბი 1750 მეტრი იქნება და ის არსებული გვირაბის პარალელურად გაივლის, რაც შეეხება კიდევ 2 გვირაბს ერთი რიკოთამდე აშენდება, მეორე კი, დიდი გვირაბის შემდეგ. მათი სიგრძე 350 მ და 470 მ იქნება. გარდა გვირაბებისა, ავტობანის ყველაზე რთულ...

კონტრტერორისტული სპეცოპერაცია თბილისში (განახლებადი)

person access_time2017-11-22 16:00:14
17:01 - სპეცრაზმელი, რომელიც რამდენიმე საათის წინ ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, გარდაიცვალა. ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის ექიმმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.   „დაჭრილ სპეცრაზმელს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჩვენებები ჰქონდა", - აღნიშნა ექიმმა.   17:00 სპეცოპერაციის ადგილიდან, სავარაუდოდ კიდევ სამი დაჭრილი გაიყვანეს.   „პირველი არხის“ ინფორმაციით, სპეცოპერაციის ზონიდან...


მსგავსი სიახლეები