„მოსახლეობისგან იღებენ თანხებს, რომ საგარეო ვალი დაიფაროს“ – რატომ დაიწყო ლარმა გაუფასურება?

access_time2017-08-31 14:50:12

„ქვეყანას სხვა შემოსავალი რადგან არ აქვს, ისევ შიდა მობილიზაციას ახორციელებენ და ხალხისგან იღებენ თანხებს, რომ ვალები დაიფაროს“, – ასე აფასებს ბოლო დღეებში ლარის გაუფასურებას ფინანსისტი დავით წიქარიძე. მისივე თქმით, ლარის გაუფასურება ხელოვნურად მართული პროცესია და ამით ეროვნული ბანკი უცხოური ვალუტის დაგროვებას ცდილობს.

 

„პროცესები ხელოვნურად იმართება, ამაში ეჭვი არ მეპარება. თუმცა პროცესის მართვა შეიძლება დადებითიც იყოს. წლის ბოლომდე სახელმწიფოს ვალის მომსახურების საკითხი აქვს მოსაგვარებელი. ჩემი ვარაუდით, ეროვნული ბანკი ცდილობს რეზერვები გაზარდოს, სავალუტო სახსრები მოაგროვოს, რათა ვალების დაფარვა მოხდეს. ახლა ზაფხულის სეზონია, სავალუტო შემოსავლები გაიზარდა. ამის ფონზე დოლარზე დეფიციტი რომ არ არის, ეროვნული ბანკი დოლარის შესყიდვას რომ აგრძელებს და ამას არც მალავს, ამიტომაც მგონია, რომ ეს სახელმწიფო ვალების გასტუმრებასთან არის დაკავშირებული. ჩემი ინფორმაციით, ეროვნულ ბანკში რეზერვის აუცილებელი ზომა უკვე არის და დამატებითი რესურსების მოზიდვა სხვა ვერაფრით აიხსნება, თუ არა საგარეო ვალის მომსახურება“, - აღნიშნა წიქარიძემ.

 

მისი შეფასებით, სხვა გამოსავალი სახელმწიფოს არ აქვს და საგარეო ვალის დაფარვა ხალხის ჯიბიდან ამიტომაც ხდება: „სწორია თუ არასწორია, ამაზე პასუხის გაცემა ძნელია, რადგან ვალი გვაქვს გასასტუმრებელი. მაშინ რა ქნას ეროვნულმა ბანკმა? თუ ვალს არ გავისტუმრებთ, ქვეყანაში დეფოლტი გამოცხადდება და დაინგრევა.  ქვეყანას სხვა შემოსავალი რადგან არ აქვს, ისევ შიდა მობილიზაციას ახორციელებენ და ხალხისგან იღებენ თანხებს, რომ ვალები დაიფაროს. ინვესტიციები დიდად არ იზრდება და ამდენად, სახელმწიფოს სხვა გამოსავალი არ აქვს“.

 

კითხვაზე, მომავალში კიდევ უნდა ველოდოთ თუ არა ლარის გაუფასურებას, დავით წიქარიძის თქმით, ახლო მომავალში მცირედი გაუფასურება იქნება, წლის ბოლოს კი გაუფასურება უფრო მეტად მოხდება.


 

„სამწუხაროდ, გაუფასურება, დროებითი პროცესები არ არის. ამ ვალს დავფარავთ, შემდეგ ახალი ვალი გვექნება გასასტუმრებელი, შემდეგ კიდევ სხვა პრობლემა გამოჩნდება. როგორ მოიქცევა ასეთ დროს ეროვნული ბანკი, ეს უკვე მათი პოლიტიკის და მიდგომის საკითხია. რეალურად მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ ახლო მომავალში ლარი ცოტათი კიდევ გაუფასურდება. წლის ბოლოსკენ სხვა გადასახადები, ბიუჯეტების შესრულება და პრობლემები რომ დაგვემატება, ლარის გაუფასურება ალბათ, უფრო მეტად მოხდება“, - აღნიშნა წიქარიძემ.

 

აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით თითქმის ოთხი თეთრით გაუფასურდა. რამდენიმეთვიანი სტაბილურობის შემდეგ, ეროვნული ვალუტის გაუფასურება 24 აგვისტოდან დაიწყო.  ეროვნული ბანკის მიერ 31 აგვისტოს დადგენილი კურსის მიხედვით, ერთი დოლარი 2,4274 ლარია, ხოლო ბლუმბერგის პლატფორმაზე 1 დოლარი 2,4300-2,4320 ლარად ივაჭრება.

 

აღსანიშნავია, რომ შარშან, ამ დროს ერთი დოლარის ღირებულება საშუალოდ 2,31 ლარს შეადგენდა და მკვეთრად გაუფასურების პროცესი 27 სექტემბრიდან დაიწყო. ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურების პიკს 2016 წლის 21 დეკემბერს მიაღწია, როდესაც ერთი დოლარი 2,8 ლარი ღირდა.

 

შემდგომ ეროვნულმა ვალუტამ გამყარება დაიწყო, უკვე ზაფხულში კი ლარი დოლარის მიმართ 2,38–2,39 ნიშნულზე დაბალანსდა. იმისათვის, რომ ეროვნული ვალუტის მკვეთრი გამყარება არ მომხდარიყო, ეროვნულმა ბანკმა ზაფხულის განმავლობაში ბაზრიდან 110 მილიონი დოლარი ამოიღო. კერძოდ, 19 ივნისს გამართულ სავალუტო აუქციონზე სებ–მა 10 მილიონი დოლარი იყიდა, 20,26,28 ივნისს, 1–ელ და 7 აგვისტოს კი 20–20 მილიონი დოლარი. 

 

 ავტორი: თეონა კენჭიაშვილი



მერია „სითი პარკს“ სიურპრიზს უმზადებს

person access_time2018-02-19 08:50:27
დაახლოებით ერთ თვეში,თბილისის მერია „სითი პარკთან“ დაკავშირებით ახალ დეტალებს გაასაჯაროებს. „კომერსანტის“ მცდელობის მიუხედავად, მერიაში სიახლის დაკონკრეტებისაგან თავი შეიკავეს.  „ახლა „სითი პარკთან“ დაკავშირებით  გარკვეული მუშაობა მიმდინარეობს, სამუშაო პროცესია, ამიტომ წინასწარ ვერ გეტყვით დეტალებს. დაახლოებით ერთ თვეში საზოგადოებას შევატყობინებთ ახალ ინფორმაციას“, - განაცხადეს მერიაში. „კომერსანტი“ დამატებითი ინფორმაციისათვის „სითი პარკს“...

„ბიტკოინი: იყავი საკუთარი თავის ბანკი“ – უქმნის, თუ არა კრიპტოვალუტა ბანკებს საფრთხეს?

person access_time2018-02-18 20:00:02
“Bitcoin: Be your own bank“...

გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.   „ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“-...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....


მსგავსი სიახლეები