YouTube-ს ახალი ლოგო აქვს

access_time2017-08-30 18:33:33

მსოფლიოს უმსხვილესმა ვიდეოპორტალმა YouTube, პირველად, დიდი ხნის განმავლობაში, შეცვალა ლოგო და ხატულა. ესაა მხოლოდ მცირე ნაწილი იმ სიახლეებისა, რასაც კომპანია გეგმავს და ფაქტობრივად, არსებობის 12 წლის განმავლობაში, ყველაზე ევოლუციური ეტაპის დასაწყისი. პორტალის ლოგოში Tube აღარ იქნება მოთავსებული ჩართვის ღილაკზე და პორტალის დასახელების გვერდით ვიხილავთ. შეიცვალა აპლიკაციის ხატულას დიზაინიც, სადაც ჩართვის თეთრი ღილაკი წითელ ფონზე გამოჩნდება. ცვლილებები განპირობებულია იმით, რომ კომპანიას აღარ სურს ასოცირდებოდეს პორტალად, სადაც მხოლოდ ვიდეორგოლების განთავსებაა შესაძლებელი, არამედ, გეგმავს იქცეს ტელემოყვარულებისა და გეიმერების თავშეყრის საყვარელ ადგილადაც. როგორც კომპანიის წარმომადგენელი ნილ მოჰენი აღნიშნავს: “ჩვენ გვსურს YouTube ფუნქციონალობის ახალ დონეზე ავიყვანოთ და ნებისმიერი მოწყობილობით სარგებლობისას მაქსიმალურად კომფორტული გავხადოთ”.

 

ცვლილებებია მობილურ აპლიკაციაშიც, შეცვლილია cleaner-ის დიზაინი, ჰედერი, ხოლო ნავიგაციის ღილაკების შეცვლილი პოზიცია აადვილებს აპლიკაციით სარგებლობას. გამარტივებულია ვიდეოების გადახვევისა და გადართვის მექანიზმიც.

 

marketer.ge



1 დოლარი 2,7137 ლარი - ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს

person access_time2017-11-22 17:00:05
ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, ხვალ ერთი დოლარი 2,7137 ლარი ეღირება, ერთი ევრო კი 3,1897 ლარი. 21 ნოემბერს დადგენილი კურსით, დღეს ერთი დოლარი 2,7060 ღირდა, ერთი ევრო კი 3,1766 ლარი.

ახალი „TOYOTA LAND CRUISER PRADO“ უკვე საქართველოშია ახალი სიმაღლეების დასაპყრობად

person access_time2017-11-22 15:30:34
მაღალი გამავლობის ავტომობილი „Toyota Land Cruiser Prado“ განახლდა და კიდევ უფრო გაუმჯობესდა. ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ყველგანმავალი ვიზუალურად კიდევ უფრო დაიხვეწა, ტექნიკური თვალსაზრისით კი, განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე ავიდა. სწორედ განახლებული ავტომანქანის მოდელი წარადგინა კომპანია „ტოიოტა კავვკასიამ“ ცოტა ხნის წინ შატო მუხრანის ტერიტორიაზე. აღსანიშნავია, რომ „Toyota Land Cruiser Prado“ თავის სეგმენტში ყველა დროის ერთ-ერთი უნიკალური მოდელია....

„საქართველოს ფინანსური სისტემა თავიდან ბოლომდე მორგებულია კომერციულ ბანკებზე“

person access_time2017-11-22 14:30:49
ერთდღიანი გამყარების შემდეგ ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, დღეს ერთი დოლარი 2 ლარი და 70 თეთრი ღირს, ერთი ევროს ფასი  კი 3 ლარი და 17 თეთრია. ფინანსიტი დავით კიკვიძე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“ აცხადებს, რომ მიმდინარე ეტაპზე ლარის კურსის გაუფასურების მიზეზი დიდი რაოდენობით ლარის მასაა.   „ჩემი აზრით, ამ პრობლემას იწვევს ბრუნვაში ლარის ძალიან დიდი მოცულობა. მიუხედავად...

ავტობანის რიკოთის მონაკვეთზე 3 გვირაბი და 11 ხიდი აშენდება

person access_time2017-11-22 12:00:02
ავტობანის რიკოთის მონაკვეთზე 3 გვირაბი და 11 ხიდი აშენდება. გაზაფხულზე წარდგენილ პროექტში ცვლილება შევიდა, რამაც კიდევ 1 გვირაბის გაყვანის აუცილებლობა წარმოქმნა. ჩუმათელეთსა და ხევს შორის მთავარი გვირაბი 1750 მეტრი იქნება და ის არსებული გვირაბის პარალელურად გაივლის, რაც შეეხება კიდევ 2 გვირაბს ერთი რიკოთამდე აშენდება, მეორე კი, დიდი გვირაბის შემდეგ. მათი სიგრძე 350 მ და 470 მ იქნება. გარდა გვირაბებისა, ავტობანის ყველაზე რთულ...

კონტრტერორისტული სპეცოპერაცია თბილისში დასრულდა (განახლებადი)

person access_time2017-11-22 16:00:14
17:18 სპეცოპერაცია დასრულებულია - ინფორმაციას სუს-ში ადასტურებენ, თუმცა დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება   17:01 - სპეცრაზმელი, რომელიც რამდენიმე საათის წინ ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, გარდაიცვალა. ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის ექიმმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.   „დაჭრილ სპეცრაზმელს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჩვენებები ჰქონდა, - აღნიშნა...


მსგავსი სიახლეები